საქართველო
"რას დასცინით ამ ქოცებს? რა რასიზმია?!"- რას წერს ნიკა გვარამია
29 აპრილი, 23:29
"ახალის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" კონტრაქციაზე საქართველოს დროშებით პაკისტანელი სტუდენტების გამოჩენას სოციალურ ქსელში იორნიული პოსტით ეხმაურება და წერს:
"ვერ გავიგე, რას დასცინით ამ ქოცებს? პაკისტანელი სტუდენტები არ შეიძლება ევროპის საწინააღმდეგო მარშზე იდგნენ? რა რასიზმია?! მალაიზიელი ბოტები თუ შეიძლება, პაკისტანელი მომიტინგეები ვითომ რატო არა?! მერე რა რომ ენაც სხვა აქვთ, მამულიც სხვა და სარწმუნოებაც ძაან სხვა?!"- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და უცხოელი სტუდენტების ფოტოებს აზიარებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ "ოცნების" მიერ ორგანიზებული კონტრაქცია "საყოველთაო სახალხო შეკრება"გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდნენ. რეგიონებიდან საგანგებოდ მიკრო ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხის ნაწილი აქციაზე ბოლომდეც კი არ დარჩა და შეკრების ადგილი დროზე ადრე დატოვა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.