x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:136008
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510279
მაია ასათიანი ასახელებს 3 ჭორს, რომლებიც მის შესახებ ვრცელდება
image

ყოფილი ტელეჟურნალისტი და ამჟამად ალტერბრიჯში ტელესახელოსნო "პრაქტიკული კურსები დამწყები ტელეჟურნალისტისთვის" საავტორო კურსების დამფუძნებელი მაია ასათიანი მასზე გავრცელებულ ჭორების შესახებ საუბრობს, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების თუ ფეისბუქჯგუფებიდან ვრცელდება.



"მეგობრებო, რა დროს ეს არის მაგრამ, ისე მეშლება ხოლმე ნერვები ტროლსააგენტოების მიერ გავრცელებულ ნიუსებზე, რომელიც არის აბსოლუტური ტყუილი...


სამი ტიპის ნიუსი ვრცელედება ხოლმე, ერთი, რომ ორსულად ვარ, ნუ ეს უკვე აღარ მუშაობს, იმიტომ, რომ გაირკვეოდა, აქამდე ცხრა ბავშვი გაჩნდებოდა; მეორე რომ ბავშვი ავიყვანე და მესამე რომ თავი მოვიკალი - აი, ესეა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა...



აი ძალიან გთხოვთ, ბოლო სამი წელია არავისთვის ინტერვიუ არ მიმიცია, ეკრანზე არ ვჩანვარ, თუ რამე ხდება ჩემს ცხოვრებაში ჩემი "ინსტაგრამიდან" გაიგებთ. ქუჩაში მხვდება ხალხი და მილოცავს, თავიდან ვერ ვხვდებოდი რას მილოცავდნენ..."-ამბობს ვიდეომიმართვაში მაია ასათიანი.


შეგახსენებთ, რომ მაია ასათიანის ჟურნალისტური კარიერა 15 წლის ასაკიდან იწყება, იყო საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.თუმცა უპირველეს ყოვლისა ცნობილი გახდა აპოლიტიკური ტელეშოუთი" პროფილი", რომელიც 2007 წლიდან გადიოდა, ჯერ ტელეკომპანია "მზის", შემდეგ "რუსთავი-2"ის, ბოლოს კი ცოტა ხნით "ტვ პირველის" ეთერში.


გადაცემა აგერ უკვე სამი წელია დაიხურა და როგორც ჩანს საბოლოოდ.მაია ასათიანი ასევე თამაშობდა ფილმში "ოცნების ქალაქი"(2010წელი).ამჟამად მაია ასათიანი ალტერბრიჯში ტელესახელოსნო "პრაქტიკული კურსები დამწყები ტელეჟურნალისტისთვის" ლექციებს ატარებს.

1
280
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
280
  
25 აპრილი, 18:32
მე მგონი ეს ქალი პლასმასისგანაა გაკეტებული. რეზინისაგან მაინც ყოფილიყო რაღაცაში გამოდგებოდა.
0 1 1