x
image
პრომეთე
მცირე ომი,რომელმაც მსოფლიო შეძრა.

image





















- სააკაშვილის ბრძანება 7 აგვისტოს, 23:35 საათზე გამოცხადდა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მითითება მიეცათ, ბრძოლა გაემართათ რომლისთვისაც არც სათანადოდ იყვნენ მომზადებულნი და არც გაწვრთნილნი.თავდაცვის სამინისტროში მომზადებული სამოქმედო გეგმები, ძირითადად აფხაზეთზე იყო გათვლილი, რადგან თბილისი იქ უფრო სავარაუდოდ მიიჩნევდა კონფლიქტის განახლებას და, შესაბამისად, 2006 წელს ოქრუაშვილის გადადგომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის მიმართულებით არავითარი რეალური გეგმები აღარ განხილულა.თავდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ფრონტის მთავარი ხაზი აფხაზეთი იქნებოდა, ხოლო სამხრეთ ოსეთში - უკვე აქედან გამომდინახე, რუსები და ოსები შესაძლოა მხოლოდ მეორე ფრონტის გახსნას ცდიდნენ. სცენარის ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ქართველების ამოცანად მხოლოდ ის რჩებოდა, როგორმე სამხრეთ ოსეთიდან მომდინარე საფრთხეები შეეძღუდათ და ძირითადი ყურადღება მაინც აფხაზეთზე გადაეტანათ. 7 აგვისტოს, საღამოს, როცა თავდაცვითი გეგმების შედგენაზე პასუხისმგებელ პირებს სამხრეთ ოსეთში შესაძლო ოპერაციების გათვლა მოსთხოვეს, თაროებზე მხოლოდ შავად მოხაზული გეგმები მოიძიეს, მაგრამ ისინი უკვე მოძველებული და სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა.ასე რომ, ეს ბრძანება ''სახელდახელოდ შესრუდა''.
- მეორე დიდი დაბრკოლება ის გახლდათ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ ერთ ფრონტზე ბრძოლისათვის საჭირო ცოცხალი ძალა გააჩნდათ.თბილისის ხელისუფლების განკარგულებაში 5 ბრიგადა ირიცხებოდა: ელიტური პირველი ქვეითი ბრიგადა ერაყში იმყოფებოდა ; ამერიკას თუ არ ჩავთვლით, საქართველოს იქ ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი კონტინგენტი ჰყავდა მივლენილი, რითაც ცდილობდა ვაშინგტონის კეთილგანწყობა მოეპოვებინა და ნატოში გაწევრიანების საკითხიც გაეიოლებინა.მე-2 ქვეით ბრიგადას ახალი მომთავრებული ჰქონდა სამსახური ერაყში და ახლა აფხაზეთის საძღვრის სიახლოვეს, სენაკის ბაზაზე იყო განლაგებული;მე-3 და მე-4 ბრიგადები ერაყში გადასროლამდე ქუთაისთან გადიოდნენ წვრთნებს;მე-5 ბრიგადა კი, არსებითად, საწვრთნელი შენაერთი იყო.

4
614
9-ს მოსწონს
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
614
  
2012, 29 ოქტომბერი, 21:17
+100
მაგარი წიგნუია წაკითხული მაქვს.
2012, 22 ოქტომბერი, 23:59
+++++++++
2012, 19 ოქტომბერი, 18:49
++++++++++++++
0 1 4