მსოფლიო სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე... 12 მაისი, 13:56 ომხეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება მწვავდება. სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა, 2024 წლის 22 აპრილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე გამოსვლისას, ერევნის სახელით მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას" და სამხედრო მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე "უკრაინაში რუსეთის შეჭრა“ უწოდა. ამრიგად, სომხეთი რეალურად არა მხოლოდ მთლიანად დაშორდა თავის „მოკავშირეს“, არამედ ღიად დააფიქსირა, რომ გლობალურ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ის რუსეთის ოპონენტების მხარეზეა.
"სომხეთი მტკიცედ იცავს უკრაინის, ისევე როგორც მოლდოვას, საქართველოს, კვიპროსის და ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ალენ სიმონიანმა. მართალია, არ დაუზუსტებია, თუ რა ჩაიდინეს ბაგრატიონის სახელობის ბატალიონმა და სომეხმა მებრძოლებმა აფხაზეთში, იბრძოდნენ რა საქართველოს წინააღმდეგ, და თუ რატომ აძლევდა სომხეთი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წლების განმავლობაში რეგულარულად ხმას ქართველი დევნილების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების წინააღმდეგ, ასევე, თუ რატომ ეწინააღმდეგება აფხაზეთში ყველა სომეხი ჩამოსახლებული, რომელთაგან ბევრმა უკანონოდ მიითვისა მოკლული და განდევნილი ქართველების სახლები და ბინები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ალენ სიმონიანმა მოახერხა თავისი ანტირუსული განცხადებებისთვის "მიეკერებინა" ანტიაზერბაიჯანული თავდასხმები: „რუსეთი აწყობს მუქარისა და დეზინფორმაციის კამპანიას. შემაშფოთებელია, რომ რუსეთის ხელისუფლების მრავალი წარმომადგენელი ბედავს სომხეთის ინტერესების კარნახს და სომეხი ხალხის სახელით ლაპარაკს. ამის თვალსაჩინო მაგალითია რუსეთისა და აზერბაიჯანის ჰიბრიდული თავდასხმა სომხეთზე, რომელიც დაკავშირებულია 5 აპრილს ბრიუსელში გამართულ სამმხრივ შეხვედრასთან, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის თავმჯდომარე და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. “ - განაცხადა ალენ სიმონიანმა. გამოდის, რომ ამიერიდან „მოკავშირეები“ არიან არა რუსეთი და სომხეთი, არამედ რუსეთი და აზერბაიჯანი. რუსეთში ალენ სიმონიანის განცხადებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. უფრო მეტიც, ალენ სიმონიანის ანტირუსული განცხადებების შემდეგ, ოფიციალურად განაცხადეს, რომ ერევნის კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთში უსაფრთხოების საკითხების განხილვაზე საერთაშორისო შეხვედრაში, რომელიც იმართება პეტერბურგში 2024 წლის 23 აპრილიდან 25 აპრილამდე. თავის მხრივ, მოსკოვში ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ სენატორებს დაავალა მოემზადებინათ და გაეგზავნათ მოთხოვნა სომხეთის პარლამენტისთვის სპიკერის ალენ სიმონიანის „ანტირუსულ განცხადებებთან“ დაკავშირებით: „მინდა კითხვა დავუსვა ჩემს კოლეგას, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ვისი სახელით წარმოგვიდგინა მსგავსი სიუჟეტი? ცხადია, არა სომეხი ხალხის სახელით, რომელთანაც რუსეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. არ შეგვიძლია ამ სახის რუსოფობიური გამოსვლა უყურადღებოდ დავტოვოთ. შემეძლო წერილობითი მოთხოვნა გამეგზავნა სომხეთის პარლამენტში, თუ ვისი სახელით ისაუბრა მან და იზიარებს თუ არა სომხეთის პარლამენტი ამ შეხვედრაზე გამოთქმულ შეფასებებს“, - განაცხადა ვალენტინა მატვიენკომ და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის პარლამენტი მოსთხოვს მომხსენებელს „ვინ მისცა უფლება სომხეთის სახელით ისაუბროს ასეთი პასაჟებით და ასევე მისცემს შეფასებას“. „ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ ამგვარ რუსოფობიურ, ანტირუსულ გამოსვლას, უბრალოდ შეგვრცხვა ჩვენი კოლეგის გამო, რომ გასცდა ყოველგვარ საზღვრებს".-განაცხადა მატვიენკომ. თუმცა სომხეთის რესპუბლიკაში რუსული გავლენის აღდგენა სომხეთის პარლამენტის მიმართ განცხადებებითა და მოთხოვნით აღარ არის შესაძლებელი. სომეხმა ნაციონალისტებმა იპოვეს ახალი „ბატონი და მფარველი“ - საფრანგეთი. შემთხვევითი არ არის, რომ ერევნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ძირეულად გადაეხედა თავისი პოზიციისთვის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. გადაწყვიტეს რა, რომ რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მათ თავად სურთ იქცნენ „რეგიონულ უკრაინად“, რათა მიიღონ ბევრად მეტი დასავლური სამხედრო დახმარება, ვიდრე სომხეთი უკვე იღებს საფრანგეთისგან. სომეხი ნაციონალისტები თანახმა არიან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზეც-მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი იარაღი მიიღონ დასავლეთისგან. სომხები გააფრთიანა იმან, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დაახლოებით 61 მილიარდი დოლარს გამოყოფს უკრაინის პირდაპირ თუ ირიბად მხარდასაჭერად პირდაპირ თუ ირიბად. სამხრეთ კავკასიაში „დიდი ომის“ შემთხვევაში კი, ისინი, როგორც ჩანს, იმედებს სომხეთისთვის ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე ამყარებენ. რას ვიზამთ, ბევრს 12 წლის წინ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი რაღაც წარმოუდგენლად მიაჩნდა, რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან. სომეხი ნაციონალისტები კი უკვე სერიოზულად ფიქრობენ რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე. ყოფილი „ძმობის“ და განსაკუთრებით რუსეთისა და რუსების მიმართ „მადლიერების“ კვალი არ დარჩენილა იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს სომხეთისა და სომხური ეთნიკური ჯგუფისთვის. 6 1-ს მოსწონს
|