ფეხბურთი გარდაიცვალა ლეგენდარული ლუის მენოტი, რომელმაც თბილისის "დინამოს" ევროპის საუკეთესო გუნდი უწოდა 2024, 6 მაისი, 9:34 85 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია იტყობინება.
მენოტის ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრები 1978 წელს ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. არგენტინული სპორტული პრესის შეფასებით, არგენტინაში მოღვაწე მწვრთნელებს შორის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთის სპეციალისტად არის მიჩნეული. მენოტი თავდამსხმელი იყო, თამაშობდა "როსარიო სენტრალში", "რასინგში", "ბოკა ხუნიორსში", "ნიუ-იორკ ჯენერალზში", "სანტოსსა" და "ჟუვენტუდში", სათავეში ედგა "ოლდ ბოიზს", "ურაკანს", არგენტინის ნაკრებს, "პენიაროლს", "ბოკა ხუნიორსს", "ატლეტიკოს", "რივერ პლეიტს", მექსიკის ნაკრებს, "ინდეპენდენტეს", "სამპდორიას", "როსარიო სენტრალს", "პუებლას" და "ესტუდინტესს". 1982/83-ის სეზონში "ბარსელონამ" მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის თასი, სუპერთასი და ლიგის თასი მოიგო. 1981 წელს ლუის მენოტიმ განაცხადა:"ახლა "კარლ ცაისს" გაცილებით მეტი შანსი აქვს გავიდეს ფინალში, ვიდრე "ბენფიკას", რადგან 0:2-ით წაგებული მატჩი ბევრს ნიშნავს. ხოლო ფინალს მოიგებს ევროპის უძლიერესი გუნდი თბილისის "დინამო". 93 3-ს მოსწონს
|