სხვა თავისუფლების და პროტესტის სიმბოლო - გორგოლაჭებიან ციგურებზე მოსრიალე გოგონების 22 ფოტო 26 აპრილი, 20:47 გორგოლაჭებიანი ციგურების მოდა 70–იანი წლებიდან მოდის და მას შემდეგ აქტუალობა არ დაუკარგავს. ზოგისთვის მხოლოდ თავისუფალი დროის გატარების საშუალებაა, ზოგისთვის სერიოზული სპორტი. ამ ნაკრებში შესული ახალგაზრდებისთვის კი სხეულის იდეალური ფორმების შენარჩუნების გზაც.
გორგოლაჭებიანი ციგურების პოპულარობის საიდუმლო, რომელიც 50 წელი გრძელდება, საკმაოდ მარტივია. ფეხსაცმელზე დამაგრებული მარტივი მოწყობილობა თავისუფლების და ერთგვარი პროტესტის სიმბოლოდ იქცა. გორგოლაჭებიანი ციგურა კიდევ უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ველოსიპედი. მისი ათვისებისას სრული დამოუკიდებლობა შეგიძლიათ მიიღოთ. ადამიანებს, რომლებიც ამ „ტრანსპორტს“ იყენებენ, არ სჭირდებათ ავტოსადგომი ან ჩამკეტი ქურდობის საწინააღმდეგოდ. უკიდურეს შემთხვევაში, გორგოლაჭები შეგიძლიათ მოხსნათ და შეინახოთ. ადვილი შესამჩნევია, რომ ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ გორგოლაჭებიანი ციგურებით სრიალს, სწრაფად იღებენ კარგ ფიზიკურ ფორმას, ამიტომაც გოგოებს გორგოლაჭებიანი ციგურები უყვართ. გორგოლაჭებიანი ციგურა ფიტნეს კლუბებში ვარჯიშს სწრაფად ცვლის და კალორიებს ჩვეულებრივ სირბილზე უფრო სწრაფად წვავს. დაგვეთანხმეთ, უფრო სასიამოვნოა ხეივანში ქროლვა ქარის სიჩქარით, ვიდრე დახუთულ შენობაში სიმძიმეების აწევა ან სარბენ ბილიკზე სირბილი. მართალია, ამ სპორტს სერიოზული მინუსი აქვს. მხოლოდ თბილ და მშრალ ამინდში არის აქტუალური. არის ადგილი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს სამოთხე მოსრიალეებისთვის. ქვეყნებში, სადაც ზამთარი არ არის, მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ისრიალოთ გორგოლაჭებიანი ციგურებით. გასაკვირი არ არის, რომ ამ სპორტის მოდა მოვიდა კალიფორნიიდან, სადაც 70–იან წლებში ყველა გორგოლაჭებზე იდგა. ასევე დაგაინტერესებთ: „გამოიძახეთ ეგზორცისტი“ – წარმოუდგენლად მოქნილი გოგოების 15 ფოტო, რომელიც ცოტა გვაშინებს 15 ყველაზე სექსუალური მოქმედი სპორტსმენი ქალი ინტერნეტის მომხმარებლების აზრით 11 ფაქტი სინქრონულ ცურვაზე, რომლის გაგების შემდეგ უბრალო ხალხი კითხულობს: რაო, რაო? სილამაზე საშინელი ძალაა: ცნობილმა სპორტსმენმა ქალებმა აჩვენეს, როგორ გამოიყურებიან კაბებში მომაჯადოებელი სილამაზის სპორტსმენები, რომლებიც ყველაზე მიმზიდველთა ტოპში მოხვდნენ ბოდიბილდერმა ქალური კაბა ჩაიცვა. ნახეთ, როგორ გამოიყურება 661 შეფასება არ არის |