x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ახალგაზრდა ქალმა გააუპატიურა 13 წლის ბიჭი ნარკოტიკებზე დაგროვილი ვალების გამო
image

ბრიტანელმა ქალმა გააუპატიურა სკოლის მოსწავლე ნარკოტიკებზე დაგროვილი ვალის გამო




დიდ ბრიტანეთში სასამართლო პროცესი გაიმართა იორკშირელ ქალზე, რომელმაც რამდენჯერმე გააუპატიურა 13 წლამდე ბიჭი. ამის შესახებ Daily Mirror იუწყება.


21 წლის ემილი ჰედიგანსს (Emily Hedigan)სკოლის მოსწავლესთან სქესობრივ კავშირში ბრალი დასდეს, პროცესი თან ვიდეოზე იყო ჩაწერილი, რომელიც შემდეგ გაუგზავნა სხვა ქალაქში მყოფ კონკრეტულ პიროვნებას. გაირკვა, რომ ქალი ნარკოტიკებს მოიხმარდა, ხოლო ინტიმური ხასიათის ვიდეოებს ყიდდა, რათა შემოსული თანხით დილერებთან ვალები გადაეხადა.


მისი დანაშაულები მხოლოდ მას შემდეგ გამჟღვანდა, როდესაც მის ტელეფონში იპოვეს ძალადობის ამსახველი ვიდეოები და ფოტოები.


თუმცა, მისი სოციალური მედიის ექაუნტებზე ჰედიგანი გამოიყურებოდა როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური 21 წლის გოგონა. ფოტოებზე ჩანს, როგორ პოზირებს კოქტეილით ხელში, მეგობრებთან ერთად ან კიდევ აზიარებს ფოტოს წვეულებისთვის საღამოს კაბაში გამოპრანჭული. ბევრ სურათში ის იყენებს Snapchat-ის ფილტრს, რომელიც მის სახეს ახასიათებს სიტყით "რა საყვარელია".

image

როგორც სასამართლოში განაცხადეს, ბიჭმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ჰედიგანმა სრულად აღიარა დანაშაული, მაგრამ თქვა, რომ იგი იძულებული გახდა დანაშაული ჩაედინა.


image

ხუთშაბათს, 25 აპრილს, სასამართლომ ქალს ოთხი წლით და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, ის მოხვდება იმ ადამიანების სიაში, რომლებმაც სექსუალური მთლიანობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს უვადოდ.

0
1961
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1961
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0