x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
9 აპრილის გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმი, საცირკო სანახაობად იქცა მოსკოვში

image
უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ უკვე 2 წელია, გერმანულ ნაციზმზე გამარჯვების აღსანიშნავი რუსული სამხედრო აღლუმი საცირკო სანახაობას ემსგავსება.
მიზეზი კი ერთია, მძიმე ტექნიკა პრაქტიკულად უკრაინაშია გადასროლილი, რომელთა დიდმა ნაწილმა კარგა ხანია "ჩვენი ჭირი წაიღო", ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები კი მორიგეობიდან გასაგები მიზეზით არ იხსნება. შარშან რუსებმა "უაზები" და ერთადერთი ადამის დროინდელი ტანკი 'Т34" გამოაგორეს.
ავიაციაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი, საუბარი მაქვს აღლუმში მათ მონაწილეობაზე. ტექნიკურად გამართული რუსული ავიაცია, იქნება ეს ვერტმფრენების სხვადასხვა მოდიფიკაცია, მოიერიშე, საფრონტო თუ სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენი თუ მრავალფუნქციური გამანადგურებლები გადასროლილია უკრაინის მიმართულებით.

რამდენიმე ჟანგრის გროვის გამოყვანა ჯავშანტრანსპორტიორის სახით ტუსეთს ბუნებრივია არ გაუჭირდება, რადგან კონსერვაციაზე დაყენებული, გაძარცული ტექნიკის დიდი რაოდენობიდან რამდენიმეს აწყობა და გადაღებვა დიდ შრომას ნამდვილად არ მოითხოვს.

წლევანდელი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი 9 მაისის სანხედრო აღლუმი იმდენად კომიკური და სასაცილო იყო, რომ თავად რუსები სხვადასხვა ინტერნეტ რესურსზე ღიად წერენ: "ეს აღლუმი კი არა საცირკო სანახაობა უფროაო".
რუსეთმა აღლუმზე გამოიყვანა ერთერთი მოკავშირე ქვეყნის სამხედროები, რომლებიც რუსულ სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ ფერადკანიანმა სამხედროებმა ტრადიციული მწყობრი ნაბიჯებით გავლის ნაცვლად "ცეკვა-კუნტრუშით" გაიარეს სააღლუმო გზა, თან მშობლიურ ენაზე შეძახილებით.

ნახეთ და იხალისეთ.



0
135
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
135