x
image
Yoona
Mediator image
Mediator image
რატომ უნდა გადაყაროთ ძველი ნივთები, თუ შეგიძლიათ გამოიყენოთ აგარაკის ექსკლუზიური დეკორის შესაქმნელად
image



საჭირო არ არის გადაყაროთ ძველი ნივთები. მათი მოშორების ნაცვლად აგარაკზე წაიღეთ და ახალი სიცოცხლე მიანიჭეთ.



image



ძველი ნივთების გადაკეთება არა მხოლოდ ეკოლოგიურად სასარგებლოა, არამედ ფულს ზოგავს, აგარაკს ინდივიდუალობას და სტილს მატებს.



1. საწოლები


image



ძველი საწოლი კომფორტულ სავარძლად შეგიძლიათ გადააკეთოთ. საკმაოდ მარტივია. ლეიბი და ბალიში ამოიღეთ, ხის ჩარჩო შესაფერის ფერში შეღებეთ და მყუდრო ბალიშები ჩამოაცვით.



ასევე ძველი საწოლიდან შეგიძლიათ გააკეთოთ ორიგინალური საყვავილე დაბალი ყვავილებისთვის, როგორიცაა პეტუნია, იაჟუჟუნა ან მიხაკი. საწოლი მზიან ადგილას მოათავსეთ, მიწით შეავსეთ და საყვარელი ყვავილები დარგეთ.



2. კასრები

image


image

ძველი ლითონის კასრები შეგიძლიათ გამოიყენოთ სკამად ან თავსახურიან გრილად. ასეთი ტრანსფორმაცია დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, შედეგი კი გაგაოცებთ.



ასევე შეგიძლიათ ყვავილების კლუმბად აქციოთ. მიწით აავსეთ და მცოცავი მცენარეები დარგეთ, მაგალითად, ფუქსია. ასე ყვავილების თვალწარმტაც კასკადს შექმნით და ბაღს ხიბლს შემატებთ.



3. კომპიუტერის სისტემური ბლოკი

image



კომპიუტერის მოძველებული კორპუსი შეგიძლიათ გადააკეთოთ ექსკლუზიურ საფოსტო ყუთად. საკმარისია ყუთიდან ამოიღოთ ყველა ელექტრონული კომპონენტი, რომ ადგილი გაათავისუფლოთ. ძლიერი ბოძი მიწაში ჩამარხეთ და მასზე სისტემური ბლოკი დაამაგრეთ. საკეტიანი კარი მიამაგრეთ, შეღებეთ ან პროვანსის სტილში გააფორმეთ და უნიკალური საფოსტო ყუთი მზადაა.



ასევე პატარა წიგნის თაროდ შეგიძლიათ გადააკეთოთ. ამისთვის კედელზე მიამაგრეთ, შიგნით რამდენიმე ხის თარო მოათავსეთ.



4. თეფშები

image



გატეხილი თეფშიდან საჭმლის ჭამა არ ღირს, მაგრამ მისი გადაყრა გვენანება. ამ შემთხვევაში თეფშებით ღობეები შეგიძლიათ გააკეთოთ. მოხატული თეფშები ნებისმიერ ბაღს ხიბლს შემატებს. ასე ნაკლოვანებებს დამალავთ, თან განუმეორებელ და მიმზიდველ დიზაინს მიიღებთ.



თეფშები მიწაში მესამედით ჩამარხეთ ისე, რომ დაზიანებული ადგილები ოსტატურად დამალოთ. ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. სივრცე არ გადაავსოთ უსარგებლო ჭურჭლით, რომ ვიზუალური ქაოსი არ შექმნათ. გარკვეული ზონით შემოიფარგლეთ.



5. დანა–ჩანგალი

image



ძველი ჩანგლები, კოვზები და დანები ტანსაცმლის ან გასაღების საკიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე აგარაკზე სივრცეს მოაწყობთ და შემოსასვლელში ქაოსს მოიშორებთ.



6. პლასტმასის ბოთლები

image



ბოთლებისგან დეკორატიული კლუმბი ან მინი სათბური შეგიძლიათ გააკეთოთ.



image

ასევე პლასტმასის ბოთლებისგან მოსახერხებელი ცოცხი შეგიძლიათ გააკეთოთ, რომელიც აგარაკის დასუფთავებისთვის გამოგადგებათ. ცოცხის მომზადების ინსტრუქცია სურათზე იხილეთ.



7. ურიკა

image



ურიკა, რომელიც თავის პირდაპირ დანიშნულებას ვეღარ ასრულებს, ორიგინალურ კლუმბად შეგიძლიათ გადააკეთოთ. მიწით აავსეთ, მცენარეები დარგეთ და ბაღის კუთხეში მოათავსეთ. უჩვეულო ფერში შეგიძლიათ შეღებოთ, რომ აქცენტი შექმნათ.



8. სკამები

image



თუ მოძველებული ხის სკამები გაქვთ, ბავშვებისთვის საქანელად გადააკეთეთ. ფეხები მოჭერით, ფსკერი გაამაგრეთ, საიმედო თოკები ან ჯაჭვი გაუკეთეთ და ბოძზე ან სპეციალურ კარკასზე ჩამოკიდეთ.



სკამის გადაჭრილი ფეხები მცენარეების საყრდენად შეგიძლიათ გამოიყენოთ. რამდენიმე ძველი სკამისგან მოსახერხებელი ბაღის გრძელსკამი შეგიძლიათ გააკეთოთ. ამისთვის სკამებს ფეხები მოაჭერით, შესაბამისად შეაერთეთ, საჯდომი და საზურგე დაუმატეთ.



9. ხის პალეტები

image



ხის პალეტები, რომელსაც ჩვეულებრივ საქონლის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ, არსებული ბაღის ავეჯის თანამედროვე დანამატად გარდაიქმნება. ბაღის სკამი, საქანელა, ვერანდის მაგიდა – ვარიანტები უსაზღვროა.



image



ძველი ნივთების გადაყრა საჭირო არ არის, მათ ახალი ფუნქცია შეგიძლიათ მიანიჭოთ. სანამ ხის პალეტებს ან სკამებს გამოიყენებთ, წყალგამძლე საღებავი წაუსვით. ასე ლპობას თავიდან აიცილებთ და დიდხანს გაძლებს.



ასევე დაგაინტერესებთ:

ხარახურიდან სასარგებლო მოწყობილობამდე – ხალხური კრეატივის 12 მაგალითი

20 პატარა ბაღი, რომელიც ხელისგულზე დაეტევა

10 მაგარი იდეა - რა შეგიძლიათ გააკეთოთ ძველი ჯინსისგან

როგორც აღმოჩნდა ძველი საბურავისგან ასეთი ნივთების გაკეთება შეიძლება. უბრალოდ წარმოუდგენელია!

კერძო სახლის ეზოს დიზაინი: საინტერესო იდეები

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
69