ამოცანები ამ გამოცანებზე სწორი პასუხის გაცემას მხოლოდ 10% ახერხებს (პასუხები აქვს) 26 აპრილი, 11:16 გამოცანა Iმაგიდაზე 70 ფურცელია. შეგიძლიათ 10 ფურცელი 10 წამში გადათვალოთ. დაასახელეთ მინიმალური დრო, 50 ფურცლის გადასათვლელად? გამოცანა IIდაასახელეთ ის, რისი აღებაც შეგიძლიათ მარცხენა ხელით, მაგრამ ვერ აიღებთ — მარჯვენა ხელით? გამოცანა IIIროდესაც ყველაფერი ჩანს, მას ვერ ხედავთ. ხოლო, როდესაც არაფერი ჩანს – მას ხედავთ. რა არის? გამოცანა IVპროფესორმა მეგობრების სალათით გამასპინძლება გადაწყვიტა. მას დასჭირდა 3 წიწაკა, ამდენივე პომიდორი, კიტრი უფრო ნაკლები, ვიდრე პომიდორი, მაგრამ უფრო მეტი, ვიდრე ბოლოკი. სულ რა რაოდენობის ბოსტნეული გამოიყენა? გამოცანა Vხიდის წინ სატვირთო გაჩერდა. მას სახურავის დაზიანების გარეშე, მის ქვეშ გავლა არ შეეძლო – სიმაღლეში სულ რამდენიმე სანტიმეტრი აკლდა. მძღოლი სრულ დაბნეულობაში იყო, ვიდრე მის გვერდით ჩამვლელმა პატარა გოგონამ პრობლემის გადაწყვეტის გზა არ უკარნახა... და უკვე რამდენიმე წუთში, მანქანამ ხიდის ქვეშ, უპრობლემოდ გაიარა. რა ურჩია გოგონამ მძღოლს? პასუხები:I. 20 წამი. შეგიძლიათ გადათვალოთ 20 ფურცელი, რადგან ფურცლების რაოდენობა ცნობილია. 70–20=50, ანუ 50 ფურცელს 20 წამში გადათვლით. II. მარჯვენა ხელის იდაყვი. III. სიბნელე IV. ცხრა ცალი ბოსტნეული. 3 წიწაკა + 3 პომიდორი + 2 კიტრი + 1 ბოლოკი. V. ურჩია, რომ საბურავები დაეშვა. მანქანის სიმაღლე, ამ შემთხვევაში, რამდენიმე სანტიმეტრით შემცირდებოდა და ხიდის ქვეშ გაეტეოდა. არხის სხვა სიახლეები:* 10 მითი ევოლუციის შესახებ, რომლისაც სულ ტყუილად გვჯერა (I ნაწილი)* 15 უმარტივესი გამოცანა, ტვინის გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)* ყველაზე უსარგებლო ნივთები, რომლის ნახვა სავაჭრო ქსელში შეიძლება* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?432 2-ს მოსწონს
|