x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს გამოთქმა ასაკრძალია, ხო?"- რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი მთავრობის მიერ 2024 წლის 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ირაკლი კობახიძის მიერ მიღებულ დადგენილებაში ფარულ მიზნებს ხედავს:


"შარშან არ იყო ოჯახის სიწმინდის დაცვა მნიშვნელოვანი, დასვენების დღედ რომ არ გამოაცხადეს?


ნეტა, წელს რატომ მოემტა ამ დღეს ფასი?


ვიღაც სახლში რომ მარტო რჩება და ეუბნებიან,
აწი კაციც შენ ხარ და ქალიცო, ეს გამოთქმა ასაკრძალია, ხო?"- წერს ჟურნალისტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა", — წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ლგბტქ+ ადამიანები ეკონომიკური და სოციალური თანასწორობისთვის საბრძოლველად გამოდიან.







0
248
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
248