x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წავიკითხე.. ეშინია პოლონიუმის"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინ, პარლამენტის წინ "ოცნების" მიერ ორგანიზებულ კონტრაქცია - "საყოველთაო სახალხო შეკრებაზე" ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის სიტყვებში ამოკიხულ ფობიებზე საუბრობს:


"წავიკითხე ბიძინა


მაგრად ეშინია რევოლუციის - ხვდება რომ თბილისი დაკარგა და ეს მარშრუტკებით ჩამორეკილი და ორ საათში დაშლილი ადმინისტრაციული მასა ვერ უშველის.


ასევე ეშინია თაღლითურად მოპოვებული ქონების დაკარგვის.


ასევე ეშინია პოლონიუმის.


ასევე ეშინია, რომ მიშაც კი ვეღარ უშველის.


მოკლედ, უნდა მივაწვეთ და ყველა შიში აუხდება.


ანტიდასავლური ჯიჰადი 2.0 გამოაცხადა. პირველი დღიდან ამ განწყობაზეა, 10 წლის წინაც ასეთ რაღაცებს ლაპარაკობდა, ოღონდ ახლა მნიშვნელოვანი რამე შეიცვალა - გუშინ რამდენი ადამიანიც იყო მის წინააღმდეგ ქუჩაში, 10 წლის წინ იმის მეათასედი ვერ შეგროვდებოდა. დღეს ამას სისუსტე ალაპარაკებს.


თაღლითობით შეძენილ ქონებას რომ დაკარგავს ამის პარანოიდალური შიში აქვს როგორც ჩანს.
(მე არ მოსმენია, ჩემი ბრძენი მეგობარი აფასებს)."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის წინ "ოცნების" მიერ ორგანიზებული კონტრაქცია "საყოველთაო სახალხო შეკრება"გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდნენ. რეგიონებიდან საგანგებოდ მიკრო ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხის ნაწილი აქციაზე ბოლომდეც კი არ დარჩა და შეკრების ადგილი მალევე დატოვა.


საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.








0
316
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
316