x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 კინოხრიკი, რომლის შესახებ მაყურებელმა არაფერი იცის

მოგეხსენებათ, პროფესიონალური ფილმების გადაღება, განსაკუთრებით, თუ ის ექშენ–ჟანრშია და გაჯერებულია სხვადასხვა ილეთებით, დიდი ძალისხმევას და ფინანსებს საჭიროებს. მაგრამ, საბედნიეროდ, ნაკლები დანახარჯებით, სასურველი შედეგის მისაღებად, წლების მანძილზე, დამუშავებული ხრიკები არსებობს. აქ სწორედ, რამდენიმე მათგანს გთავაზობთ!


მინი–აფეთქება
image


მანქანის, ან თუნდაც, მთელი ცათამბჯენის აფეთქების სცენის გადასაღებად, იმის მოფიქრება საჭირო, რომ რამდენიმე წუთიანი სცენის გამო, ჰაერში მილიონების გაშვება არ მოხდეს. სწორედ ამიტომ, ასეთი კადრების გადასაღებად, კომპიუტერული ტექნოლოგიები გამოიყენება. ხოლო ზოგჯერ, უფრო რეალისტური ახლო კადრების გადასაღებად, ვითომ დაზიანებული ობიექტების, მაკეტებით ჩანაცვლება ხდება.


ხელოვნური სტატისტები
image


ხშირად, შეგიძლიათ ნახოთ სცენები, სადაც უკანა ფონზე, დიდი რაოდენობით ხალხია. ეს, მომავალი ფილმის ბიუჯეტისთვის, საკმაოდ ძვირი ჯდება და ამიტომ, აქაც დასახმარებლად, კომპიუტერული გრაფიკა მოდის და ერთგვაროვანი ელემენტების გამრავლება სრულიად მარტივად ხდება. გარდა ამისა, უფრო რეალისტური გამოსახულების შესაქმნელად, არც მანეკენების გამოყენება არის იშვიათობა — როდესაც უკანა ფონი ბუნდოვანია, ამ ხრიკით შექმნილი კადრები, საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება.


ნარკოტიკის ჩანაცვლებაimage


ხოლო, როდესაც ფილმში ნარკოტიკების მოხმარების სცენას ვუყურებთ, რა თქმა უნდა, ვიცით რომ ეს რეალური ნარკოტიკი არ არის. ჩვეულებრივ, მათი ჩანაცვლება შაქრის პუდრით, დაფხვნილი ვიტამინით, ან რძის ფხვნილით ხდება.


სიროფი და პომიდვრის წვენი, სისხლის ნაცვლადimage


ნატურალური სისხლის, პომიდვრის წვენით ჩანაცვლების, უკვე ცნობილი მეთოდის გარდა, ასევე დიდი პოპულარობით, სიმინდის სიროფიც სარგებლობს, რომელსაც საკვებ საღებავს ამატებენ.



საწოლის სცენების პიკანტურობა
image


ეროტიკულ ფილმებში, არც საწოლის სცენებია რეალური. მსახიობმა თავი უხერხულად რომ არ იგრძნოს, მსგავსი კადრების გადაღებისას, სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ: ხორცისფერი კოლგოტები და საცვლები. გარდა ამისა, «პარტნიორი» შეიძლება სილიკონის თოჯინაც იყოს, რომელიც რა თქმა უნდა, კადრებში ამოჭრილი იქნება.


სიგარეტი ნიკოტინის გარეშე
image


მოწევის მიმართ, დადებითი დამოკიდებულება, ყველა მსახიობს არ აქვს და ამ შემთხვევაში, გამოსავალი მცენარეების საფუძველზე დამზადებული, უნიკოტინო სიგარეტი არის. ეს ძალიან მოსახერხებელია და თან უსაფრთხო.


ტკბილი ნამსხვრევები
image


ფილმებში ნამდვილი მინის გატეხა, მსახიობისთვის საშიში იქნებოდა — განსაკუთრებით, თუ მისი გატეხა, მთელი სხეულით არის საჭირო. ამიტომ, ამისთვის მინა კი არა, შაქრით დამზადებული კარამელი გამოიყენება, რომელსაც არანაირი ზიანის მოტანა არ შეუძლია. ბოლო დროს პოპულარობას, თხელი პოლიმერისგან დამზადებული «მინაც» იკრეფს.


საუბარი საჭესთანimage


დამეთანხმებით, გასაკვირია, როცა ფილმში, მძღოლი გზას საერთოდ არ უყურებს და მგზავრებთან, ან ტელეფონზე საუბრობს. ფანჯრიდან კი, პეიზაჟები ჩანს, რომელიც ძალიან სწრაფად და რეალისტურად იცვლება. სინამდვილეში, ასეთი კადრების გადაღებისას, ავტომობილი და მთელი გადამღები ჯგუფი, მეორე ავტომობილზეა მოთავსებული და სწორედ ის გადაადგილდება, ხოლო მსახიობები მანქანაში სხედან და საუბრობენ.


აკვარელის ცა
image


ღრუბლების ეფექტის შესაქმნელად, საკმარისია წყლის ჭურჭელში რამდენიმე წვეთი საღებავის ან რძის ჩასხმა და მისი კამერის წინ დადგმა. ეს კომპიუტერულ გრაფიკაზე თანხის დაზოგვის საშუალებას იძლევა და შესაფერისი ამინდის ლოდინიც არ არის საჭირო.


ფეიერვერკი ტყვიების ნაცვლად
image


და რა თქმა უნდა, ხმის რეჟისორების ოსტატობაც უნდა აღვნიშნოთ. როგორ ფიქრობთ, რას აკეთებენ, თუ მაგ., თავის ქალის, ან დრაკონის კვერცხის გატეხის ხმა გვესმის? ამ შემთხვევაში, ფილმის გახმოვანებისას, მაშველი რგოლი საზამთროა. ხოლო, სროლების ჩანაცვლება, ფეიერვერკის ხმებით ხდება. ფრთების მოძრაობის ხმის იმიტირება კი, წიგნის ფურცლებით შეიძლება. მთავარია — ცოტა ფანტაზია და ყველაფერი მარტივად გამოდის...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ალექსანდრე მაკედონელის დედა – გვამებით გაკვალული გზა და ჩაქოლვით სიკვდილი

* ამ გამოცანებზე სწორი პასუხის გაცემას მხოლოდ 10% ახერხებს (პასუხები აქვს)

* პასკის რეცეპტი (1 თვე ახალივით არის)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
330
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0