სხვა ხილისა და ბოსტნეულის გაყინვის სწორი მეთოდი - დაიმახსოვრეთ 24 მაისი, 11:16 ზამთრისთვის მომზადებისას ხილსა და ბოსტნეულს ვამარინადებთ, ვამარილებთ, ვხუფავთ და ვვინახავთ შაქართან ერთად. საკვების გაყინვა ჯერ კიდევ არ იყო ისეთი ტრადიციული უწინ, როგორც მათი დახუფვა, მაგრამ შენახვის ამ მეთოდს აქვს თავისი უპირატესობები. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მომზადებული პროდუქტების ფერი, ტექსტურა და კვებითი თვისებები კარგად იქნება შენარჩუნებული.
დღევანდელ სტატიაში გასწავლით, როგორ გაყინოთ ხილი და ბოსტნეული ზამთრისთვის, რომ ახალივით შეინახოთ და შეუნარჩუნოთ კვებითი ღირებულებები. მაგრამ, ამისათვის საჭიროა, რომ ყველა რჩევა აუცილებლად გაითვალისწინოთ. ხილისა და ბოსტნეულის გაყინვის სწორი მეთოდი - დაიმახსოვრეთ1. აირჩიეთ მკვრივი, მწიფე და დაუზიანებელი ხილი. 2. გავრეცხოთ და, რაც მთავარია, კარგად გავამშრალოთ და გავაშროთ, რადგან ეს წინაპირობაა იმის, თუ არ გვინდა გაფუჭებული გაყინული პროდუქტი გვქონდეს. 3. უსიამოვნო გემოსა და ფერის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, ბევრი ბოსტნეული საჭიროებს ბლანჩირებას. ანუ საჭიროა მათი ჩალაგება მდუღარე წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ გაცივება. და მხოლოდ ამის შემდეგ გააშრეთ და გაყინეთ. 4. გასაყინი პროდუქტები მჭიდროდ უნდა მოთავსდეს კონტეინერში. 5. პროდუქტის შეფუთვა უნდა იყოს მაქსიმალურად ჰერმეტულად და ეს მიღწეული უნდა იყოს ტენიანობის დაკარგვის მინიმუმამდე დაყვანით. 6. საკვების შეფუთვა და გაყინვა აუცილებლად ერთხელ უნდა მოხდეს. მისი ხელახლა გაყინვა შეუძლებელია. ამიტომ, გააკეთეთ ერთჯერადი შეფუთვები. 7. მნიშვნელოვანი რამ არის ტემპერატურა. თუ ის ინახება საყინულე კამერაში 0-დან -8°C-მდე, მაშინ საკვების შენახვა შესაძლებელია საკმაოდ დიდხანს, 3 თვემდე. არაუმეტეს -18°C ტემპერატურაზე პროდუქცია ინახება ხარისხის დაკარგვის გარეშე 1 წლამდე. 106 4-ს მოსწონს
|