x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცოტა რამ ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის( FARA) შესახებ+ გახმაურებული საქმეების ჩამონათვალი
image

ხლა როდესაც ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო, რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი "რუსულ კანონს" უწოდებს, უპრიანი იქნება ვისაუბროთ მსოფლიოში ამ კანონპროექტის "პიონერზე";დიახ პირველი მსგავსი კანონი სწორედ შეერთებულმა შტატებმა დაამკვიდრა, რომელიც FARA-ს სახელითაა ცნობილი.მხოლოდ ახალ ათასწლეულში მიმართეს მსგავსი კანონის შემოღებას სხვა ქვეყნებმა: რუსეთმა (2012), ისრაელმა(2016)ჩინეთმა(2017)ავსტრალიამ(2018);დიდმა ბრიტანეთმა(2023) ;ყაზახეთმა (2023)და ამ წელს საფრანგეთმა თითქმის მიიღო და კანადა აპირებს ანალოგიური კანონის მიღებას.


1930-იან წლებში გერმანიაში ნაციზმის აღზევების და აშშ-ში უცხოურ პროპაგანდასთან დაკავშირებული ზრდადი შეშფოთების პასუხად წარმომადგენელთა პალატამ შექმნა არაამერიკური ქმედებების საგანგებო საგამოძიებო კომიტეტი (Committee on Un-American Activities). კომიტეტს დაევალა, ეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები სამი მიმართულებით: ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაცისტური პროპაგანდის მასშტაბი, ხასიათი და მიზნები; ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ ძირგამომთხრელი პროპაგანდის გავრცელება, რომელიც ხელშეწყობილია უცხო ქვეყნებისგან და ეწინააღმდეგება მმართველობის იმ ფორმის პრინციპებს, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით; ნებისმიერი სხვა საკითხი აღნიშულის გარშემო, რომელიც დაეხმარება კონგრესს ნებისმიერი საჭირო საკანონმდებლო ზომის მიღებაში.



კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე, 1938 წელს ძალაში შევიდა „უცხო ქვეყნის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), რომელმაც მიზანში ამოიღო პროპაგანდა და ძირგამომთხრელი პოლიტიკური საქმიანობა, განსაკუთრებით, ნაცისტური წყაროების მხრიდან. კანონი ეხებოდა როგორც ამ ინტერესებისთვის მოქმედ, ისე მათთან კავშირში მყოფ უცხოური გავლენის აგენტებს. კანონი არ კრძალავდა ამგვარ ქმედებებს, თუმცა, უცხო ქვეყნების მთავრობებსა და მრწმუნებლებთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც პროპაგანდას ეწეოდნენ, აკისრებდა ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებას თავიანთი კლიენტების, ქმედებების და კონტრაქტის პირობების შესახებ.კანონის აღსრულება სახელმწიფო დეპარტამენტს დაეკისრა, რომელმაც ამას პროტესტით უპასუხა, რადგან არ გააჩნდა მსგავსი პასუხისმგებლობის შესაბამისი რესურსები და პერსონალი, რის შედეგადაც აღსრულების უფლებამოსილება 1942 წლიდან იუსტიციის დეპარტამენტს გადაეცა. დეპარტამეტის ახლადდაფუძნებულ ომის დანაყოფში ჩამოყალიბდა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის განყოფილება“ (Foreign Agents Registration Section), რომელმაც ომის პერიოდში 23 სისხლის სამართლის საქმე აწარმოა.



ომის დასრულების (1945) შემდეგ FARA-ს აღსრულება მნიშვნელოვნად შემცირდა: 1945–1955 წლებში მხოლოდ ორი საქმე აწარმოეს, ხოლო 1955–1962 წლებში წამოწყებული ცხრა საქმე მხოლოდ რეგისტრაციის დაგვიანებას ეხებოდა.



1966 წელს FARA-ში შესწორება შევიდა. კანონი დავიწროვდა და შეეხო აგენტებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ უცხო ქვეყნის ძალებთან იმისთვის, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების გზით ეკონომიკური ან პოლიტიკური სარგებელი მიიღონ. შესწორებამ კანონის ფოკუსი პროპაგანდიდან პოლიტიკურ ლობირებაზე გადაიტანა და დაავიწროვა ტერმინ „უცხო ქვეყნის აგენტის“ მნიშვნელობაც.შედეგად, პიროვნება და ორგანიზაცია აღარ მოხვდებოდა FARA-ს ბაზაში, თუ მთავრობა ვერ დაადასტურებდა, რომ ისინი მოქმედებდნენ „უცხო ქვეყნის მრწმუნებლის დავალებით, მოთხოვნით ან ხელმძღვანელობით და კონტროლით“


ახალ ათასწლეულში შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა შექმნა FARA-ს რეგისტრანტების მონაცემთა ონლაინ ბაზა. 2004 წელს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მანამდე არსებული მონაცემთა ბაზა არასახარბიელო მდგომარეობაში იყო.და 2007 წლისთვის გაუშვა მონაცემთა ონლაინ ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.


