x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დუდუ დადიანის დღემდე გაუხსნელი მკვლელობის ვერსიები
image

19 მაისს (1969)დაიბადა ქართელი კალათბურთელი კლუბ "ვითას" კაპიტანი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, სიცოცხლის ბოლო წლებში კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. დუდუ დადიანი მოკლეს 2002 წლის 22 იანვარს, იგი 32 წლის იყო, მისი მკვლელობა დღემდე გაუხსნელია, თუმცა არსებობს ვერსიები.



მკვლელობა 2002 წლის 22 იანვარს, დილის 11 სთ. 20 წთ-ზე მოხდა. მკვლელი დუდუ (დავით) დადიანს სპორტის დეპარტამენტის დერეფანში დახვდა, და­დი­ა­ნი შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე, თა­ვი­სი სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტის­კენ მი­დი­ო­და: მას კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი.მკვლელმა დუდუ დადიანს კიბეზე 4-ჯერ ესროლა.3 ხელში და ფილტვში მოხვდა, 1 - გულში.


შენობიდან გასული მკვლელი ორმა პიროვნებამ, ვინმე ღლონტმა და ფიფიამ დაინახეს. თუმცა, ისინი სახეს ვერ აღწერენ, რადგან მკვლელს ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული. გამოძიებამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებების სახით ამოიღო სპორტული ჩანთა, ქუდი და დადიანის კუთვნილი "ჰეკლერ-კოხის" სისტემის პისტოლეტი. როგორც ჩანს, დადიანმა იარაღის გამოყენება ვერ მოასწრო და მას დაასწრეს.მანამდე შელაპარაკებას და ფიზიუკრ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, სავარაუდოდ დადიანი შეიძლება იცნობდა კიდეც მკვლელს, მან ფეხი იტ­კი­ნა და სირ­ბი­ლი უჭირ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცალ ფეხს მი­ათ­რევ­და. ეს გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ მარ­ცხე­ნა ფეხი აუ­ცურ­და, ან ფე­ხე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში აებ­ლან­და, და შე­ნო­ბის კუ­თხეს­თან და­ე­ცა, ას­ფალტზე გა­იშ­ხლარ­თა. რა თქმა უნდა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მკვლე­ლის და­ჭე­რა არა­ვის უც­დია.


image



მას შემდეგ 22 წელი გავიდა, მკვლელობა დღემდე გაუხსნელია, თუმცა არსებობს ვერსიები.



ვერსია 1-დადიანს რამდენიმე წლის წინ სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა შავი სამყაროს ერთ-ერთ ავტორიტეტთან. ეს იყო 1997 წელი. ერთ-ერთი ვერსიით, დუდუ დადიანს კანონიერმა ქურდმა დედა შეაგინა. დუდუს კი, დედა ბავშვობაში ჰყავდა გარდაცვლილი. 1998 წლის 9 მარტს აღნიშნული ავტორიტეტი გლუვლულიანი იარაღით მოკლეს. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია. თუმცა, იმ პერიოდში ხმები დადიოდა, რომ დუდუ დადიანმა მას დედის შეგინება არ აპატია. ამბობენ, რომ დუდუ დადიანი ამის გამო საზღვარგარეთაც კი იყო გაქცეული და გამოძიება მას, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილს განიხილავდა, მაგრამ სამხილი ვერ იქნა მოპოვებული და საქმე შეწყდა.

image



ვერსია -2-დუდუ დადიანის ბიზნესს უკავშირდებოდა. თითქოს დუდუ დადიანს წილი ჰქონდა კაზინო "აჭარაში", რომელიც შეიძლება დავის საგანი გამხდარიყო. შემოწმდა სამორინე "აჭარა", სადაც დადიანს ვინმესთან შეიძლება ჰქონოდა კონფლიქტები, თუმცა, გაირკვა, რომ დადიანს არც წილი და არც კონფლიქტები "აჭარაში" არ ჰქონია. მისი მეგობრები ადასტურებენ, რომ დადიანი კაზინოში ხშირად დადიოდა, მაგრამ კონფლიქტი არავისთან მოსვლია.

