x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იცოდეთ, გატყუებთ, მოგიწევთ "მგლის ბილეთით" ცხოვრება"- ვის მიმართავს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ქართველი მაღალჩინოსნების შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით "Politico"-ს სტატიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ქართული ოცნების" დეპუტატებს საჯაროდ მიმართავს.


"ოცნების დეპუტატებო, იცოდეთ, ივანიშვილი გატყუებთ, როცა გეუბნებათ, რომ რამეს გამოივაჭრებს დასავლეთისგან და სანქციები არ იქნება. ვერაფერს ვერ გამოივაჭრებს, თუ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევთ. ვიცი რომ ბევრი შფოთავთ, სრულიად მართებულადაც, რადგან მართლაც მოგიწევთ თქვენ და თქვენს შვილებს მთელი ცხოვრება “მგლის ბილეთით“ ცხოვრება და ცივილიზებულ სამყაროში ცხვირს ვერ შეყოფთ. ჩვენ ამ შეშლილ კაცს მაინც გავაგდებთ აქედან და თქვენ დარჩებით გასაცოდავებულები სამუდამოდ. არჩევანი თქვენზეა."- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.


"Politico"-ს ინფორმაციით კონგრესში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს.


"ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ, " - ვკითხულობთ "Politico"-ს მიერ გავრცელებულ პუბლიკაციაში.


ამერიკული მედია- ორგანიზია წერს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ. "Politico"-ს ინფორმაციით, სანქციების სამიზნე ასევე იქნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები და უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც ხელი შეუშალეს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს.





0
326
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
326