x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138390
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
"ვირთხები გარბიან ბაიდენის პრეზიდენტობის ჩაძირული გემიდან"-დავით ქართველიშვილი

image
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პარტია "ხალხის ძალიდან" გამოცემა Politico-ს სტატიას აზიარებს "ფეისბუქზე"სათაურით "Kamala for governor? She jokes, but the state lacks a giant"(კამალა გუბერნატორად? ის ხუმრობს, მაგრამ სახელმწიფოს აკლია გიგანტი) და წერს:


ვირთხები გარბიან ბაიდენის პრეზიდენტობის ჩაძირული გემიდან. კამალა ჰარისი არჩევნების შემდეგ უკვე ახალ სამსახურს ეძებს - კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე კენჭისყრაზე ფიქრობს. რა დააშავა ისედაც ღრმა კრიზისში მყოფმა კალიფორნიამ - ჩვენი საქმე ნამდვილად არაა.
კალიფორნიის "საბიუჯეტო გარღვევა" 45 მილიარდ დოლარს შეადგენს, დანაშაულის დონე რეკორდულ ზღვარზეა ასული და უსახლკაროთა პრობლემები უფრო და უფრო უარესდება. ჰარისის ხელმძღვანელობით კი, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. კამილა ჰარისი იმედოვნებს, რომ ტრამპის ოთხწლიან მმართველობას კალიფორნიაში გაატარებს და შემდეგ, ნიქსონის მსგავსად, 2028 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. ასე რომ, მთელი ამერიკა უნდა მოემზადოს ერთ "დიდ კალიფორნიად" გადაქცევისთვის.
ამასობაში თეთრ სახლში დაბნეულობა მძაფრდება. ბაიდენი ძალიან ჩამორჩება ტრამპს გამოკითხვებში. რესპუბლიკელების მხარდამჭერთა რეიტინგი 2016 წლიდან 11 პუნქტით გაიზარდა და 47% შეადგინა. მხოლოდ 40% თანაუგრძნობს დემოკრატებს (2016 წლის 46%-თან შედარებით).
ნიუ-იორკის სასამართლოში ტრამპის საქმე სულ უფრო დამაიმედებლად გამოიყურება. მისმა ადვოკატებმა შეძლეს პროკურატურის მთავარი მოწმის, მაიკლ კოენის ტყუილში გამოჭერა. მაგრამ ვისაც მართლაც რომ სერიოზული პრობლემები აქვს, ეს არის ჰანტერ ბაიდენი, რომელიც მთელ თავის ფულს ნარკოტიკებსა და მეძავებში ხარჯავდა. ახლა კი სასამართლო ხარჯებსაც ვერ იხდის თავის ორ სისხლის სამართლის საქმეზე.
მოკლედ ტრამპი უკვე უსწრებს ბაიდენს არჩევნებში 6 საკვანძო, მერყევი შტატიდან 5-ში. ივნისის ძირითადი დებატები კი წინ არის - სადაც ჯო ბაიდენის შესაძლოა პოლიტიკურაფ საბოლოოდ "დაიკრძალოს". დემოკრატების სრული შემადგენლობა პანიკაშია – და არჩევნებში სრული კატასტროფის მოლოდინში საჩქაროდ იმზადებენ სარეზერვო "აეროდრომებს".-წერს ქართველიშვილი.


1
521
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
521
  
ეგ კარგი,მარა ამ სირს რა უხარია? შე დებილო,კონსტიტუციაში ჩაწერეთ მუხლი და ეგ მუხლი გჭედავთ. ასე არ წერია,ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს მიმართული ევროინტეგრაციისკენ და ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ახლა მიიღეთ კანონი და გეუბნებიან არ მოგვწონსო,ამის უფლება აქვთ და ვერაფერს იტყვი,რადგან შენ განაცხადე ვასალი მინდა ვიყოო. მათი ორგანიზაციაა და მათი წესები,ცალ ფეხზე დგომი უნდევხარ და ბოლი უნდა გამოუშვა თუ გეტყვიან. გამოდით და განაცხადეთ,რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირში,რაც ირიბად ისედაც ამბობთ ამ კანონით,თუმცა პირდაპირ ვერ იტყვით,ასე კონსტიტუციას დაარღვევთ. რომელმა დებილმა გადაწყვიტა,რომ ეს მუხლი უნდა ყოფილიყო კონსტიტუციაში? ამ ქართველიშვილს მსგავსი დებილების მეტი რა ყავთ ქოცებში,ხოდა ჩაწერეს და ამაყობენ ამით ეს სირები. ახლა არღვევენ ამ ამბავს და ამ დარღვევას იმის აპრავებენ რო ეს მუხლი ჩაწერეს. ახლა გამოდის და ამბობს,ბაიდენი მარცხდებაო... შე უპატრონო,არ გკიდია ამერიკა და მისი არჩევნები? ჩვენ ვართ საქართველო და რაც ჩვენთვის საჭიროა ის უნდა გაკეთდეს,გავარტი სხვებს. რა არის საჭირო ეგ არ იცით და ამიტომაც უნდა გაა*ვათ
0 1 1