x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ქალი-"რეკორდსმენი", რომელსაც 200 ერთეული ქვა და კენჭი ამოაცალეს ნაღვლის ბუშტთან ერთად
image
მოსკოვის ოლქის უძველეს ქალაქ კოლომნაში, ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გეგმიური ოპერაციისათვის მიიყვანეს 40 წლის კოლომნის მცხოვრები ქალი, რომელსაც ოპერაციამდე ჩაუტარეს ულტრაბგერითი გამოკვლევა, რა დროსაც ნაღვლის ბუშტში აღმოაჩინეს კოლოსალური რაოდენობის ქვები.


ნაღველკენჭოვანი დაავადება იმითაცაა სახიფათო, რომ ის ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი ტკივილის გარეშე მიმდინარეობს. აღნიშნულ პაციენტსაც ნაღველკენჭოვანი დაავადებისათვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და მის ნაღვლის ბუშტში ქვები სრულიად შემთხვევით, სხვა ორგანოს ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს იქნა აღმოჩენილი. ქვების რაოდენობიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა დაეგეგმათ სასწრაფოდ ქირურგიული ოპერაცია.


ვინაიდან ნაღვლის ბუშტი და მისი არხი სრულიად გადავსებული იყო ქვებით, ქირურგებმა მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაშორებლად გადაწყვიტეს კონსულტაციის შემდეგ, 40 წლის ქალისთვის მთლიანად ამოეჭრათ ნაღვლის ბუშტი. თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევა იმის საშუალებას, მსგავსი ოპერაციები სკალპელის გარეშე ჩატარდეს, მაგრამ მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე ოპერაციამ მაინც გასტანა 40 წუთს.

ნაღვლის ბუშტი მთლიანად სავსე აღმოჩნდა სხვადასხვა ზომის და ფორმის ქვებით და კენჭებით. ქირურგებმა 200 კონკრემენტი ანუ ქვა და კენჭი დაითვალეს.


"ნაღველკენჭოვანი დაავადება საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, მაგრამ 40 წლის ასაკში დაავადების ასეთი ფორმა ძალიან იშვიათი მოვლენაა"-განაცხადა კოლომნის ცენტრალური კლინიკის ქირურგმა დიმიტრი ეგოროვმა.

პაციენტი უკვე გამოწერეს კლინიკიდან და საკუთარ სახლში იმყოფება, ქალაქის პოლიკლინიკის ქირურგის მეთვალყურეობით.



დარგის სპეციალისტი ექიმების თქმით, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს აუცილებელია ოპერაციული ჩარევა, რადგან დაავადებას ახასიათებს საკმაოდ მძიმე გართულებები, რაც ხშირად არცთუ სასიამოვნო პროცედურების ჩატარებით და კლინიკაში დიდი ხნით დარჩენით სრულდება.

სურათზე ასახული ქვები და კენჭები არაა გადიდებული მიკროსკოპის ქვეშ, რასაც ხედავთ ნატურალური ზომისაა.


0
50
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
50