x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მომხედეთ, ძონძებო, გიკრძალავთ ჩემი კადრების გამოყენებას"- ვის მიმართავს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უვლელად გთავაზობთ:


"ქოცები იმუქრებიან, რუსთაველზე დამონტაჟებულ ეკრანზე უნდა გავუშვათ 26 მაისის და 7 ნოემბრის კადრებიო. თანახმა ხართ თუ არაო, გამოკითხვასავით ატარებენ. მომხედეთ, ძონძებო, 26 მაისის სასტიკი დარბევის კადრების დიდი ნაწილი, რომელიც მერე ფართოდ გავრცელდა და ყველა წურბელამ გამოიყენა, პირადად ჩემი ხელით არის გადაღებული. იქ ვიყავი პირველი წუთიდან იქამდე, სანამ შესაძლებელი იყო და ვიღებდი ყველაფერს, სანამ მართლა საფრთხე არ შემექმნა, რომ მიმძუყნიდნენ და გადაღებულსაც წამართმევდნენ.


ოპერატორს გამოვართვი კამერა და მე ვიღებდი, ვიფიქრე ქალი ვარ და იქნებ არ მიმასისხლიანონ, იმიტომ რომ განურჩევლად ურტყამდნენ ყველას, ოპერატორსაც და მომიტინგესაც, ისევე, როგორც თქვენ ურტყამთ და ასისხლიანებთ დღეს ყველას. ყველა წუთი, ყველა წამი მახსოვს იმ დღის მე, მაგრამ თქვენ როგორ ბედავთ ამით სპეკულირებას ვირიშვილებო, ჩემისთანების ბრძოლის და შრომის შედეგად რომ მოაჯექით ბიუჯეტს წურბელებად და ივანიშვილს რუსეთში მიათრევინებთ ქვეყანას?


მონებო, გიკრძალავთ ჩემი კადრების გამოყენებას თქვენი ბინძური მიზნებისთვის, და თუ მაინცდამაინც გაუშვებთ, ჯერ იქვე თქვენგან ამდენი წლის მანძილზე დასისხლიანებული, თვალებდათხრილი და გაუბედურებული ხალხის კადრები გაუშვით, არარაობებო! და კიდევ, 7 ნოემბერს, ჩვენ რომ გვცემდნენ, თქვენი ბიძინა და კალაძე სად იყვნენ, იმის გაშვებაც არ დაგავიწდეთ."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქპოსტში.



0
425
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
425