image

ვერსია-3-დუდუ დადიანს ურთიერთობა ჰქონდა მოდელთან და დიზაინერთან მაკა ასათიანთან, კახი ასათიანის ქალიშვილთან, რომლის თითქოსდა ცოლად მოყვანას აპირებდა. 2001 წლის ოქტომბერში დუდუმ მას უთხრა, რომ მისი ცოლად მოყვანა გადაიფიქრა, რადგან ეს ქალბატონი თავისი საქმით იყო დაკავებული, მას კი ისეთი ქალი სჭირდებოდა, რომელიც მხოლოდ სახლში იქნებოდა და ოჯახს მიხედავდა.


ძიების მასალებში ჩნდება დუდუ დადიანის დის, მაკა დადიანის ჩვენება, რომელიც უდავოდ იქცევს ყურადღებას. მისი განცხადებით, 2001 წლის ოქტომბერში დუდუ დადიანი ხუთი დღის განმავლობაში არ გასულა სახლიდან. ბინიდან გაუსვლელობის მიზეზად დუდუ დადიანს უთქვამს, რომ მასზე ცნობილი დიზაინერის ქმარი, მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია"ნადირობდა"ანუ დადიანის მკვლელობა ორგანიზებული უნდა ყოფილიყო ეჭვიანობის ნიადაგზე. გარდა ამისა, აღნიშნავს, რომ ჟორდანიას კავშირი ჰქონდა მოსკოვში მყოფი ქართველი ეროვნების კანონიერ ქურდთან. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ აღნიშნული ქალბატონის მეუღლის ტელეფონი უკვე ოფიციალურად ისმინებოდა.თუმცა ამ ვერსიამაც გამოძიება ჩიხში შეიყვანა, დუდუ დადიანის უფროსი ძმის, ლევანის თქმით "მაკა ასათიანი ჟორდანიასთან, ფაქტობრივად, გაცილებული იყო, როცა დუდუს ხვდებოდაო.

imageფოტოზე :მაკა ასათიანი


ვერსია 4.- იმავე წლის შემოგომაზე, 20 ნოემბერს მოკლეს ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი და „აირზენას“ ვიცე-პრეზიდენტი კახი ასათიანი, სხვადასხვა ვერსიებიდან ერთ-ერთი იყო, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა ვატო ყიფიანმა მოკლა კახი ასათიანი, რადგან კახიმ თავის დროზე შვილის, მაკა ასათიანის გამო იძია შური და მოაკვლევინა დუდუ.


დუდუ დადიანის მკვლელობას თვითმხილველიც ჰყავდა, - ახალგაზრდა, რომელიც მალე კიკვიძის ბაღში მოკლეს. დავით კეკუამ კი ციხეში საეჭვო ვითარებაში დაასრულა სიცოცხლე. ოფიციალურად მან თავი მოიკლა, მაგრამ კეკუას ოჯახს ამ ვერსიისა არ სჯერა. როგორც ჩანს, დავით კეკუა "ზედმეტი ცოდნის" გამო მოიცილეს თავიდან. სანდო წყაროს ინფორმაციით, სწორედ კეკუა იყო ინიციატორი იმისა, რომ დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობაში ვატო ყიფიანი დაედანაშაულებინათ.


როგორც ამბობენ, ამ მიზნით თურმე რამდენჯერმე ესტუმრა კიდეც კახი ასათიანის მეუღლე ლუიზა ასათიანს და დაჟინებით მოსთხოვა, ხელი ვატო ყიფიანისთვის დაედო, მაგრამ ასათიანებმა კეკუას უარი უთხრეს და ეს საქმე გაუხსნელი დარჩა.


imageფოტოზე: ვატო ყიფიანი


ამ მრავალ ფაქტს უარყოფს დუდუს ძმა, ლევან დადიანი და იხსენებს როგორ აძალებდა პოლიცია, რომ ეღიარებინა შეკვეთილი მკვლელობა:


