ჯანმრთელი კვება 7 სალათა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კვება გემრიელია 2024, 4 მაისი, 18:41 ![]() ჯანსაღი საკვები ყოველთვის უმარილო და უგემური არ არის. ეს 7 სალათა ამის შესანიშნავი დასტურია. ჩვენ უკვე შევარჩიეთ კერძი მომავალი საღამოსთვის. ვიმედოვნებთ, თქვენც მოგეწონებათ. 1. სალათა პომიდვრით, მოცარელით, მუხუდოთი და პესტოს სოუსით ![]() პესტოს სოუსი – ¼ ჭიქა ჩერი პომიდორი – 1 ჭიქა დაჭრილი მოცარელა – ¼ ჭიქა დაჭრილი ახალი რეჰანი – 2 სუფრის კოვზი მარილი და წიწაკა ინგრედიენტებს აურიეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. ახალი რეჰანით გააფორმეთ. 2. სალათა საზამთროთი, ქათმით და ბალზამიანი ძმრით ![]() ბალზამიანი ძმარი ქვაბში ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ 15–20 წუთი ძმრის რაოდენობის შემცირებამდე და გასქელებამდე. ტაფა გააცხელეთ. ქათამს ორივე მხრიდან სანელებლები წაუსვით და ზეითუნის ზეთი მოასხით. შეწვით, სანამ ხორცი შიგნით ვარდისფერი არ გახდება, გარედან კი არ მოიბრაწება. ქათამი, საზამთრო, ყველი და ნუში შეურიეთ. მოასხით მზა ბალზამიანი ძმარი. 3. სალათა გოგრით ![]() სოუსისთვის: ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი – 1, 5 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი – 2 ჩაის კოვზი დიჯონის მდოგვი – 1 ჩაის კოვზი თაფლი – 1 ჩაის კოვზი სოუსის ინგრედიენტები ქილაში გადაიტანეთ, თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ. კომბოსტო, გოგრა და ყველი აურიეთ, სოუსი მოასხით. ზემოდან ბროწეულის მარცვლები მოაყარეთ. 4. სალათა კინოათი ![]() სოუსისთვის: სოიოს სოუსი – ¼ ჭიქა სეზამის ზეთი – 1 სუფრის კოვზი ბრინჯის ღვინის ძმარი – 1 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი – 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ქინძი – ¼ ჭიქა სეზამის თესლი – 1 სუფრის კოვზი გახეხილი კოჭა – ¼ ჩაის კოვზი წითელი წიწაკა – 1/8 ჩაის კოვზი მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით წყალი ქვაბში ჩაასხით, კინოა ჩაყარეთ, მარილი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთი ხარშეთ. ცეცხლს დაუწიეთ, ხარშეთ წყლის აორთქლებამდე. კინოა თასში გადაიტანეთ. დაუმატეთ კომბოსტო, სოიო, წითელი წიწაკა, სტაფილო და კიტრი. პატარა თასში აურიეთ სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი, ბრინჯის ღვინის ძმარი, მწვანე ხახვი, ქინძი, სეზამის თესლი, კოჭა, წითელი წიწაკა, შავი წიწაკა და მარილი. სალათას სოუსი მოასხით და აურიეთ. 5. სალათა თინუსით და ქოქოსის რძით ![]() თინუსის კუბები თასში გადაიტანეთ და ლაიმის წვენი მოასხით. მარილი მოაყარეთ და აურიეთ. თასს გადააფარეთ და 10–12 წუთი მაცივარში შეინახეთ. ამ დროში აურიეთ პომიდორი, ბულგარული წიწაკა, კიტრი, სტაფილო, ხახვი, ნიორი და კოჭა. თევზი სალათაში გადაიტანეთ და ლაიმის წვენის ნახევარი მოასხით. ქოქოსის რძე დაუმატეთ და აურიეთ. 6. სალათა ბოლოკით და კვერცხით ![]() კვერცხი მოხარშეთ, დააქუცმაცეთ. ბოლოკი, კიტრი, კამა დააქუცმაცეთ და კვერცხს აურიეთ. არაჟანს მარილი და წიწაკა მოაყარეთ. არაჟნის ნარევი სალათას დაუმატეთ და აურიეთ. 7. სალათა ავოკადოთი ![]() მოცარელა, რუკოლა და ავოკადო აურიეთ. ზემოდან რეჰანის ფოთლები მოაყარეთ. ზეითუნის ზეთი და ბალზამიანი ძმარი აურიეთ, შაქარი ან თაფლი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ და აურიეთ. სოუსი სალათას მოასხით. 112 1-ს მოსწონს |