ვარსკვლავები ბლეიკ ლაივლი და სხვა ვარსკვლავები წითელ საცურაო კოსტიუმებში 19 მაისი, 11:54 ![]() ვარსკვლავებმა პლაჟის სეზონი უკვე დიდი ხანია გახსნეს, და თუკი მათ ფოტოებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ რომ ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელი ფერი სწორედაც რომ - წითელია. პამელა ანდერსონის ლეგენდარული კოსტიუმის ფერით შთაგონებული ცნობილი ქალბატონები მეტი ყურადღების მისაპყრობად სწორედ ვნებისა და ცეცხლის ფერს ირჩევენ. მოდით, ვნახოთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის რომელი წარმომადგენელი გამოიყურება განსაკუთრებით მომხიბვლელად ცეცხლოვანი ფერის საცურაო კოსტიუმში.ბლეიკ ლაივლი![]() ![]() ![]() "ბარბის" ეპოქა თანდათან წარსულს ბარდება. ბლეიკ ლაივლი ვარდისფერით დაიღალა და ამჯერად, სელებრითმა მეწამული წითელი აირჩია. თუ დააკვირდებით ვარსკვლავის მანიკური და მაკიაჟიც კი ალისფერ ტონებშია შესრულებული.დუა ლიპა![]() ფრთხილად, არ გააღვიძოთ! ფოტოზე დუა ლიპა თავის საზამთროსთან შედარებით ერთმნიშვნელოვნად უფრო გემრიელად გამოიყურება.ბელა თორნი![]() ![]() უფს, აქ ერთნაირი კოსტიუმები გვაქვს. როგორ ფიქრობთ, "Hello Kitty"-ის საცურაო კოსტუმი დუა ლიპაზე უფრო უკეთ გამოიყურება თუ ბელა თორნიზე?მილი ბობი ბრაუნი![]() მთელი ამ ხნის განმავლობაში გვატყუებდნენ, რომ პუანსეტია მხოლოდ შობის სეზონზე ყვავის. როგორც ჩანს, შობის ვარსკვლავი მილის გარემოცვაში ზაფხულშიც კი აყვავდა.მაილი საირუსი![]() თქვენი სხეულის ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულამდე ავა თუ მომღერლის ფოტოს ძალიან დიდხანს უყურებთ.ელიზაბეთ ჰერლი![]() მსახიობი და მოდელი ელიზაბეთ ჰერლი ამ წითელ ბიკინში მართლაც განსაცვიფრებლად გამოიყურება!ემილი რატაკოვსკი![]() ![]() ![]() ![]() ალისფერი საცურაო კოსტიუმების ყველაზე დიდი კოლექცია ემილი რატაკოვსკის აქვს. მოსახერხებელია, როდესაც პლაჟის ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი გაქვს, რას იტყვით?291 შეფასება არ არის |