"კალათბურთის ფედერაციის მეორე სართულზე შემთხვევით, შელაპარაკების საფუძველზე რომ არ მოხდებოდა მკვლელობა, თანაც მაყუჩიანი იარაღით, ამას ბავშვიც მიხვდება. მკვლელი პროფესიონალი იყო და დუდუს მოკვლა განზრახული ჰქონდა. საიდან მოიტანეს, თითქოს ვიღაც ბიჭი შეესწრო მკვლელობას და მერე ის კიკვიძის ბაღში მოკლესო? ჩვენც ვეძებდით მკვლელს, ყველა ვნახეთ და გამოვკითხეთ, ვისზეც კი რამე ითქვა - მავანს იარაღიანი მკვლელი შეეფეთაო, ვიღაცამ წაქცეული ნახაო... ვიღაცებმა მართლაც დაინახეს გაქცეული კაცი, მაგრამ მკვლელობას ვინმე შესწრებოდა, ასეთი არც პოლიციას და არც ჩვენ არ გვინახავს... მოკლედ, ვერანაირ კვალზე ვერ გავედით.


....ცხრა თვე მდევნიდნენ, მისმენდნენ... მერე დამიჭირეს. საკანში შემოდიოდნენ პროკურატურის მაღალჩინოსნები და მემუქრებოდნენ, თუ შენი ძმის საქმეს არ გაგვახსნევინებ, ციხეში დაგალპობთო. ამის ქვეტექსტი იყო: ჩვენ ვიცით სიმართლე, მაგრამ გვინდა, ვერსია დაგვიდასტუროო. ბოლოს დამიჟინეს, - ნუ დაწერ, რა და როგორ იყო, სიტყვიერად გვითხარი და გაგიშვებთო. უნდა მეთქვა, რომ რადგან კახი ასათიანმა შეუკვეთა დუდუს მკვლელობა, ჩვენ შური ვიძიეთ და ის მოვკალით. მეუბნებოდნენ, - ვიცით, შენ იქ არ იყავი, მაგრამ ვატო ყიფიანი რომ იყო, ეს თქვიო. მერე ახალ-ახალ ვერსიებს მთავაზობდნენ, - შეიძლება დუდუ ძმაკაცებმა მოკლესო; რაღაც კომპანიებს მისახელებდნენ, წილში რატომ აღარ ხართო... უნდოდათ, საქმე გახსნილად გამოეცხადებინათ და ვიღაც დაეჭირათ... წამლის შეძენა-შენახვის მუხლი წამიყენეს და დაკავებიდან 9 დღეში გამომიტანეს განაჩენი იმ ნარკოტიკისთვის, რომელიც თვალით არ მინახავს "

1
901
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
901
  
იმ პერიოდში ხშირი იყო მსგავსი რაღაცეები,ადამიანები ბუზებივით იხოცებოდნენ და ვერავინ გებულობდა როგორ.თუმცა ყველაფერი ნათელი იყო იმ სიბნელეში,სერიოზული დაპირისპირება იყო უბნებს და დაჯგუფბებს შორის,ამიტომაც ვერავინ გაიგებს ბევრ რამეს. პოლიცია ჯიბეში ყავდათ და საქმეც არ იხსნებოდა,მტკიცებულებები ნადგურდებოდა და ხახვივით შერჩათ ბევრი რამე იმ დროინდელ დაჯგუფებებს. მახსოვს ამ ბიჭის მკვლელობა,სანაიას მკვლელობაც მახსოვს,ბევრი ახალგაზრდა მოითავეს იმ პერიოდში. იმდენად ქონდათ თავზეგადა*მული რო ყველაფერს კადრულობდნენ,ახალგაზრდების ნაწილი არ ეპუებოდა და თავისი თავმოყვარეობის ხარჯზე ბევრ რამეს არ კადრულობდა,მერე სჯიდნენ ამ ახალგაზრდებს და კლავდნენ. ვინ და რატომ აკეთებდა ამას არ არის ძნელი დასადგენი,იმ პერიოდის ე.წ. პოლიტიკოსები თუ ბანდის მეთაურები,მაფიოზი ბიზნესმენები და მათი საახლობლო. რათ უნდა კონკრეტიკა,უნდა გამოიყვანო და დახვრიტო საჯაროდ,დუდუ დადიანი თუ არა,ვიღაც ახალგაზრდა მაინც ეყოლებათ მოკლული.
0 1 1