x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა არის "ბრინჯხორცი": იაპონელმა მეცნიერებმა ახალი პროდუქტი გამოიგონეს
თანამედროვე მეცნიერები არა მხოლოდ ახალ მასალებს და ტექნოლოგიებს, არამედ ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან. ვერავის გააკვირვებთ ხელოვნური ხორცით – არის რესტორნები, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ სინჯარაში მოყვანილი ძროხის და ღორის ხორცის დაგემოვნებას.



აი, იაპონელები შორს წავიდნენ და გამოიგონეს "ბრინჯხორცი", რომელიც მცენარეულ და ცხოველურ ცილებს აერთიანებს.



image



ახალი კერძი გარეგნულად ვარდისფერ ბრინჯის ფაფას ჰგავს. ძროხის ხორცის და ბრინჯის მსგავსი გემო აქვს. დეგუსტატორების თქმით, თეფშზე დახედვის გარეშე გაგიჭირდებათ იმის თქმა, რომ ეს ის არ არის, რისი გემოც აქვს. "ბრინჯხორცის" წარმოების ტექნოლოგიას მარტივს და ხელმისაწვდომს ვერ ვუწოდებთ.



image




ბრინჯის და ძროხის ხორცის ჰიბრიდის შესაქმნელად კუნთოვანი და ცხიმოვანი ღეროვანი უჯრედები მარცვლებში ინერგება. შემდეგ მიღებული ნახევრად მზა პროდუქტი იგზავნება სპეციალურ ინკუბატორში. იქ "ბრინჯხორცს" 6 დღე სჭირდება საბოლოო კონდიციის მისაღწევად. ამის შემდეგ ვარდისფერი ფაფა ძროხის ხორცის გემოთი საჭმელად მზად არის.



მეცნიერები თვლიან, რომ ახალ პროდუქტს სერიოზული პერსპექტივები აქვს. გემრიელი და ნოყიერი პროდუქტი წარმოების რთული ტექნოლოგიის გამო ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა უკვე იგეგმება "ბრინჯხორცის" ჩასმა ასტრონავტების და სამხედროების კვების რაციონში.



ასევე მისი გამოყენება ხსნა იქნება რეგიონებში, სადაც საკვების სერიოზული პრობლემები არის. ასეთი პროდუქტის ტრანსპორტირება და შენახვა უფრო მარტივია, ვიდრე ცალკე ბრინჯის და ხორცის ტრანსპორტირება.



image



მომავალში "ბრინჯხორცის" წარმოება დიდი მოცულობით იქნება შესაძლებელი. მისი შემქმნელები თვლიან, რომ მომავალში მისი ფასი კილოგრამზე 2 დოლარს არ გადააჭარბებს.



ბრინჯი ბევრ ქვეყანაში კვების მთავარი პროდუქტია. შესაფერისი კლიმატის მქონე რეგიონებში ამ მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის. აი, პირუტყვის მოშენება ბევრისთვის მიუწვდომელია. ისღა დაგვრჩენია დავამატოთ, რომ მეცნიერების გამოგონება აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისთვის.



ასევე დაგაინტერესებთ:

მეცნიერებმა შექმნეს "ხელოვნური ოქრო": ამან შეიძლება გამოიწვიოს რევოლუცია ელექტრონიკაში

ახლა შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ციფრული კლონი – ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქცია

დღისით იტენება, ღამით რგავს: ავტონომიური რობოტი უდაბნოს გასამწვანებლად

რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია


0
185
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
185