x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139006
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
3 საშინელი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოუხსნელია

მსოფლიოში ათასობით მოვლენა ხდება: ბევრი მათგანი დავიწყებას მიეცემა, ზოგიც, ისტორიის სახელმძღვანელოებში ხვდება და არის ისეთი მოვლენები, რომლებსაც ათწლეულების მანძილზე იძიებენ და ყოველ გახსენებაზე, საზოგადოების განსჯის საგანი ხდება. ასეთი ფაქტების ერთი ნაწილი, ჯერ–ჯერობით გახსნილი არ არის და შესაძლოა, მათთან დაკავშირებული საიდუმლოებები, არც არასდროს გაცხადდეს. მაგ., «ტყვიის ნიღბების საქმე», ნამდვილად რომ, სერიალის – «საიდუმლო მასალების» სიუჟეტია...


ტყვიის ნიღბების საქმე
image


1966 წ. 20 აგვისტოს, ქ. ნიტეროის (რიო-დე-ჟანეიროს შტატი, ბრაზილია) პოლიციის განყოფილებას ახალგაზრდა მამაკაცმა მიმართა, რომელმაც ორი გარდაცვლილი მამაკაცი იპოვა... და ვიდრე ექსპერტები ცხედრებს შეისწავლიდნენ, გვამებმა დაშლა დაიწყო.

მაგრამ, უცნაური ეს არ იყო! მამაკაცები საოფისე კოსტიუმებში და საწვიმარ ქურთუკებში იყვნენ გამოწყობილი, თუმცა წვიმიანი ამინდი არ იყო, ხოლო სახეზე ტყვიის, სავარაუდოდ, ანტი-რადიაციული ნიღბები ეკეთათ. მიცვალებულების გვერდით კი, წერილი იდო, რომელშიც ნათქვამი იყო, მათ კაფსულები უნდა გადაეყლაპათ და ნიღბები გაეკეთებინათ.

მათ სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ და გარდაცვალების მიზეზი, დღემდე უცნობია. გამოძიებამ ვერც ერთი სამხილი ვერ იპოვა და საქმე დაიხურა. ხოლო, ეს ამბავი, არაერთი ლეგენდის საფუძველი გახდა, რომელთა უმრავლესობა, ამო–ს და პარალელურ სამყაროებს უკავშირდება.


მაქს ჰედრუმის ინციდენტი
image


ეს ისტორია 1987 წ. 22 ნოემბერს მოხდა. ჩიკაგოში მოსახლეობა საღამოს საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა, როდესაც მოულოდნელად, ეკრანზე, სრულიად უცნობი მამაკაცი გამოჩნდა. ის ჰედრუმის ნიღბის შესახებ, ცნობილი ბრიტანული ფილმის გმირს ჰგავდა, ეთერში 15 წამზე ნაკლები დრო დაყო და ინჟინრებმა სიგნალი სწრაფად გადართეს.

მაგრამ, ნიღბიანი მამაკაცი არ "გაჩერდა": ის სხვა არხზე გადავიდა, სადაც სერიალის ჩვენება შეწყდა და ამჯერად, ეთერში მისი ხმაც გაისმა. მამაკაცი ხმამაღლა იცინოდა, ბუტბუტებდა, შეურაცხყოფდა წამყვანებს, ჩხუბობდა, უცენზურო ჟესტებს აჩვენებდა და საერთოდ, უხამსად იქცეოდა. მოგვიანებით, ეთერში ვიღაც გოგონა გამოჩნდა და ცრუ ჰედრუმს ბუზის საკლავით დაუწყო ცემა. ამის შემდეგ კი, ტელე–ინჟინრებმა სიგნალის გათიშვა ისევ მოახერხეს.

ჩიკაგოში მომხდარი ამბავი, მთელ ქვეყანაში გავრცელდა და გამოძიებაც დაიწყო. მაგრამ, ამ ინციდენტის შესახებ, ვერაფერი გაარკვიეს.


ფლანანის კუნძულების შუქურას საიდუმლო

image


ერთი ისტორია რომ არა, რომელიც 1900 წ. მოხდა, ამ შუქურას შესახებ, ალბათ, არავინ დაწერდა. ეს ამბავი, ასე დაიწყო: ჩამვლელი ორთქლმავლის კაპიტანმა შენიშნა, რომ შუქურაზე სინათლე არ ენთო. თუმცა ამინდი, შუქურას მეთვალყურეს, მისი ჩართვას ავალდებულებდა... და უცნაურობა ამით არ დასრულებულა: არცერთი მეთვალყურე არ გამოეხმაურა გემიდან გაშვებულ სასიგნალო რაკეტების და საყვირს. ამის შემდეგ, შუქურასთან სანაპირო დაცვის მაშველი ჯოზეფ მური მივიდა. მან შენიშნა, რომ შუქურა უკვე დიდი ხნის წინ იყო მიტოვებული და მისი შენახვის და მომსახურების წესები დარღვეული იყო. მაგრამ, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ შუქურას ეკიპაჟმა, ის სპონტანურად და რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე დატოვა.

ეს ამბავი, მაშინვე ჭორებში გადაიზარდა, – ეკიპაჟის გაქრობის სავარაუდო მიზეზი ბევრი იყო, – ჯაშუშობიდან დაწყებული – ზღვის ურჩხულით დამთავრებული. ოფიციალური ვერსიის მიხედვით კი, შუქურას მეთვალყურეები ტალღამ გადარეცხა, რაც ასევე, ნაკლებად სავარაუდოა.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ვარსკვლავების 10 ყველაზე "ცეცხლოვანი" ცეკვა კინოში

* მისი წინასწარმეტყველება საზოგადოებას შოკში აგდებს – 10 უკვე ახდა... კიდევ რას უნდა ველოდოთ?

* "წითელი ტერორი" და პარალელები ჩვენს რეალობასთან

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
735
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
735
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0