x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138444
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
ვინ არის ირანის პრეზიდენტი, რომლის თვითმფრინავი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს


image

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი



ამ წუთას მსოფლიოს ყურადღების ცენრშია ირანი და მისი პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, რომლის თვითმფრინავი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ჩამოვარდა. მას რამდენიმე საათია ეძებენ და უამინდობის წვიმის, ნისლის, მთიანი და მიუვალი ადგილის გამო ვერ პოულობენ.



თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის თვითმფრინავი რთულად დაეშვა, შემდეგ კი ეს ცნობა შეიცვალა თვითმფრინავის ჩამოვარდნით.




იბრაჰიმ რაისი დღეს დილით აზერბაიჯანში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, "ხუდაფარინის" ჰიდროელექტრო კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების ღონისძიებაზე.




image

იბრაჰიმ რაისი და ილჰამ ალიევი | 19.05.2024 | ფოტო: president.az



image

იბრაჰიმ რაისი და ილჰამ ალიევი | 19.05.2024 | ფოტო: president.az



image

იბრაჰიმ რაისი და ილჰამ ალიევი | 19.05.2024 | ფოტო: president.az




ირანის პრეზიდენტის თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თეირანის მიმართულებით გაფრინდა.



image

ადგილი, სადაც სავარაუდოდ ირანის პრეზიდენტის თვითმფრინავი ჩამოვარდა | ინფოგრაფიკა: BBC






ვინ არის იბრაჰიმ რაისი?



1960 წელს დაბადებული ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი დაესწრო ყუმის სემინარიას და მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი შაჰიდ მოთაჰარის უნივერსიტეტში.



მან კარიერა პროკურორად დაიწყო 1980-იანი წლების დასაწყისში. 1994 წელს თეირანის გენერალური პროკურორობიდან ქვეყნის მთავარ სასამართლომდე მიაღწია 2019 წლისთვის.



ირანში ადამიანის უფლებათა ცენტრის თანახმად, მისი ორი წელი ირანის მთავარი მართლმსაჯულების პოსტზე აღინიშნა განსხვავებული აზრის დევნით და ადამიანის უფლებების დარღვევით.


რაისი ირანის პრეზიდენტი გახდა 2021 წლის 19 ივნისს, ისტორიულად არაკონკურენტულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.


ამომრჩეველთა საერთო აქტივობა მხოლოდ 48, 8% იყო - ყველაზე დაბალი 1979 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის დაარსების შემდეგ.



რაისს აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 2019 წლის ნოემბერში, რითაც მოიხსენია მისი მონაწილეობა 1988 წლის "სიკვდილის კომისიაში", როგორც პროკურორი, და გაეროს მოხსენება, რომელშიც მითითებულია, რომ ირანის სასამართლომ დაამტკიცა სულ მცირე ცხრა ბავშვის სიკვდილით დასჯა 2018-დან 2019 წლამდე.



ის არის პირველი არჩეული ირანელი ლიდერი, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.



2021 წლის ივნისში მან დაუპირისპირდა თავის წინამორბედს, ყოფილ პრეზიდენტს ჰასან როჰანს და 29 მილიონი კენჭისყრიდან 18 მილიონი მოიგო. მისი ინაუგურაცია ითვლებოდა ახალი, უფრო მკაცრი ეპოქის დასაწყისად.



რაისი დიდი ხანია ეწინააღმდეგება დასავლეთთან ურთიერთობას და არის უზენაესი ლიდერის, აიათოლა სეიედ ალი ჰოსეინი ხამენეის ახლო მოკავშირე.




წყარო: CNN







1
300
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
300
  
20 მაისი, 1:16
ბრიტანეთმა თავის ჩასვრილ შარვლებს მიხედონ მაგ ჯის ჯილაგ მოტყყყყნულებმა. ადამიანის უფლებებზე ლაპარაკს ბედავენ და ჯილიან ასანჟი ციხეში უზით. ამათი ფარისეველი დედაც.
0 1 1