x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
26 წლის წინ დაკარგული ბიჭი მეზობლის სარდაფში დამწყვდეული აღმოჩინეს
image

ალჟირში 1998 წელს გაუჩინარებული მამაკაცი ცოცხალი იპოვეს მეზობელი სახლის სარდაფში. ამის შესახებ El Khabar იუწყება.


ომარ ბინ ომრანი, რომელიც მაშინ 17 წლის იყო, ჯელფას შტატში სკოლისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. ამ დროს ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ბევრი ახლობელი თვლიდა, რომ ის საომარი მოქმედებების გამო უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის მიუხედავად, ომრანის დედა ყოველთვის თვლიდა, რომ მისი შვილი ცოცხალია.


კვირას, 12 მაისს, პოლიციამ ომრანის ოჯახის მეზობლის სახლი გაჩხრიკა, რომელიც სულ რაღაც ას მეტრში ცხოვრობს. იქ მათ სარდაფში, პირუტყვების სადგომში 26 წლის წინ დაკარგული მამაკაცი იპოვეს, რომელიც ახლა 44 წლისაა,



ტყვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური.გამტაცებელი დააკავეს.


გაირკვა, რომ რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა დამნაშავესთან დაახლოებული ქალის პოსტი, რომელმაც განაცხადა, რომ ომრანი მათთან ცხოვრობდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ იხუმრა, თუმცა პოლიციას გატაცებულის ახლობლები დაუკავშირდნენ. გარდა ამისა, მათ ადრეც შეამჩნიეს მეზობლის უცნაური ქცევა. კერძოდ, სახლში არავის უშვებდა და საკვებს ყოველთვის ორი-ორ ულუფად ყიდულობდა, მიუხედავდ იმისა, რომ მარტო ცხოვრობდა.


ომრანის ოჯახს ისიც ახსოვდა, რომ მისი გაუჩინარების შემდეგ მათი ძაღლი ხშირად იჯდა მეზობლის სახლთან და წკმუტუნებდა.


შედეგად, ომრანის ნათესავებმა მოახერხეს მისი გაუჩინარების შესახებ საქმის ხელახლა აღძვრა.


მოგვიანებით, მძევლის შესახებ სამართალდამცავებს დამნაშავის ძმამ მოუთხრო. ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება, გამტაცებლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


დაზარალებული ამბობს, რომ ხანდახან ფანჯრიდან ხედავდა ოჯახის წევრებს, მაგრამ ვერ ბედავდა მათთან დაკავშირებას, „თითქოსდა მოჯადოებული ვიყავი“-ამბობს ის.


გატაცებულის დედა, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც გამოძიების და ძებნის გაგრძელების მომხრე იყო, 2013 წელს გარდაიცვალა.

0
353
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0