მსოფლიო რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა 2024, 4 მაისი, 17:48
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ძებნილთა სიაში შეიყვანა, იუწყება РИА Новости უწყების მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით.
მასში ნათქვამია, რომ ზელენსკი იძებნება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, მაგრამ არ აკონკრეტებენ რომელით (რუსეთი ადრე არც აღუძრიათ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ). შსს-ს განცხადებაში ძებნილზე ასევე მითითებულია ზელენსკის დაბადების თარიღი, ადგილი და ეროვნება („უკრაინელი“). ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა 20 მაისის შემდეგ არ იყოს საჭირო ვოლოდიმერ ზელენსკის, როგორც უკრაინის პრეზიდენტად აღიარება. „რაც შეეხება 20 მაისს და რა იქნება 21 მაისს, მოდით დაველოდოთ მანამდე. შესაძლოა, არაფრის აღიარება აღარ დაგვჭირდეს“, - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო უფლებამოსილება 21 მაისს ეწურება. საომარი მოქმედებების პერიოდში ხმის მიცემის აკრძალვის არარსებობის მიუხედავად, კიევმა უარი თქვა 2024 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე.. ამასთან, ადრე ცნობილი გახდა, რომ ზელენსკის ლეგიტიმაციის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა შესაძლოა პარლამენტი დაითხოვოს. 38 3-ს მოსწონს |
https://www.interpressnews.ge/ka/article/798429-ukrainuli-mxaris-inpormaciit-gamoavlines-rusetis-ushishroebis-samsaxuris-kseli-romelic-volodimir-zelenskis-mzevlad-aqvanas-da-likvidacias-gegmavda
ეს დასწყისია ესე არ გამოვა რაკეტა მოძებნის.