საქართველო "ევროპა-ამერიკა და სტრატეგიული პარტნიორები არა, ჩემი ფეხები"-გელა ზედელაშვილი 12 მაისი, 18:33
"ამაზე ცხონებული კლარა აბრამია იტყოდა ხოლმე, თავ-პირი მიმწვარ ხაჭაპურს მიუგავსო. ახლა დავაკვირდი და მართლა ეგრეა.
●
თან როგორი დამთხვევაა - ტელევიზორში იძახის, მომიტინგეებს ხაჭაპურით უნდა გავუმასპინძლდეო... ათასობით რესპირატორი მოვიტანეო და კიდე რაღაც ხარა-ხურა ჩამოთვალა.
აი, ამიტომაც არიან ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორები'' დუპლეტები, რომ ამას და ამისთანებს აირწინაღებსა და ათასნაირ დოზანაში ფულს აძლევენ. არა, ბიჭო, გლეხს დაეხმარებიან, მეურნეობას გაუმართავენ, მოსავალს მოაყვანინებენ და წელში გამართავენ, ამისთანა მუქთახორებს უნდა აძლიონ რევოლუციების მოსაწყობად. ევროპა-ამერიკა და სტრატეგიული პარტნიორები არა, ჩემი ფეხები! ევროპა რაც არი, ევროვიზიის კონკურსზე გამოჩნდა და აშშ კიდე რასაც წარმოადგენს, ვარაუდზე მოსიარულე კოსიგინი რომ უზით პრეზიდენტად, იქიდანაც კარგად ჩანს! ▪︎ ჰაიმეეეეე! ტაფაში ჩაჭყლეტილ-ჩამწვარ ხაჭაპურს მიუგავს თავ-პირიო, იძახდა ხოლმე ხშირად კლარა აბრამია და... რაღა დაგიმალოთ, მართლა ეგრეა. ერთი რა მაგის პასუხია... ეს ყველაფერი რომ დასრულდება და არჩევნებში მაგრად გაიძუყნებიან, მერე ეს ათასობით ხარა-ხურა სად უნდა წაიღონ, სხვა რამეებად გადააკეთებენ და ოჯახებში სხვანაირად იხმარებენ? რავი, ვიბრატორებად, ყავის მოსადუღებლებად, ცომის მოსაზელებად და რამე? ამათი ამბავი რომ ვიცი, სუ ბენზო-ვიბრატორებად გადააკეთებენ და ევროპიულად გამაიყენებენ. მა რაააა, მა სხვანაირად როგო იქნება?!"-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის"დირექტორი გელა ზედელაშვილი. 640 5-ს მოსწონს
|