x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბიანკა ცენსორის პროვოკაციული "ლუქები" რომლითაც მთელს მსოფლიოს შოკში აგდებს

image


2023 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქანიე უესტი ბიანკა ცენსორიზე დაქორწინდა. რეპერი კიმ კარდაშიანთან განქორწინების შემდეგ საკმაოდ ხშირად იცვლიდა ქალებს, ამიტომ ბიანკაზე ქორწინება მოწმენდილ ცაზე, მეხის გავარდნას ჰგავდა.


image



კიმის ოჯახთან დაახლოებული პირები მაშინ დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ ისინი ამ ქორწილს სერიოზულად არ უყურებდნენ, რადგან წყვილს შორის არნაირი სიყვარული არ იყო, თუმცა წელი იწურება და ქანიე ბიანკას ჯერ კიდევ არ დაშორებულა. რა არის ცნობილი რეპერის იდუმალ მეუღლეზე?




ბიანკა ცენსორის პროფესია და საქმიანობა


image


27 წლის ბიანკა ცენსორი პირველ რიგში ცნობილია, როგორც ბრენდ "Yeezy"-ის დიზაინერი, რომელსაც რეპერი და ცნობილი ბიზნესმენი ქანიე უესტი ფლობს. გოგონამ მელბურნის უნივერსიტეტი დაამთავრა, 2017 წელს აიღო არქიტექტურის ბაკალავრის ხარისხი, 2020 წელს კი - მაგისტრის ხარისხი. მოგვიანებით გაირკვა, რომ "Yeezy"-მდე მას საიუველირო ბრენდი "Nylons Jewellery"-ი ჰქონდა, თუმცა ქანიესთან მუშაობის დაწყების შემდეგ, ბიანკა საიუველირო ბრენდს საერთოდ ჩამოცილდა, - ამის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის შემდეგ აღარ მოიპოვება.





ბიანკა ცენსორის ქანიესთან ურთიერთობა



image


ინსაიდერების ინფორმაციით, ქანიემ და ბიანკამ ერთმანეთი 2020 წელს სოციალურ ქსელებში გაიცნეს. რეპერმა გოგონას პირველმა მისწერა და ისიც მაგისტრატურის დასრულებითანავე მელბურნიდან პირდაპირ ლოს-ანჯელესში გაეშურა, სადაც მუშაობა მის კომპანია "Yeezy"-ში დაიწყო, სწორედ იქიდან იწყება მათი სამსახურეობრივი რომანიც. ქანიეს ოფიციალური განქორწინების შემდეგ წყვილი საკმაოდ მალევე დაქორწინდა.




ბიანკა ცენსორის ეპატაჟური სტილი



image


ქორწილამდე ბიანკა გრძელ თმას ატარებდა და ზოგადად, თავისი სტილით ძალიან ჰგავდა კიმ კარდაშიანს. სავსე ბიუსტი, გაშლილი გრძელი თმა და დიდი თეძოები. ბაძავდა თუ არა ბიანკა განზრახ კიმს უცნობია, თუმცა როგორც თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, ადრე ის ბევრად უფრო ქალურად გამოიყურებოდა.


image


საიდუმლო არ არის რომ ქანიეს თავისი ქალების სტილში კორექტივები ყოველთვის შეჰქონდა. ამის შესახებ თავად კიმიც კი საუბრობდა, რაც მოგვიანებით ჯულია ფოქსმაც დაადასტურა. ქორწილის შემდეგ ბიანკას გარეგნობა საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა ეპატაჟური სტილით მას არც თავად მილიარდერი მუსიკოსი ჩამორჩება, რომელიც პუბლიკას დროდადრო არანაკლებ "ანერვიულებს".


image


პირველ რიგში, ბიანკამ "პიქსის" ვარცხნილობა გაიკეთა და თმა ქერად შეიღება. ახალი იმიჯი მას აშკარად უხდება, თუმცა მისი ქალურობა, რბილად რომ ვთქვათ, უკვალოდ გაქრა.


image



რატომ აიძულებს ქანიე ცოლს მხოლოდ კოლგოტის ტარებას? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია...



image

ამასთან, მისი ეს ეპატაჟური სტილი საკმაოდ უცნაურად და გამომწვევად გამოიყურება. იქმნება განცდა, რომ ეს კიმის "ლუქის" ერთგვარი გამეორებაა, საუბარია "Met Gala"-ზე, როდესაც ის წითელ ხალიჩაზე მონოტონურ შავი ფერის კოსტიუმში გამოწყობილი გამოჩნდა, რომელიც მას ასევე სახესაც უფარავდა. შეიძლება ტიპს სიყვარულის გამოხატვის ასეთი უცნაური ფორმა აქვს, ან შეიძლება უბრალოდ დესპოტია ან ის საერთოდ "ტვეობაში" ჰყავს!?


image



იმედი ვიქონიოთ, რომ რომ ბიანკა ამ ურთიერთობაში თავს კარგად გრძნობს და თავს არ დაკარგავს მეუღლის მხრიდან მის სტილზე განუწყვეტელი ექსპერიმენტების ძიებაში, წინააღმდეგ შემთხვევეაში მასაც სავარაუდოდ, "მოსიყვარულე" ქმრისგან გაქცევა მოუწევს...


imageimageimageimageimage









0
394
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
394