x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
მასწავლებელს 30-ჯერ ჰქონდა ინტიმური კავშირი მოსწავლესთან, რის გამოც 33 წელი ციხე მიესაჯა
image

შეერთებულ შტატებში არკანზასელ მასწავლებელს მოსწავლის ცდუნების გამო 33 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ინფორმაციას KATV ავრცელებს.


ამა წლის იანვარში, 33 წლის ჰიზერ ჰეიერმა ქალაქ ბრაიანტიდან თავი დამნაშავედ სცნო არასრულწლოვნის სხვა შტატში გადაყვანისთვის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით.


გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მათი ურთიერთობა 2021 წლიდან დაიწყო .ჰეიერმა მოზარდს კონსულტაცია გაუწია და პირადი ტელეფონის ნომერი მისცა. მოგვიანებით მან სკოლის მოსწავლეს მესენჯერში მიწერა, რომ „სიზმარში ნახა, რომ მათ სექსი ჰქონდათ“ და სახლში მიიპატიჟა. საერთო ჯამში, მასწავლებელს 2021-2022 წლებში დაახლოებით 30-ჯერ ჰქონდა სექსი ბიჭთან მის სახლში, მანქანაში და სკოლაში.



ერთ-ერთი სექსუალური კონტაქტი მოხდა ვაშინგტონში სასკოლო ექსკურსიის დროს, რაც ტრანსპორტირება სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ბრალდების საფუძველი გახდა.

image

მაისში სასამართლომ ქალს 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ფედერალური ბრალდებით მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სალინის ოლქის მოსამართლემ მას 20 წელი მიუმატა სხვა დარჩენილი სტატიების მიხედვით.


„მასწავლებელებმა, რომლებსაც აქვთ სექსი არასრულწლოვან მოსწავლეებთან, უნდა გაითვალისწინონ ჰეიერის განაჩენი. ეს აჩვენებს იმ შედეგებს, რაც შეიძლება მოჰყვეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და არასრულწლოვანთა დაუცველი პოზიციის ექსპლუატაციას მათი უკანონო სექსუალურ აქტივობაში ჩართვის მიზნით”, - განაცხადა პროკურორმა ჯონათან როსმა განაჩენის გამოტანის შემდეგ.



ცოტა ხნის წინ ვწერდით ერთ პატარა ქალაქზე, არიზონაში, სადაც ერთბაშად სამი მასწავლებელი გამოიჭირეს, რომლებსაც სექსი ჰქონდათ სკოლის მოსწავლეებთან

1
257
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
257
  
18 მაისი, 18:41
რა ქნან საწყალმა მასწავლებლებმა? სანამ მაგ ბავშვები გაპიდარასტტებიან ცდილობენ მანამდე მოასწრონ ტყნაულლი. მოსამართლეები კი პირდაპირი მნიშვნელობით პიდარრრასტები არიან, იმიტომ აძლევენ ამხელა "სროკებს".
0 1 1