x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ოი, ზეცაო, ეს რა წესი დაგიდგენია, ყველა სიკეთე ნაძირლისთვის მიგირთმევია" - ომარ ხაიამის საუკეთესო რობაიები

image

1048 წლის 18 მაისს დაიბადა უდიდესი სპარსელი პოეტი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ასტროლოგი ომარ ხაიამი მისი რობაიები და ბრძნული



პირველი ქართულ ენაზე რობაიები მხოლოდ 1924 წელს გამოჩნდა საქართველოში, როდესაც ჟურნალ „კავკასიონში“) გამოქვეყნდა იუსტინე აბულაძის მიერ პწკარედული სახით შესრულებული 24 რობაი.


პირველი, ვინც ომარ ხაიამის ქართულად „ამეტყველება“ სცადა, ამბაკო ჭელიძე არის, მანამდე კი, 1936 წელს, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ დავით კობიძემ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი ომარ ხაიამის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მანვე შეკრიბა ერთად სხვადასხვა გამოცემებში გაბნეული თარგმანები ამბაკო ჭელიძისა და 1946 წელს ცალკე წიგნად გამოსცა.



ხაიამის გარდა, არ არსებობს, ალბათ სხვა ისეთი უცხოელი პოეტი, რომელიც ქართველი მთარგმნელების ესოდენ დიდ ყურადღებას დაიმსახურებდა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამგვარი ფუფუნების საშუალებას რობაიების მცირე ზომა და აზრის „სიმარტივე“ იძლევა, მაგრამ ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან ზემოხსენებული საკითხები, უბრალოებასთან ერთად, დიდი სირთულეების დაძლევას მოითხოვდა.


საქართველოშიც აღმოჩნდნენ ის პიროვნებები, რომლებმაც დიდი სპარსელი პოეტის და მოაზროვნის შემოქმედება სათანადო სიდიადით წარმოაჩინეს.შემდგომში ხაიამი თარგმნეს : მაგალი თოდუამ, ვახუშტი კოტეტიშვილმა, თამაზ ჩხენკელმა, ალექსანდრე ელერდაშვილმა და თეა შიოშვილმა.



●●●

ბედისწერა რომ ყოფილიყო სამართლიანი,

დაეგებოდნენ მაშინ ფერხთით ვარდნი, იანი;

თუ სამართალი იქნებოდა მეგზური მისი,

ტანჯული კაცი იქნებოდა მაშინ სვიანი.



●●●

ორი რამ არის ცხოვრებაში სიბრძნისა წყარო

და სჯობს, მისდიო, თუკი გინდა, რომ გაიხარო:

ყველაფრის ჭამას შიმშილობა გიჯობს, არჩიო,

და სიმარტოვე, ვიდრე ყველა რომ შეიყვარო



●●●

ვიდრე გამოსცლი სასიკვდილო მწარე ფიალას

და ბედმა ვიდრე წაღმა–უკუღმა გატრიალა,

ამქვეყნად უნდა მოიხვეჭო სახელი კაცის,

იქ წასაყოლი სახელია, ფული კი არა



●●●

ოი, ზეცაო, ეს რა წესი დაგიდგენია,

ყველა სიკეთე ნაძირლისთვის მიგირთმევია!

კეთილშობილი პურის ქერქსაც ყიდულობს ვალით,

ასეთ სამართალს რა ვუთხარი, შემირცხვენია


●●●

ქვეყანა ნახე და რაც ნახე

- არაფერია,

რაც თქვი, რაც გულში ჩაიმარხე

- არაფერია,

გინდ დამწყვდეულმა ივაგლახე

- არაფერია,

თუ გინდ ქვეყანა გადალახე

- არაფერია.



●●●

მთვრალმა ბულბულმა გვინახულა

ბაღჩაში ჩვენა,

იხილა ჩვენი სიცილი და

კბილების ჩენა.

მოვიდა ჩემთან, მიჩურჩულა

ყურებში ჩუმად:

- წარსულ სიცოცხლეს ვერ აღიდგენ,

გაიგე შენა!


●●●

ორ სამყაროში მოწანწალე მგზავრებსა ვგავართ

, თავსა და ბოლოს ვერ ვპოულობთ, შუაზე დავალთ ;

არავინ ამბობს ჩვენთან მართალს ვინ ვართ და რა ვართ

რა გზით მოვედით წუთისოფლად და რა გზით წავალთ


●●●

გზა გამიმრუდდა და ცხოვრება

ჩემი ბნელია,

სიმშვიდე გაჰქრა,

კაეშანში ყოფნა ძნელია,

დიდება უფალს, რადგან ქვეყნად

ნაღველი მაინც

სახვეწი არ მაქვს

და ადვილად საშოვნელია.


●●●

ამ ქვეყანაზე ოდითგანვე

გზა მიდის ორი,

ნაწილი რწმენის გზას ადგას და

ნაწილი გონის.

ვაითუ ერთხელ ხმა გაისმას

მოულოდნელად:

"ეი, უვიცნო,

არც ერთი გზა არ არის სწორი!"





0
212
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0