იმავე წელს დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობდა დაახლოებით 1 700 ლობისტი, რომელიც კონგრესის, თეთრი სახლის და ფედერალური მთავრობის წინაშე წარმოადგენდა 100-ზე მეტი ქვეყნის აქტორს, ხოლო მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყო რეგისტრირებული FARA-ს მონაცემთა ბაზაში.


საჯარო ინტერესის, რეგისტრაციათა და გახმაურებული საქმეების რაოდენობის ზრდის შემდეგ, კერძოდ, 2016 წლისთვის ჟურნალი Foreign Affairs წერდა: „FARA აღარ არის ახალი გარიგების დროინდელი ერთი მივიწყებული და ხშირად, იგნორირებული რეფორმა. ძალაში შესვლიდან რვა ათეული წლის შემდეგ იგი, ბოლოს და ბოლოდ, ღირს იმ ქაღალდად, რომელზეც დაიწერა".


ვისზე და რაზე ვრცლდება FARA-?


აქტი მოითხოვს ყველა ქმედებისა და ფინანსების გასაჯაროებას შემდეგი სუბიექტებისგან:

  • პიროვნებები და ორგანიზაციები, რომლებიც კონტროლდება
  • უცხო ქვეყნის მთავრობის ან
  • ორგანიზაციების და პიროვნებებისგან ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ („უცხოელი მრწმუნებელი“);
  • პიროვნებები და ორგანიზაციები („აგენტები“), რომლებიც მოქმედებენ
  • ამ მრწმუნებლის ან
  • იმ პიროვნებების „დავალებით, მითითებით ან კონტროლით“, რომლებიც „უმეტესად კონტროლდებიან ან ფინანსდებიან“ ამ მრწმუნებლის მიერ.

ორგანიზაციები, რომლებიც შეიძლება მსგავს უცხო კონტროლს ექვემდებარებოდნენ, შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკურ აგენტებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლებს, სარეკლამო აგენტებს, საინფორმაციო სამსახურების თანამშრომლებს, პოლიტიკურ კონსულტანტებს, ფონდებს ან ნებისმიერ სხვას, რომლებიც უცხო ქვეყნის ძალას შეერთებული შტატების მთავრობის რომელიმე ოფიციალურ ორგანოსთან წარმოადგენენ.

კანონი არ მოიცავს ახალი ამბების ან ბეჭდური მედიის სამსახურებს, რომლებიც არ არიან უცხოელი მრწმუნებლის მფლობელობაში.მასში ასევე გათვალისწინებულია ღია გამონაკლისი „რელიგიური, სასკოლო, აკადემიური და სამეცნიერო, ან ხელოვნების მიმართულებისთვის“, ასევე, მათთვის, რომლებიც „ძირითადად არ ემსახურებიან უცხოურ ინტერესს“



FARA-ს ეგიდით ყველაზე გახმაურებული საქმეების სია:


*შეერთებული შტატები „მშვიდობის ინფორმაციის ცენტრის“ წინააღმდეგ (United States v. Peace Information Center, D.D.C. 1951) 97 F. Supp. 255, სადაც ამერიკის მთავრობამ სამშვიდობო ორგანიზაცია, რომლის სათავეშიც პან-აფრიკანისტი სამოქალაქო უფლებათა აქტივისტი უილიამ დიუბუა იდგა, უცხო ქვეყნების სასარგებლოდ პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა. მოსამართლემ საქმე მტკიცებულებათა არარსებობის გამო დახურა.



*შეერთებული შტატები ჯონ ჯოზეფ ფრენკის წინააღმდეგ (United States v. John Joseph Frank, D.D.C. 1959), სადაც ჯოზეფ ფრენკის მხრიდან დომინიკის რესპუბლიკის სასარგებლოდ მოქმედ აგენტად დარეგისტრირების დაგვიანება დაამძიმა იმ ფაქტმა, რომ იგი აღნიშნული ვალდებულების შესახებ წერილობით იყო გაფრთხილებული.


*შეერთებული შტატები პარკ ტონგ-სუნის წინააღმდეგ (United States v. Park Tong-Sun, D.D.C. 1977), რომელშიც სამხრეთი კორეა ფიგურირებდა. საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.




*გენერალური პროკურორი „ირლანდიის ჩრდილოეთის დახმარების კომიტეტის“ წინააღმდეგ (Attorney General v. Irish Northern Aid Committee, 1981), რომელშიც მთავრობა ცდილობდა აღნიშნული ორგანიზაციის, რომელიც უკვე იყო FARA-ს ბაზაში, იძულებას, ხელახლა დარეგისტრირებულიყო უფრო დაზუსტებული სტატუსით, კერძოდ, როგორც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA) აგენტი. ბელფასტში ბაზირებული კომიტეტი, რომელიც ამერიკელი მხარდამჭერებისგან შემოწირულობებს იღებდა, უარყოფდა კავშირს IRA-სთან და აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა შერჩევით დევნას იმის გამო, რომ გენერალური პროკურორი მათი შეხედულებების მიმართ მტრულად იყო განწყობილი.

