საქართველო
"მამიკოს გენიოსი უნდა გავ#ყვნა ამერიკელების დავალებით!" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
2024, 2 მაისი, 13:12
!["მამიკოს გენიოსი უნდა გავ#ყვნა
ამერიკელების დავალებით!" - ვისზე
საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024050212543786669.jpg)
"ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო წილოსანთან მიმოწერის სქრინს ასაჯაროებს და წერს:
!["მამიკოს გენიოსი უნდა გავ#ყვნა
ამერიკელების დავალებით!" - ვისზე
საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024050212545986669.jpg)
"მამიკოს გენიოსი უნდა გავრყვნა ამერიკელების დავალებით!" - ვკითხულობთ თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქსტატუსში.
შეგახსენებთ, რომ დიზაინერმა გიორგი ქებურიამ "ინსტაგრამზე" "სთორი" დადო, სადაც მან ნინო წილოსანს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ჩემი პიჯაკი რომ მოგიმცია ქვეყნის მტერო! კი ულამაზესია, მარა ელგებედეა ეგ პიჯაკი და რამე არ გადმოგედოს ნინო!". გიორგი ქებურიას მალევე თავად "ქართული ოცნების" დეპუტატი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:
"უდაოდ ნიჭიერი დიზაინერი ხარ, ამას ისიც ადასტურებს შენი პიჯაკი რომ “მომიცმია’’. შენი პირადი ცხოვრება საერთოდ არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს დავინტერესდები ამით. პიჯაკი კი ნამდვილად ლამაზია"- დაწერა წილოსანმა.