სხვა ცნობილი მსახიობი ნახევარძმას გაჰყვა ცოლად და მასთან ერთად ახლა პორნო ფილმებს იღებს 3 მაისი, 17:36
ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი ცოლად გაჰყვა დედინაცვლის შვილს და მასთან ერთად პორნო ფილმების გადაღებებით გამოიმუშავა სოლიდური თანხა. ამის შესახებ LADbible იუწყება.
28 წლის სკარლეტ ვასი, მელბურნიდან, შტატი ვიქტორია, ცნობილი გახდა პოპულარულ ავსტრალიურ სერიალით "მეზობლები", რომელიც ეთერში 1985 წლიდან გადის. მან ერთი წლის განმავლობაში პოლიციელის მიშტი შარმას როლი შეასრულა, 2018 წელს კი სერიალი დატოვა და თქვა, რომ გადადის "კარიერის ახალ ეტაპზე". 2021 წლის ივნისში სკარლეტ ვასმა გამოაცხადა, რომ შეუყვარდა თავისი ძველი მეგობარი ტაიო რიჩი, რომელიც, მისი თქმით, მისი ძმაა. იმავე წლის აგვისტოში ვასმა გახსნა ანგარიში OnlyFans პლატფორმაზე და დაიწყო ფულის გამომუშავება გარყვნილი ფოტოებით და ვიდეოებით. წყვილმა 2023 წლის მარტში იქორწინა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რიჩიც მონაწილეობს სკარლეტ ვასის ვიდეოფილმებში. ყოფილი მსახიობი ირწმუნება, რომ ქმართან (თან ძმასთან) ერთად თვეში 200 ათასზე მეტ ავსტრალიურ დოლარს შოულობს. წყვილმა აღიარა, რომ მაყურებლისგან ასეთ ინტერესს არ ელოდნენ. „არ ვიტყუები, მასზე ვფანტაზიორობდი, როცა პატარა ვიყავი. მაშინ ვგრძნობდი, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და ახლა კი ძალიან სწორად ვგრძნობ თავს“, - განაცხადა რიჩიმ. ზუსტად არ არის ცნობილი, რიჩი ნახევარძმაა ვასის თუ გერი ძმა. 219 3-ს მოსწონს
|