აღნიშნულის იძულების წარუმატებელ მცდელობას 1972 წელსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა, 1981 წელს იუსტიციის დეპარტამენტმა შეძლო საქმის მოგება, რამაც აიძულა კომიტეტი, დარეგისტრირებულიყო ხელახლა და უცხოელ მრწმუნებლად IRA მიეთითებინა, თუმცა, სასამართლომ მას ნება დართო, საქმეში შეეტანა წერილობითი განცხადება განჩინების წინააღმდეგ.




*გენერალური პროკურორი კორპორაცია „ირლანდიელი ხალხის“ წინააღმდეგ (Attorney General v. The Irish People, Inc., 1986), სადაც სასამართლომ განაჩინა, რომ ირლანდიის ჩრდილოეთის დახმარების კომიტეტის კუთვნილი პუბლიკაცია The Irish People ასევე უნდა დარეგისტრირებულიყო და უცხოელ მრწმუნებლად IRA მიეთითებინა.




*შეერთებული შტატები მაკგოფის წინააღმდეგ (United States v. McGoff: 831 F.2d 1071, D.C. Cir. 1987), სადაც სასამართლომ შეამოკლა შეზღუდვათა ჩამონათვალი იმ აგენტებისთვის, რომლებიც უარს ამბობდნენ რეგისტრაციაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა აქტის 8(e) სექციას.



*„კუბური ხუთეული“ (Cuban Five, 1998–2000), სადაც ხუთი კუბელი დაზვერვის ოფიცერი მსჯავრდებულ იქნა, უცხო ქვეყნის აგენტობის, ასევე, შეთქმულების რამდენიმე ბრალდებით, რაც მოიცავდა ჯაშუშურ მოქმედებებს აშშ-ის სამხრეთის სარდლობის და კუბელი ამერიკელების რამდენიმე დაჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც, კუბის მთავრობის აზრით, კუბაში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.




*შეერთებული შტატები სიუზან ლინდაუერის და სხვათა წინააღმდეგ (United States v. Susan Lindauer et al, 2004), რომელშიც ჩართული იყო აშშ კონგრესის ყოფილი თანამშრომელი და ჟურნალისტი, რომელსაც აშშ მთავრობა ომის წინ ერაყის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების დარღვევას ედავებოდა, რაც ერაყის დაზვერვის თანამშრომლებისგან თანხების მიღებაში გამოიხატებოდა. FARA-ს გარდა, ლინდაუერი დამნაშავედ ცნეს მე-18 მუხლის 2332d სექციით (ფინანსური დანაშაული) და საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ძალაუფლების აქტით (International Emergency Economic Powers Act, IEEPA). მისი ერთწლიანი პატიმრობის განმავლობაში და ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ლინდაუერი ორჯერ იქნა ცნობილი არაკომპეტენტურად სასამართლოში წარსადგომად. სასამართლოში ლინდაუერმა მოიგო საქმე იუსტიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ, რომელსაც სურდა მისი იძულება, მიეღო ანტიფსიქოზური მედიკამენტები. საქმე 2009 წელს შეწყდა.




*შეერთებული შტატები სამირ ვინსენტის წინააღმდეგ (United States v. Samir A. Vincent, 2005), რომელიც მოიცავდა შეთქმულების ბრალდებას უცხოეთის არარეგისტრირებულ აგენტად მოქმედებასთან დააკავშირებით სადამ ჰუსეინის რეჟიმის სასარგებლოდ.

საქმე უკავშირდებოდა გაეროს პროგრამას Oil for Food და მასთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალებს. სამირი 300 000 დოლარით დააჯარიმეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.



*2011 წელს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააპატიმრა სიედ ღულამ ნაბი ფაი, ინდოეთის მოქალაქე ჯამუს და ქაშმირის პროვინციიდან პაკისტანის სამსახურთაშორისი დაზვერვის სასარგებლოდ საიდუმლო ლობირების ბრალდებით.

მოგვიანებით ბრალდებულმა დამნაშავედ ცნო თავი გადასახადებისგან თავის არიდებასა და ცრუ განცხადებების გავრცელებაში.



*2017 წლის 13 ნოემბერს ტელეკომპანია RT America ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც უცხოეთის აგენტი და წაეყენა მოთხოვნა ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებაზე.



*2018 წელს აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა ჩინეთის სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ მყოფ ჩინეთის გლობალურ სატელევიზიო ქსელს (China Global Television Network) უცხოეთის აგენტად დარეგისტირების მოთხოვნა წაუყენა.



*ორგანიზაცია The Overseas Friends of the BJP (OFBJP — BJP ნიშნავს Bharatiya Janata Party, ინდოეთის მმართველი პარტია), შეერთებულ შტატებში 29 წლიანი საქმიანობის შემდეგ, 2020 წლის 27 აგვისტოს უცხოეთის აგენტად დარეგისტრირდა.


1
87
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
87
  
17 მაისი, 19:13
რას გავს ეს? აი თურმე პირველებს ვის მიუღიათ "რუსული" კანონი. ამარიკელებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა ვუთხრათ ვუთხრათ რომ ეს კანონი რუსულია. ეტყობა არ იციან ეს კანონი რუსული რომ არის. ამის დედა ვატირე ეს როგორ მოუვიდათ.
0 1 1