x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კოკაინი და მამათმავლობა - რევოლუციამდელი რუსეთის აღვირახსნილი გართობები

image


ისტორია გვარწმუნებს რომ ადრე ადამიანები ბევრად უფრო ღვთისმოსავი და ყოველგვარ მანკიერებას მოკლებულნი იყვნენ, თუმცა საკმარისია თვალი თანამედროვეთა წერილებსა და დღიურებს გადავავლოთ, რომ ცხადი ხდება - ისტორია ბევრ ფაქტს შეგნებულად მალავს.




"სქესის მსახურები"


image

თავდაპირველად, პროსტიტუცია აკრძალული იყო, თუმცა მას შემდეგ რაც სამეფო ტახტზე ნიკოლოზ I ავიდა, სრულიად ნათელი გახდა, რომ აღნიშნული საქმიანობით დაკავებულ პირებს არანაირი სასჯელი არ ემუქრებოდათ, პირიქით, 1843 წელს "სამედიცინო-პოლიციური კომიტეტი" შეიქმნა, რომელსაც ყველა მეძავი უნდა დაერეგისტრირებინა, და ასევე ყველა ბორდელი გაეკონტროლებინა, ასევე პასპორტის ნაცვლად, ყველა "ღამის პეპელას" "შემცვლელი ბილეთი" გადაეცემოდა, რომელსაც მალევე, მისი ფერის გამო ხალხმა მას "ყვითელი ბილეთი" შეარქვა.


image


საინტერესოა, რომ გოგონებს "სტუმრების" მიღება კვირაობით, წირვის დასრულებამდე და წმინდა კვირას ეკრძალებოდა, თუმცა ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროსტიტუცია კვლავ აიკრძალა. რეგლამენტის თანახმად, ბორდელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და ეკლესიიდან 300 მეტრზე ახლოს არ უნდა ყოფილიყო.



მამათმავლობა


image


რუსეთში ერთსქესიანთა სიყვარული დასჯადი მხოლოდ 1866 წლიდან გახდა, მანამდე მათ მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ ტოლერანტული იყო. ასე, მაგალითად, პეტერბურგში იმ ადგილების სიაც კი არსებობდა, სადაც ჰომოსექსუალები ერთმანეთს ეცნობოდნენ. მაგალითად, ტაურიდის ბაღში, მეძავ მამაკაცთან შეხვედრაც კი შეიძლებოდა.



image



ასეთი შეხვედრის ადგილები ქალაქის აბანოებშიც არსებობდა, სადაც მსურველებს მომსახურე პერსონალთან განმარტოება და დროის სასიამოვნოდ გატარება შეეძლო.


image

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოსკოვსა და პეტერბურგში ჰომოსექსუალური ტერმინები ჩნდება, მდიდარ მამაკაცებს, რომლებსაც თავისივე სქესის წარმომადგენლების მიმართ სექსუალური ინტერესი და ლტოლვა გააჩნდათ "დეიდებს" უწოდებდნენ, საუკუნის ბოლოს ყველა ჰომოსექსუალს სწორედ ასე ეძახდნენ, ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში მათ უკვე "ცისფერის" ტერმინითაც მოიხსენიებენ.




ნარკოტიკები


image


რაც შეეხება ნარკოტიკებს, ის უფრო მდიდრებისთვის და შეძლებული ფენის წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი. თავიდან ბოჰემა თავს ოპიუმით ინებივრებდა, თუმცა შემდეგ დასავლეთიდან მორფინიც შემოვიდა, რომელიც ძირითადად, ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ იყიდებოდა, ხოლო მედიცინაში ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გამოიყენებოდა.


image


თუმცა ყველაზე პოპულარულ ნარკოტიკულ საშუალებად რუსეთში მაინც კოკაინი იქცა. თავდაპირველად ის ნევროზების, სიფილისის, ალკოჰოლიზმისა და მორფინის დამოკიდებულების სამკურნალოდ იყო განკუთვნილი.








0
903
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
903