საქართველო
"მიხვდით ხომ?! ფაფუ….. წავიდნენ"- რა პოსტს ავრცელებს თაკო ჩარკვიანი
1 მაისი, 10:09
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ოცნების" მიერ ორგანიზებულ კონტრაქცია - "საყოველთაო სახალხო შეკრებას" "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ხელისუფლებავ მიხვდით ხომ?! მიხვდით ხომ, რომ დასრულდით! ფაფუ …..წავიდნენ სახლში, არც კი დაელოდნენ მამამარჩენალს, ასეა, იდეა თუ არ არის სიცარიელეა, დამცირებაა და ეს ( ჩუმად გულში) -გულის სიღრმეში, პრინციპში თითქმის ყველა მორჩილმა თუ “ძალადდამორჩილებულმა”, უფრო ზუსტად-“ ნებითდამორჩილებულმა ”იცის......
მამული, ენა, სარწმუნოება, მხოლოდ ღირებულებებით შეიძლება დაიცვა, ვინც წაგვიბილწა მამული ენა და სარწმუნოება ანუ რუსეთმა, მათი მეხოტბეობით -მტერთან გარიგებით ვერავინ დაიცავს
ქატო იქა, ფქვილი აქა………ბიძო იქა, ხალხი აქა"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, პარლამენტის წინ "ოცნების" მიერ ორგანიზებული კონტრაქცია "საყოველთაო სახალხო შეკრება"გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდნენ. რეგიონებიდან საგანგებოდ მიკრო ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხის ნაწილი აქციაზე ბოლომდეც კი არ დარჩა და შეკრების ადგილი მალევე დატოვა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.