x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"გაფრინდნენ... საქორწინო მოგზაურობაში!"
image

"გაფრინდნენ... საქორწინო მოგზაურობაში!


თუმცა, ჯერ სტრასბურგში შეივლიან, მოსყიდულებს ევროებს მიუტანენ “მკაცრი'' რეზოლუციის მიღებისთვის და სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებისთვის.

აბა, რაააა, ხელმა ხელი უნდა დაბანოს, დემოკრატიის სახელით მოჩათლახე დეპუტატებსაც უნდათ კაი ჭამა და ჩაცმა-დახურვა, ხელფასები არ ჰყოფნით, ცხოვრება გაძვირდა, ოჯახი კიდენა ხრამია.



ავი ენები ამბობენ, ლობისტებს გასამრჯელო უნდა ჩაუტანონო. ლობისტები კიდე სხვები არიან. ცოტა ხანში ამერიკული “ფარა'', ჩვენში რატომღაც რუსული რომ არი, გვამცნობს, ვის რამდენი მილიონი შესტენეს მიხოზე ახალი სისულელეების სალაპარაკოდ.

ნობელის ე.წ. ლაურეატი რომ ჩამოიყვანეს და პენსიონერი ორთოპედი აღმოჩნდა, გახსოვთ? მაშინ სააკაშვილის “ადუკანტ'' ხაჭაპურიძეს მივწერე, ეგ თქვენი ლაურეატი არსად იძებნება, თვითმარქვია ხომ არ არის-მეთქი? ეგაო, ჯგუფური ლაურეატია, ჯგუფურიო.

რა ჯგუფური-მეთქი?

ჯგუფურად მიიღო რომელიღაცა კლინიკამ ნობელის პრემია და ეგეც იქ მოჰყვაო.

გადავამოწმე, არც ჯგუფურში აღმოჩნდა... მე მგონი, გიულის კბილა მოხუცი ორთოპედიც არ იყო, უბრალო ხარაზი ჩამოიყვანეს.

ჰოდა, ახლაც მოძებნიან ახალ ხარაზს, ან ხაბაზს და ნობელიანტობას დააბრალებენ.


გიულ-დედულას ეკითხებიან - სად მიდიხართო?

სადაც საჭიროა, იქაო! - თქვა გამწყრალი გამომეტყველებით.

ჩალაძესაც ჰკითხეს.

ამან - იქაო.

სად იქაო?

ეგ საიდუმლო ჩვენ დაგვიტოვეთო.

სწორედ ეგ არი - საქორწინო მოგზაურობა. მაგას ასაიდუმლოებენ ხოლმე დაქორწინებულები, ემანდ თვალი არ გვეცესო.

გიულ-დედულას ისევ ჰკითხეს - საით გაგიწევიათო?

არ ვარ ვალდებული, ანგარიში ჩაგაბაროთო.

მართლაც, როგორი ჩასაბარებელია ანგარიში, როცა საქორწინო მოგზაურობაში მიდიხარ და თან სტრასბურგში უნდა შეიარო?!-ავოიე!!!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.


შეგახსენებთ, სულ ახლახან ევროპარლამენტმა, 425 ხმით 30-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ხუთი საპარლამენტო ჯგუფის მიერ წარდგენილ ერთობლივ რეზოლუციას „საქართველოში „უცხოელი აგენტების კანონის“ ხელახალი შემოღების მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.

რეზოლუციის პროექტი გუშინ გახდა ცნობილი.თუმცა, დღევანდელი კენჭისყრის დროს გუშინ გავრცელებულ რეზოლუციის პროექტს რამდენიმე შესწორება დაემატა, რომელიც ინიცირებული იყო ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგასა და ურმას პაეტის მიერ.

კერძოდ, საუბარია შემდეგი სახის შესწორებებზე:


1- გმობს აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნებული და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის კურსისთვის ძირის გამოთხრის მორიგ მცდელობაში, რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნებით. კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და მისი ხალხის ინტერესების წინააღმდეგოდ მუშაობისთვის;


2-კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება მისცეს; აღნიშნავს, რომ მისი საქმე კიდევ უფრო ხაზს უსვამს მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას;


3-მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია;


4-მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, გააუქმოს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ლგბტქ უფლებებს, რაც წარმოადგენს თავდასხმას არა მხოლოდ ლგბტქ თემზე, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე;

0
285
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0