x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ჟურნალების ყდიდან ნაგავსაყრელამდე: როგორ გამოიყურება ერთ დროს წარმატებული მოდელი

image


ჰოლივუდის ვარსკვლავები საკმაოდ ხშირად იყენებენ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასა თუ ძალადობის თემას საზოგადოების ყურადღების მიქცევის მიზნით, თუმცა ლონი უილისონის და მისი მეუღლის ჯერემი ჯექსონის ისტორიას ამ გლამურულ ზღაპრებთან საერთო არაფერი აქვს. ჯერემი ჯექსონი ჯერ კიდევ 6 წლის იყო როდესაც სამოდელო სფეროში მუშაობდა.


image



თუმცა ცნობილი 1991 წელს გახდა, როცა უკვე ის 11 წლის შესრულდა. მსახიობმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა სერიალში "მაშველები" და პროექტში 8 წლის განმავლობაშიც დარჩა, 1999 წელს კი ის სერიალიდან ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო გაუშვეს, თუმცა კინოინდუსტრიაში მან საკუთარი პოზიცია მაინც შეინარჩუნა, დროდადრო ის მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში იღებდა და არც მაყურებელს ავიწყებდა თავს.


image



ლამაზმანი ლონი უილსონი კი, თავის მხრივ, ფიტნეს მოდელად მუშაობდა, გოგონა ხშირად ჩნდებოდა ისეთი ცნობილი გამოცემების გარეკანებზე როგორიც იყო, "Glam Fit"-ი, "Flavor Magazine"-ი და "Iron Man Magazine"-ი. 2010 წელს კი ორი ახალგაზრდა, ლამაზი და წარმატებული ადამიანის გზები გადაიკვეთა, 2012 წელს შეყვარებულები დაქორწინდნენ.


image


გლამურული ღონისძიების ფოტოებზე ბედნიერი წყვილი გარშემომყოფებისგან მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევდა, თუმცა 2014 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მეუღლე ლონის გამუდმებით სცემდა, პოლიცია მათთან ერთხელ სახლშიც კი იყო მისული, თუმცა უილისონს მეუღლის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივარი მიუხედავად ორი ნეკნის მოტეხილობისა მაინც არ შეუტანია, ხოლო როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, ჯერემის დაპირებები იმასთან დაკავშირებით რომ მან წამალზე დამოკიდებულება დაძლია - სიცრუე აღმოჩნდა. მეტიც, მის გარდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან მისი მეუღლე ლონიც იტანჯებოდა.


image



განქორწინების შემდეგ ყველაფერი გაუარესდა. ჯერემი ჯექსონი მამაკაცზე თავდასხმის გამო ციხეში აღმოჩნდა, ხოლო ლონი უილსონის მდგომარეობა მის ფსიქიკურ დაავადებაზე მიუთითებდა. ქალის თქმით, სანამ ის საკუთარ სახლში ცხოვრობდა ის ელექტრომაგნიტური სხივების ზემოქმედებას განიცდიდა, მისივე თქმით, მას აწამებდნენ და მისი გადარჩენის ერთადერთი გზა მხოლოდ "კრისტალური მეთის" გამოყენებაში იყო.


image


2016 წელს მან საკუთარი სახლი მიატოვა და საცხოვრებლად ქუჩა აირჩია, ასე იქცა ერთ დროს წარმატებული ფიტნეს მოდელი ლონი უილსონი მაწანწალად. ქალი თავის არჩევანს იმით ხსნიდა, რომ ნებისმიერი ელექტრო ტექნიკა მასზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა ამიტომ შენობაში ცხოვრებას ის სამომავლოდაც გამორიცხავდა, ხოლო ნარკოტიკების მიღებით ის ეხმარებოდა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელს ქალაქს, რადგან მის მიერ დაგროვილ ელექტროენერგიას ნამდვილი ქაოსის გამოწვევა შეეძლო პაპარაცები გამუდმებით ხედავენ ლონი უილსონს ნაგავსაყრელებში ქექვისას და მისი ტრანსფორმაციით გაოგნებულები არიან - ის არა მხოლოდ მაწანწალად იქცა, არამედ საშინლადაც გამოიყურება. ჭუჭყიანი, სუნიანი, შეჭრილი თმით. ყოფილი მოდელი კი ამბობს, რომ ის ასე შეგნებულად გამოიყურება - რათა არავინ მიუახლოვდეს.


image

როცა მას ეკითხებიან, მიმართა თუ არა მან მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დახმარებისთვის ლონი უილისონი აცხადებს, რომ მან ესაუბრა მათ თავის პრობლემებზე, თუმცა მის სიტყვებზე ყველა უარყოფითად რეაგირებდა, ამიტომ მან მათთან აზრების გაზიარება შეწყვიტა.


image


მისმა არცერთმა თანამოსაუბრემ საჭიროდ არ ჩათვალა მისთვის პროფესიონალური დახმარების გაწევა. ლონი უილსონი ახლა 40 წლისაა და ის ნარკოტიკული დამოკიდებულებისა და ჰოლივუდის დიდებისკენ სწრაფვის ანტირეკლამად იქცა.


image


ამასობაში მისი ყოფილი მეუღლე ჯერემი ჯექსონი მშვენივრად გამოიყურება, ის ფიტნესითა და ბოდიბილდინგით არის დაკავებული, წვერი მოუშვა და იდეალური სხეულიც დაიყენა, ის თავისი სრულყოფილი და ტრანსფორმირებული გარეგნობის ამახველ ფოტოებს სოციალურ ქსელებში საკუთარ გამომწერებეს სისტემატურად უზიარებს.





0
433
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
433