შოუბიზნესი ახლოდან - ყველა ნაკლი ჩანს: როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში ჰოლივუდის ვარსკვლავები 25 აპრილი, 15:21 მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები სცენაზეც და წითელ ხალიჩაზეც იდეალურად გამოიყურებიან. მათი სრულყოფილებით მოხიბლული მოზარდი გოგონები კი თავდავიწყებით ცდილობენ როგორმე თავიანთ სათაყვანებელ კერპებს დაემსგავსონ, მაგრამ ეს იდეა თავიდანვე წარუმატებლობისთვის არის განწირული, ვინაიდან ვარსკვლავების სრულყოფილება დიდწილად სწორედ სტილისტებისა და პლასტიკური ქირურგების დამსახურებაა. გახსოვდეთ, რომ სელებრითებიც ისეთივე ადამიანები არიან თავიანთი ნაკლოვანებებითა და ღირსებებით როგორც ჩვენ.ნაომი კემპბელივარსკვლავი თავისი სიმელოტის დამალვას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომელიც მას პოდიუმზე ყოფნისას განუვითარდა. თმაზე ჩატარებულმა დაუსრულებელმა ექსპერიმენტებმა მის სკალპზე ნეგატიური გავლენა იქონია. სიმელოტის დამალვით გადაღლილი მოდელი პერიოდულად საზოგადოებაში პარიკის გარეშეც კი ჩნდება.უმა თურმანირეჟისორ კვენტინ ტარანტინოს ცნობილი ფილმის "მოკალი ბილი"-ს წარმოუდგენლად სპორტულ და მოხდენილ ვარსკვლავს კანის მდგომარეობა და თეძოსა და დუნდულებზე გამოხატული ცელულიტი დიდი ხნის განმავლობაში აღელვებდა, თუმცა "ფორთოხლის კანის" წინააღმდეგ ბრძოლაში სელებრითს ვერაფერმა უშველა და ისიც სხეულზე მის არსებობას საბოლოოდ შეეგუა. დღესდღეობით, მსახიობს კანის უსწორმასწორო ზედაპირი ყველაზე ნაკლებად ადარდებს.ელიზაბეტ ჰარლიჰეითერებს იმდენად სურდათ მომხიბვლელი მსახიობის გარეგნობაში რაიმე ნაკლის პოვნა რომ გამადიდებელი შუშით პედიკურიც კი შეუმოწმეს, რომელიც სელებრითს არც იმდენად იდეალურ მდგომრეობაში აღმოაჩნდა. ჰეითერები ერთხმად აღშფოთდნენ როგორ შეიძლებოდა ჰოლივუდელ ვარსკვლავს ასეთი მოუვლელი ფრჩხილები ჰქონოდა, თუმცა ჰარლის მსგავსი შინაარსის კომენტარებისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია.ჯეისონ მომოამსახიობი თავისი საქციელით აჩვენებს, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია და არა აკვამენი, ამიტომ გადასაღები მოედნის მიღმა ჯეისონს შეუძლია თავს ჩიფსებისა და ბურგერების მირთმევის უფლებაც კი მისცეს. ჰოლივუდის ვარსკვლავმა იცის, როგორ მოიყვანოს სხეული ფორმაში მომდევნო გმირი - მეომრის როლისთვის.პერის ჰილტონიმსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელის "Hilton Hotels"-ის მემკვიდრეს დაბადებიდან ამბლიოპია აღენიშნება და ფოტოგრაფების წინაშე პოზირებას ყოველთვის მარჯვენა მხრიდან ცდილობს. მართალია, ჰილტონს ამაზე საუბარი არ უყვარს და ყოველ ხელსაყრელ მომენტში თავისი ე.წ. "ზარმაცი თვალის" დემონსტრირებასაც ერიდება, თუმცა სელებრითი აღნიშნული პრობლემის შესახებ არც იმდენად განიცდის.
|