საზოგადოებრივი მექსიკაში აღმოჩენილი არტეფაქტები, რომელიც ინდიელების უცხოპლანეტელებთან კონტაქტების ფაქტს ამტკიცებს 20 ივნისი, 12:47 რამდენიმე წლის წინ უცხოელ მეცნიერთა ჯგუფი მექსიკაში, ელ–ტოროს არტეფაქტების ცნობილი კოლექციის კვლევისთვის მიიწვიეს. ამ კოლექციის დიდი ნაწილი, ქვის და თიხის არტეფაქტებია, რომლებზეც ძველი ინდიელების კულტურის სხვადასხვა მოტივებია ასახული. თუმცა, ამ უამრავ ნივთს შორის, ინტერესს ის არტეფაქტები იპყრობს, რომელიც პალეოკონტაქტებზე მიუთითებს. აკადემიურმა მეცნიერებამ, ეს არტეფაქტები, ჯერ კიდევ, საუკუნის დასაწყისში, ფალსიფიკაციად გამოაცხადა. აღმოჩენილი ნაკეთობების რიცხვმა კი, უკვე 20 გადააჭარბა და რაოდენობა სულ უფრო იზრდება... მექსიკაში ჩასულ მეცნიერებს, სწორედ ახლად აღმოჩენილი არტეფაქტების შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ. როგორც გაირკვა, ყველა საკვლევი ობიექტი, მიწაში, 2, 5-4 მ. სიღრმეზე იყო აღმოჩენილი და ყველაზე ხშირად, აღმოჩენები, ერთად იყო თავმოყრილი და დიდი მომრგვალებული რიყის ქვებით შემოფარგლული. შესაძლოა ასე, ძველ დროში, ადამიანები სალოცავ ადგილებს ქმნიდნენ. სხვა ვერსიით კი – ეს პალეოკონტაქტების ადგილები იყო, ანუ ტერიტორია, სადაც ამო დაჯდა და იქიდან ინდიელების ვარსკვლავოვანი სტუმრები გადმოვიდნენ. მეცნიერების იქ ყოფნის პერიოდში, მექსიკის უძველეს მკვიდრთა მორიგი «საცავიდან» 240–მდე ნივთი ამოიღეს და უმეტესობა – ქვის სამკუთხა თილისმა იყო. გარდა ამისა, აღმოჩენილი იყო ძვლისგან დამზადებული არტეფაქტებიც, რამაც მითი ნაკეთობების გაყალბების შესახებ, საბოლოოდ დაასამარა. რადიოკარბონული ანალიზის მიხედვით, ნაკეთობა, დაახლოებით, 2600 წლის უნდა იყოს. რაც შეეხება ქვის თილისმებს, აქ ახალი არაფერი აღმოუჩენიათ. ყველა ერთი და იგივე მოტივებით არის – მფრინავი თეფშები, ოვალები, პირამიდონები, ჰუმანოიდური ტიპის არსებები. ზოგიერთ ნაკეთობაზე, უცხოპლანეტელები ადამიანების გვერდით არიან და ეს უკანასკნელნი, მათ საჩუქრებს ჩუქნიან. ერთ გამოსახულებაზე კი, ასახულია, თუ როგორ ეხმარება უცხოპლანეტელი ინდიელ ქალს მშობიარობის დროს. და ეს, მეტად საინტერესო ინფორმაციაა. როგორც ცნობილია, ინდიელი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა, ცივილიზაციის ჩასახვის პერიოდში, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო, მხოლოდ 30–35 წელი იყო. ხოლო, ჩვენს ერამდე, 300-400 წლებში, ეს მაჩვენებელი 10-12 წლით გაიზარდა. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყო, რომ ინდიელებს ასწავლეს, თუ როგორ უნდა შეემცირებინათ ქალის სიკვდილის რისკები, ბავშვის გაჩენის დროს. სხვა არტეფაქტებთან ერთად, მეცნიერებს ქვის ფილა წარუდგინეს, რომელზეც სხვადასხვა სიმბოლოები და ნიშნები იყო. ამ თემასთან დაკავშირებულ კონსულტაციაზე, ჰიპოთეზა გამოითქვა, რომ მასზე თანავარსკვლავედია გამოსახული. სავარაუდოდ, ეს ღრიანკლის თანავარსკვლავედი უნდა იყოს, დიდი ვარსკვლავები და 138 პატარა პლანეტით. მაგრამ, ამის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან ჯერ–ჯერობით, ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუ რამდენი პლანეტაა აღნიშნულ თანავარსკვლავედში. ეს ჰიპოთეზა სწორი თუ აღმოჩნდა, მაშინ გამოვა, რომ სწორედ იქიდან ჩამოფრინდნენ ვარსკვლავური სტუმრები ძველ მექსიკაში. ამასთან, ღრიანკლის თანავარსკვლავედში აღმოჩენილია 6 ეგზოპლანეტა, სადაც ცხოვრების პირობები, მიწიერთან დაახლოებულია. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პლანეტების წარმომადგენლებს, ჩვენს პლანეტაზე, გარკვეული დროით ცხოვრება შეეძლოთ. რაც შეეხება ელ–ტოროს არტეფაქტებს ზოგადად, – ისინი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების მიერ, იმიტომ არ არის აღიარებული, რომ ეს წარმოდგენებს შეცვლის ძველი სამყაროს შესახებ. როგორც ჩანს, ძველ დროში, პალეოკონტაქტი არც ისე იშვიათი მოვლენა იყო... ბოლოს და ბოლოს, მაიას ბელადებიც ხომ აცხადებდნენ, რომ მათი «შორეული მამები», ანუ, შორეული ნათესავები დედამიწაზე, ვარსკვლავებიდან ჩამოვიდნენ. შესაძლოა, ეს ასეც იყო!.. არხის სხვა სიახლეები:* უცხოპლანეტელებმა ადამიანები მესამე ცდაზე შექმნეს...* რატომ არ მოკლეს ჰიტლერი, არაერთი შესაძლებლობის მიუხედავად? – სამი ძირითადი მიზეზი* სკვითების მაღალტექნოლოგიური ოქროს ნაკეთობები* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?226 2-ს მოსწონს
|