საქართველო
"ჩემი კარიერა ამისთვის სი#ის წოდებით დაიწყო"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
29 აპრილი, 10:03
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას მიერ გადაცემა "იმედი LIVE" -ის ეთერში აქციის მონაწილეების შესახებ გაკეთებულ უხამსს განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
"ჩემი საჯარო კარიერა ამისთვის სირის წოდებით დაიწყო.
ასე გამიცნო ხალხმა.
მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა ბრძნული ნაბიჯი იყო საჯარო კარიერის ყალბი ავტორიტეტებისთვის სახის ჩამოხევით დაწყება.
არც კი მეგონა, რომ ჩემი სიტყვები ვინმეს აინტერესებს. "- ვკითხულობთ "ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერის ფეისბუქპოსტში.
"ქალი დავინახე, ყვიროდა, რომ მამაკაცის ასო ჩვენ აღარ გვჭირდებაო, ნუ, რა არის ახლა ეს? კანონიც არ სჭირდებათ, ესეც არ სჭირდებათ, მარტის კატებივით დარბიან მთელ ქალაქში" - განაცხადა რობერტ სტურუამ "იმედის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს" გაიმართა. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა მხუთავი აირი და წიწაკის სპრეი. ადგილზე იყო მობილიზებული როგორც სპეცრაზმი, ასევე რობოკოპებიც.
ცნობისთვის, ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი "აგენტების შესახებ" პირველი მოსმენით 2024 წლის 17 აპრილს დაამტკიცეს. მეორე საკომიტეტო მოსმენა კი ორშაბათს, 09:00 საათზეა დაგეგმილი. პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით გატანის თარიღი დაზუსტებული არ არის. მესამე და საბოლოო მოსმენით კანონპროექტის მიღების სავარაუდო თარიღი კი 17 მაისია.