ვარსკვლავები ბლეიკ ლაივლი და სხვა ვარსკვლავები წითელ საცურაო კოსტიუმებში 19 მაისი, 11:54 ვარსკვლავებმა პლაჟის სეზონი უკვე დიდი ხანია გახსნეს, და თუკი მათ ფოტოებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ რომ ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელი ფერი სწორედაც რომ - წითელია. პამელა ანდერსონის ლეგენდარული კოსტიუმის ფერით შთაგონებული ცნობილი ქალბატონები მეტი ყურადღების მისაპყრობად სწორედ ვნებისა და ცეცხლის ფერს ირჩევენ. მოდით, ვნახოთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის რომელი წარმომადგენელი გამოიყურება განსაკუთრებით მომხიბვლელად ცეცხლოვანი ფერის საცურაო კოსტიუმში.ბლეიკ ლაივლი"ბარბის" ეპოქა თანდათან წარსულს ბარდება. ბლეიკ ლაივლი ვარდისფერით დაიღალა და ამჯერად, სელებრითმა მეწამული წითელი აირჩია. თუ დააკვირდებით ვარსკვლავის მანიკური და მაკიაჟიც კი ალისფერ ტონებშია შესრულებული.დუა ლიპაფრთხილად, არ გააღვიძოთ! ფოტოზე დუა ლიპა თავის საზამთროსთან შედარებით ერთმნიშვნელოვნად უფრო გემრიელად გამოიყურება.ბელა თორნიუფს, აქ ერთნაირი კოსტიუმები გვაქვს. როგორ ფიქრობთ, "Hello Kitty"-ის საცურაო კოსტუმი დუა ლიპაზე უფრო უკეთ გამოიყურება თუ ბელა თორნიზე?მილი ბობი ბრაუნიმთელი ამ ხნის განმავლობაში გვატყუებდნენ, რომ პუანსეტია მხოლოდ შობის სეზონზე ყვავის. როგორც ჩანს, შობის ვარსკვლავი მილის გარემოცვაში ზაფხულშიც კი აყვავდა.მაილი საირუსითქვენი სხეულის ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულამდე ავა თუ მომღერლის ფოტოს ძალიან დიდხანს უყურებთ.ელიზაბეთ ჰერლიმსახიობი და მოდელი ელიზაბეთ ჰერლი ამ წითელ ბიკინში მართლაც განსაცვიფრებლად გამოიყურება!ემილი რატაკოვსკიალისფერი საცურაო კოსტიუმების ყველაზე დიდი კოლექცია ემილი რატაკოვსკის აქვს. მოსახერხებელია, როდესაც პლაჟის ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი გაქვს, რას იტყვით?309 შეფასება არ არის |