ვარსკვლავები სირცხვილის გრძნობა მათთვის უცხოა: ვარსკვლავები, რომლებიც თამამ ჩაცმულობაზე გიჟდებიან 11 მაისი, 16:45 უხერხულობა - ადამიანის ბუნებრივი გრძნობაა, თუმცა ზოგიერთი ცნობილი ადამიანისთვის ის უბრალოდ უცხოა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო შოუ-ბიზნესის იმ ცნობილ ქალბატონებს, რომლებიც "შიშველ" კაბებს აღმერთებენ.მეგან ფოქსიმიუხედავად მეგან ფოქსის არაერთი აღიარებისა, რომ მას არ მოსწონს, როცა მას ვნების ობიექტად აღიქვამენ, მსახიობი ყოველი გამოჩენისას ყოველთვის შიშველია. მეგანს შესანიშნავი ფიგურა აქვს, ამიტომ მისი ყველა ზემოაღნიშნული მსჯელობა უფრო კეკლუცობას ჰგავს.კენდალ ჯენერიკენდალ ჯენერი საზოგადოების წინაშე პროვოკაციული "ლუქებით" ხშირად ჩნდება. მოდელის ჩაცმულობა კი ზოგჯერ იმდენად გამომწვევია, რომ ტაბლოიდური გამოცემები მის სამოსს ხშირად წლობითაც განიხილავს.
ბელა ჰადიდიბელა ჰადიდი ყურადღების მიქცევის მიზნით ნებისმიერი უხერხულობისთვისაც კი მზადაა. ტოპ-მოდელი ღონისძიებებისთვის ყოველთვის იმდენად არაკომფორტულ სამოსს ირჩევს, რომ მთელი საღამო ან მისი სწორება უწევს ან პიკანტური ადგილების ხელით დაფარვა.ტეილორ სვიფტიკაბის ექსტრავაგანტულმა ჭრილმა ტეილორ სვიფტს ყველაზე მოულოდნელ მომენტში უმტყუნა. მომღერალი მთელი საღამოს განმავლობაში ძალიან ფრთხილად მოძრაობდა, რათა ფოტოგრაფებს მისი საინტერესო ადგილის გადაღების საშუალება არ მისცემოდათ, თუმცა ამის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა, ტეილორი ამ ფაქტს სულაც არ გაუნაწყენებია, რადგან მან "American Music Adwords 2022"-ის ცერემონია ჯილდოთი დატოვა.ჰოლზიმაყურებლები და ფოტოგრაფები განსაკუთრებით ყურადღებიანი მაშინ ხდებიან, როცა წითელ ხალიჩაზე ჰოლზი ჩნდება, ვინაიდან ეს ნიშნავს რომ მისი ჩაცმულობა იმდენად პროვოკაციული იქნება, რომ მას პუბლიკა კიდევ დიდხანს ვერ დაივიწყებს.რიანაბარბადოსელი ლამაზმანი ყოველთვის ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება. მომღერლის ნახვა შეიძლება როგორც ნახევრად შიშველ კაბაში, ასევე გრძელ შუბაში, ვარსკვლავს ასევე მრავლფენიანი და მრავალდონიანი კოსტიუმებიც განსაკურებით უყვარს.მაილი საირუსისაყვარელ ადამიანთან მტკივნეული დაშორების შემდეგ, მომღერალმა იმიჯის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა და აქცენტი ექსტრავაგანტულ სამოსზე გააკეთა, თუ ეს ვარსკვლავის მხრიდან ექს-ბოიფრენდისთვის რაღაცის დამტკიცების მცდელობაა, მაშინ მაილიმ ამისთვის ყველაზე წარუმატებელი გზა აირჩია.რიტა ორაცნობილ ადამიანებს ყურადღების მიქცევის მიზნით რა მსხვერპლზე აღარ უწევთ წასვლა. ბრიტანელი მომღერალი რიტა ორა წვეულებისთვის არჩევანს ყოველთვის ისეთ თამამ კაბებზე აკეთებს, რომელში გადაადგილებაც კი ჭირს, ერთი არასწორი ნაბიჯი და მის "ღირსებებს" სრულიად სამყარო იხილავს.324 შეფასება არ არის |