x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჯეფრი დამერი -„მილუოკელი მონსტრი“ და გეების რისხვა-კრიმინალური არქივიდან
image

21 მაისს(1960წ.) დაიბადა აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი სერიული მკვლელი ჯეფრი დამერი,

ასევე ცნობილი მეტსახელებით „მილუოკელი მონსტრი“, „მილუოკელი კანიბალი", რომელმაც

1978–1991 წლებში მოკლა 17 ადამიანი, ყველა მამაკაცი, აქედან 4 არასრულწლოვანი. მკვლელობების უმრავლეს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ნეკროფილიას, კანიბალიზმს და სხეულის ნაწილების შენახვას.


ჯეფრი დამერი დაიბადა 1960 წლის 21 მაისს უესტ ელისში, ვისკონსინის შტატში. 8 წლის ასაკში მისი ოჯახი ოჰაიოში გადაბარგდა. ბავშვობა ჯეფრის ნორმალური ჰქონდა, თუმცა 10–დან 15 წლის პერიოდში გამოირჩეოდა არაკომუნიკაბელურობით, ჩაკეტილობით, არ გააჩნდა ჰობი… მკვდარი ცხოველების ძიებაში ველოსიპედით წრეებს ურტყამდა თავის სამეზობლოს, შემდეგ სახლში მიჰქონდა ცხედრები და ანაწევრებდა. იმავე პერიოდში ჯეფრიმ შეატყო, რომ ის განსხვავებული იყო და გოგონების მაგივრად, ბიჭები აინტერესებდა.

1978 წელს, მშობლების გაყრის და სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯეფრი დამერმა თავისი პირველი მკვლელობა ჩაიდინა. ქუჩაში მანქანით სეირნობისას მან გაიცნო ავტოსტოპით მოგზაური სტივენ ჰიქსი, რომელსაც სახლში წასვლა და მარიჰუანის მოწევა შესთავაზა. 9 საათის განმავლობაში ერთად ყოფნის შემდეგ, დამერის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰიქსმა წასვლა დააპირა. ჯეფრიმ მას თავში განტელი ჩაარტყა, შემდეგ კი გაგუდა. ჰიქსის ცხედარი მან ნაწილებად დაჭრა და საკუთარი სახლის სარდაფში დამარხა.


image

ამის შემდეგ მთელი 9 წლის მანძილზე ჯეფრი დამერს არავინ მოუკლავს, თუმცა ის 2–ჯერ დაიჭირეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დაუშვებელი ქცევის გამო (მათ შორის ერთხელ ის ორი ბიჭის წინაშე მასტურბაციით იყო დაკავებული). იმ პერიოდში ის უკვე ბებიამისთან ცხოვრობდა ვისკონსინში, რომელთანაც მამის თხოვნის შემდეგ გადაბარგდა.

1987 წლის 15 სექტემბერს სასტუმრო “ამბასადორ”–ის ნომერში ჯეფრი დამერმა მოკლა სტივენ ტუომი, შემდეგ ცხედარი ჩემოდანში მოათავსა და ტაქსით მიიტანა ბებიის სახლში, სადაც ერთი კვირის მანძილზე მასთან სექსით იყო დაკავებული, შემდეგ ცხედარი ნაწილებად დაჭრა და ნაგავსაყრელზე გადააგდო.

შემდგომ წლებში მან კიდევ რამოდენიმე ადამიანი მოკლა, ყველა მამაკაცი. ის მათ გეი–ბარებში იცნობდა და შემდეგ სთავაზობდა ფოტოსესიაში მონაწილეობას. სახლში მიყვანის შემდეგ, სტუმარს სასმელში ნარკოტიკებს უზავებდა, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში მყოფთან სექსით კავდებოდა, შემდეგ კი ახრჩობდა. ის სხვადასხვა ექსპერიმენტებსაც ატარებდა, უნდოდა, რომ მისი საყვარლები ზომბებივით მორჩილები ყოფილიყვნენ – ელექტრო დრელის მეშვეობით თავში ხვრელს უკეთებდა და შიგ მჟავა ან ფორმალინი შეყავდა.

