მოვლენები
ვარსკვლავები საცურაო კოსტიუმებში, რომლებიც გულს აგიჩქარებენ
15 მაისი, 12:50
ბევრი სელებრითი დასასვენებლად უკვე გაემგზავრა. მოდით, ვნახოთ როგორ გამოიყურებიან ტრენდულ საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ვარსვლავები შვებულების პერიოდში.
კენდალ ჯენერი
კენდალ ჯენერი 2023 წლის ერთ-ერთ ყველაზე "ცხელ" ტრენდს - პაწაწინა ტოპს 2024-შიც ვერ ელევა და შვებულებისთვის სწორედ ასეთ მონოქრომულ, წითელ, საცურაო კოსტიუმს ირჩევს.
კაილი ჯენერი
ოჰჰ, რა სილამაზე ჩაიგდო ხელში ტიმოტი შალამემ, ნუთუ ფოტოც მან გადაუღო?
კორტნი კარდაშიანი
რიანამ და კორტნი კარდაშიანმა უკვე დაამტკიცეს, რომ ორსულობა მშვენიერია. მომავალი დედები უკვე აღარ მალავენ მომრგვალებულ მუცელს, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
კიმ კარდაშიანი
სკანდალური რეალითი შოუს ვარსკვლავი დასვენების დროსაც კი თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, მეტი ზეთი და მინიმუმ სამოსი. ასე წარიმართა კიმ კარდაშიანის სექსუალური ფოტოსესია ბრენდისთვის "SKIMS"-ი. ისე, საინტერესოა ლატექსის ბიკინით გარუჯვა კომფორტულია?
ქლოე კარდაშიანი
ახლა უკვე ცნობილი კლანის ყველა და ერთადაა. ზაფხული, ზღვა, ქვიშა, ქლოე კარდაშიანი... დამეთანხმეთ, რომ კარდაშიანების ოჯახის კიდევ ერთი ცნობილი წევრი საკუთარ ვარსკვლავურ დებს არაფრით ჩამორჩება.
დუა ლიპა
ეს ის შემთხვევა, როცა ზაფხულისთვის საცურაო კოსტიუმი შეიძინე, ზღვაზე კი ვერა და ვერ მოახერხე წასვლა. როგორ მესმის შენი, დუა.
ალიშა ქისი
არის რაიმე უფრო ჰარმონიული ამ სამყაროში ვიდრე ალიში ქისი ფირუზისფერი წყლის ფონზე? როგორც ჩანს, არა.
ჰეილი ბიბერი
როგორც ჩანს, ბიბერების სახლში მთელი რძე "Rhode" -ის ბოლო ფოტოსესიის დროს ამოიწურა, რადგანაც ჰეილი უკვე "ყვირის", რომ ვინმემ ის რძის კოქტეილზე დაპატიჟოს.
ემა რობერტსი
მსახიობის განწყობის ფერი მწვანეა. ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა ემა რობერტსის ქუდი, რომელიც მის კარადაში აშკარად 2010 წლიდან იყო.
მაილი საირუსი
მომღერალი როგორც შიგნიდან, ასევე გარედანაც ბრწყინავს. მაილი, რაში მდგომარეობს შენი საიდუმლო?
ვანესა მორგანი
"რივერდეილის" ვარსკვლავმა ასევე გახსნა პლაჟის სეზონი. ვანესა მორგანს აქვს საცურაო კოსტიუმი ყველა გემოვნების ადმიანისთვის. ოღონდ შურის გარეშე!