სასარგებლო პროდუქტები მაიონეზის 5 ჯანსაღი ალტერნატივა 21 მაისი, 11:05 ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მაღაზიაში ნაყიდი მაიონეზი გემრიელია, მაგრამ არა ჯანსაღი. საბედნიეროდ, არსებობს სახლის პირობებში მოსამზადებელი მსგავსი, ძალზედ ჯანსაღი (და გემრიელი) სოუსების მომზადების გზები.
![]() დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ხუთ განსხვავებულ, მაგრამ ძალიან გემრიელი სოუსის რეცეპტებს, რის შემდეგაც დაგავიწყდებათ, სად არის მაღაზიებში მაიონეზის თაროები. მაიონეზის 5 ჯანსაღი ალტერნატივა1. არაჟან-სეზამის სოუსი. ![]() 200 მლ არაჟანი. 1 ს.კ სეზამი. 1 ც ლიმონი. მწვანილი - კამა. მომზადების ტექნოლოგია - ბლენდერში ათქვიფეთ სეზამის მარცვლები, ლიმონის წვენი და არაჟანი. სუფრასთან მიტანისას კი მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი - ის გააძლიერებს მის არომატს. 2. ნივრიანი იოგურტის სოუსი. ![]() საჭირო ინგრედიენტები: 1 ჭიქა ჩვეულებრივი იოგურტი 0, 5 თავი ნიორი 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი მომზადების ტექნოლოგია - ნიორი დააქუცმაცეთ და იოგურტში ათქვიფეთ ბლენდერის საშუალებით ბლანტ კონსისტენციამდე. შემდეგ დაამატეთ ზეთი და კვლავ ათქვიფეთ. იდეალურია ხორცის კერძებისა და თბილი ბოსტნეულისთვის. 3. ხაჭო და მდოგვის სოუსი. ![]() საჭირო ინგრედიენტები: 1 ჭიქა რძე 100 გრ ხაჭო 2 ს.კ. მდოგვის თესლი - მარცვლები კარავა/კუმინი წიწაკის ნარევი მომზადების ტექნოლოგია - რძე და ხაჭო ბლენდერით ათქვიფეთ, დაუმატეთ მდოფვი და კიდევ კარგად ათქვიფეთ. მხოლოდ გამოყენებამდე ჩაუმატეთ წიწაკის ნარევი და კუმინი. 4. არაჟნისა და სოიოს სოუსი. ![]() 1 ჭიქა არაჟანი 1 ს.კ. სოიოს სოუსი 3 კბილი ნიორი და ცოტა კამა მომზადების ტექნოლოგია - არაჟანი ათქვიფეთ სოიოს სოუსთან ერთად, დაამატეთ დაქუცმაცებული ნიორი. სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ მწვანილი. მიირთვით თევზთან და ზღვის პროდუქტებთან. 5. ლიმონის სოუსი მწვანილით. ![]() საჭირო ინგრედიენტები: 1 კონა ოხრახუში 1 ჭიქა ჩვეულებრივი იოგურტი დანამატების გარეშე 0, 5 ჭიქა ზეითუნის ზეთი 0, 5 ლიმონი Შავი პილპილი მომზადების ტექნოლოგია - იოგურტი, მწვანილი და პილპილი ათქვიფეთ ბლენდერში. დაუმატეთ ზეთი და ლიმონის წვენი. იდეალურია როგორ ცივად მისართმევ კერძებთან და პურზე წასმულიც. 91 3-ს მოსწონს
|