ბებიის სახლის დატოვების შემდეგ, დამერი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გადავიდა. ცხედრების მოშორების პრობლემის აღმოსაფხვრელად მან იყიდა დიდი ბალონი, სადაც მჟავა იყო ჩასხმული. ცხედრების დანაკუწების შემდეგ, ჯეფრი ტანს ბალონში ათავსებდა.



1988 წლის 25 სექტემბერს, ახალ ბინაში გადასვლიდან მეორე დღეს, ის დააპატიმრეს 13 წლის ანუკონ სინტასონფონზე ძალადობის ბრალდებით. ბიჭმა, მიუხედავად მიღებული ნარკოტიკების დიდი დოზისა, მოახერხა დამერის სახლიდან გაქცევა და მშობლების მოუყვა ყველაფერი. მეორე დღეს ჯეფრი დამერი დააპატიმრეს და მიუსაჯეს ერთი წელი გამოსასწორებელი დაწესებულებაში, სადაც მხოლოდ ღამეს ათევდა, დილით კი სამსახურში დადიოდა (ჯეფრი დამერი შოკოლადის ქარხანაში მუშაობდა).

1990 წლის 14 მაისს, ჯეფრი დამერი ახალი ბინაში გადავიდა, წლის ბოლომდე მან კიდევ 4 კაცი მოკლა, 1991 წლის პირველ თვეებში კი კიდევ 3.



1991 წლის 27 მაისს, 14 წლის კონერაკ სინტასომფონი (სასწაულებრივი დამთხვევით ანუკონ სინტასომფონის ძმა), თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი, გაიქცა დამერის სახლიდან. შიშველი და დასისხლიანებული ბიჭი, რომელიც ნარკოტიკების მოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ორმა ქალმა იპოვა ქუჩაში და პოლიცია გამოიძახა. მალე იქვე გაჩნდა ჯეფრი დამერიც. მან მოახსენა პოლიციას, რომ ის და კონერაკი შეყვარებულები იყვნენ, რომლემაც იჩხუბეს. პოლიციელებმა ისინი სახლამდე მიაცილეს, სადაც ჯეფრიმ, იმის დასადასტურებლად, რომ არ ტყუოდა, მათი ერთობლივი სურათები უჩვენა, რომელიც მან იმ დღეს გადაიღო შიშველ კონერაკთან. პოლიციამ ყურადღება არ მიაქცია უცნაურ სუნს, რომელიც საძინებლიდან გამოდიოდა და დაუჯერა მას. იმავე ღამეს დამერმა მოკლა კონერაკ სინტასომფონი, მისი ცხედარი კი დაანაწევრა.


1991 წლის 22 ივლისს, დამერმა სახლში დაპატიჟა ტრეისი ედვარდსი, მას ხელბორკილების გაკეთება დაუპირა, მაგრამ ედვარდსი შეეწინააღმდეგა, რის შემდეგაც დანის მუქარით იგი საძინებელში შეიყვანა, სადაც ედვარდსმა კედლებზე გაკრული დანაწევრებული ცხედრების სურათები დაინახა. ტრეისიმ დამერს ჯერ სახეში, შემდეგ კი მუცელში დაარტყა და მისი სახლიდან გაიქცა. იქვე ახლოს მან პოლიციის მანქანა დაინახა და მოახსენა მომხდარის შესახებ.




პოლიციელებმა გადაწყვიტეს დამერის სახლი მოენახულებინათ. საძინებელში შესულმა ერთ–ერთმა პოლიციელმა ნახა დანაწევრებული ცხედრების სურათები და უთხრა კოლეგას, რომ ჯეფრი დაეპატიმრებინა. შემდეგ ერთ–ერთი პოლიციელი ყვებოდა, რომ ის მაცივრისკენ გაემართა, კარი გამოაღო და უცებ საიდანღაც განწირული კივილის ხმა შემოესმა… მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ გაანალიზა, რომ ეს განწირული კივილი მისგან მოდიოდა, რადგან მაცივარში ადამიანის თავი იდო.




სახლის ჩხრეკვისას პოლიციელებმა აღმოაჩინეს: დანაწევრებული გვამების უამრავი ფოტო და ადამიანის ორგანიზმის ნაწილები, ადამაინის სამი თავი მაცივარში, გული საყინულეში, ტუალეტში დამერი ინახავდა ქვაბს, სადაც მოთავსებული ჰქონდა ხელები და პენისები, ადამიანის თავის ქალები ბუფეტში და უჯრებში, კარადაში იპოვეს ადამიანის ჩონჩხი, სკალპი და გენიტალიები, ხოლო 260 ლიტრიან ბალონში სამი ადამიანის ტანი.




სასამართლო პროცესმა უდიდესი ყურადღება მიიპყრო. ეს იყო პირველი პროცესი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელევიზიით. ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, ჯეფრი დამერი არ სცნეს ფსიქიკურად შეშლილად. რა თქმა უნდა, მსგავს მკვლელობებს ნორმალური ადამიანი ვერ ჩაიდენდა, მაგრამ ექსპერტების დასკვნით ის აანალიზებდა, რომ ჩადიოდა არაკანონიერ ქმედებებს, შეეძლო ეკონტროლებინა საკუთარი ქმედებები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო მკვლელობები იყო დაგეგმილი. მხოლოდ ჩადენილი საქციელების სისასტიკე არ იყო საკმარისი პასუხისმგებლობის ასარიდებლად.


საბოლოოდ ჯეფრი დამერს 957–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (ვისკონსინში სიკვდილით დასჯა არ არის). თავის ბოლო სიტყვაში ჯეფრი დამერმა განაცხადა, რომ ის ინანიებდა ჩადენილ საქციელს და ითხოვდა სიკვდილით დასჯას.




1994 წლის 3 ივლისს მას თავს დაესხა კუბელი პატიმარი, რომელიც ცდილობდა დამერისთვის ყელის გამოჭრას, ჯეფრი გადარჩა, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნით, იმავე წლის 28 ნოემბერს, ჯეფრი დამერი ცემით მოკლა პატიმარმა კრისტოფ სკარვერმა. დამერი, სკარვერი და კიდევ ერთი პატიმარი ანდერსონი, ალაგებდნენ ციხის სპორტულ დარბაზს. დაცვამ ისინი ყურადღების გარეშე 20 წუთით მიატოვა და ამ დროში სკარვერმა განტელით მიაყენა სასიკვდილო ტრავმები დამერს და ანდერონს.



ვინაიდან სკარვერი იყო შავკანიანი რასისტი, ხოლო დამერის მსხვერპლების უმეტესობა სწორედაც რომ შავკანიანები იყვნენ, მკვლელობის მოტივი გასაგები ხდება, ისევე, როგორც ანდერსონის შემთხვევაში, რომელიც ცოლის მკვლელობას ორ შავკანიანს აბრალებდა.




ჯეფრის მამამ უარი განაცხადა დამერის ტვინის მეცნიერთათვის გადაცემაზე. გვამის კრემაციის შემდეგ, მისი ნეშტი ორად გაყვეს, ერთი ნაწილი შეხვდა დედამისს, მეორე მამას.




მისი მსხვერპლების ნათესავებმა გამოთქვეს პრეტენზია დამერის ქონებაზე და მოითხოვეს მისი გადანაწილება. 1996 წელს, იურისტმა ტომას ჯეიკობსონმა გაახმოვანა იდეა, რომლის მიხედვითაც აუქციონზე უნდა გაყიდულიყო დამერის ნივთები, მათ შორის მკვლელობის იარაღები და მაცივარი. სავარაუდო მოგება უნდა ყოფილიყო მილიონი დოლარი. საზოგადოება აღაშფოთა ამ ფაქტმა, სასწრაფოდ შეიქმნა ჯგუფი Milwaukee Civic Pride, რომელმაც შეაგროვა 407 000 დოლარი, რათა შეესყიდა დამერის ნივთები და გაენადგურებინა ისინი. მსხვერპლთა ნათესავების თანხმობის შემდეგ, ნივთები გამოისყიდეს და გაანადგურეს.




ჯეფრი დამერი პოპ-კულტურაში:დოკუმენტური ფილმების გარდა 2002 წელს გადაიღეს მხატვრული ფილმი "დამერი", 2017 წელს "ჩემი მეგობარი დამერი", 2022 წელს Netflix-მა გადაიღო სერიალი "მონსტრი: ჯეფრი დამერის ისტორია", ამის გარდა ჯეფრი დამერი ნახსენებია ჯგუფების Slayer -ის და Macabre-ს სიმღერებში.

0
239
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0