x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139005
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512553
რა უნდა ვიცოდეთ მუცლის კედლის თიაქრებზე? – ინტერვიუ აბდომინურ ქირურგთან
image

მუც­ლის კედ­ლის თი­ა­ქა­რი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი პა­თო­ლო­გი­აა. ის პო­პუ­ლა­ცი­ის 1.5-2%-ს უვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა მისი გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი მო­სახ­ლე­ო­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 4-5%-ს აქვს. გარ­და იმი­სა, რომ თი­ა­ქა­რი პა­ცი­ენტს დიდ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის, მან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.


რა არის მუც­ლის კედ­ლის თი­ა­ქა­რი და რა ახ­დენს მის პრო­ვო­ცი­რე­ბას? რო­გო­რია და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი? პა­თო­ლო­გი­ა­ზე დე­ტა­ლუ­რად თო­დუ­ას კლი­ნი­კის აბ­დო­მი­ნუ­რი ქი­რურ­გი ბე­სა­რი­ონ მე­ტო­ნი­ძე გვე­სა­უბ­რა.


გთხოვთ, უპირ­ვე­ლე­სად, აგ­ვიხ­სე­ნით, რა არის მუც­ლის კედ­ლის თი­ა­ქა­რი?



მკი­თხვე­ლის­თვის გა­სა­გე­ბად რომ ავ­ხსნათ, მუც­ლის კე­დე­ლი რამ­დე­ნი­მე შრის­გან შედ­გე­ბა, ესე­ნია: ე.წ. პე­რი­ტო­ნე­უ­მი, რომ­ლი­თაც და­ფა­რუ­ლია მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბი; ფას­ცი­ე­ბი ანუ შე­მა­ერ­თე­ბელ-ქსო­ვი­ლო­ვა­ნი ფურ­ცლე­ბი, რო­მელ­თა შო­რი­საც არის მო­თავ­სე­ბუ­ლი კუნ­თე­ბი და რომ­ლე­ბიც ქმნის მყარ გარსს მუც­ლის კედ­ლის­თვის; კან­ქვე­შა ცხი­მი და კანი. უმე­ტე­სად იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ჩვენ მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი შრე­ე­ბი ერ­თდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს დე­ფექ­ტი ხვრე­ლის სა­ხით. ამ ხვრე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კი მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბი კან­ქვე­შა სივ­რცე­ში გა­მო­დი­ან, რაც გა­მო­ბე­რი­ლო­ბას ქმნის. სწო­რედ ამ პა­თო­ლო­გი­ას ვუ­წო­დებთ თი­ა­ქარს.


თი­ა­ქა­რი შედ­გე­ბა შემ­დე­გი კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან: თი­აქ­რის კარი, თი­აქ­რის პარ­კი, თი­აქ­რის შიგ­თავ­სი (მუც­ლის ღრუს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს სა­ხით).


რო­გო­რია მუც­ლის კედ­ლის ძი­რი­თა­დი თი­აქ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი?


ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­მოვ­ყოფთ: ეპი­გას­ტრი­უ­მის, ჭი­პის, სა­ზარ­დუ­ლის, ბარ­ძა­ყის, პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ ანუ ინ­ცი­ზი­ურ თი­აქ­რებს. მუც­ლის კედ­ლის თი­აქ­რებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა შპი­გე­ლის ხა­ზის თი­ა­ქა­რიც, რო­მე­ლიც სწო­რი კუნ­თის ბუ­დის ლა­ტე­რა­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა და ჩვენ მიერ ჩა­მოთ­ვლილ ტი­პებს შო­რის ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ზარ­დუ­ლის თი­ა­ქა­რი უფრო მე­ტად კა­ცებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ბარ­ძა­ყის თი­ა­ქა­რი კი უმე­ტე­სად ქა­ლებ­ში გვხდე­ბა.


რა ახ­დენს ამ პა­თო­ლო­გი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბას?


მუც­ლის კედ­ლის თი­აქ­რე­ბის მთა­ვა­რი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი მუც­ლის ღრუ­ში წნე­ვის მა­ტე­ბაა, რაც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. ესე­ნია, ძლი­ე­რი ქრო­ნი­კუ­ლი ხვე­ლა, ორ­სუ­ლო­ბა, არას­წო­რი ვარ­ჯი­ში, სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვა და ა.შ. საქ­მე ისაა, რომ მუც­ლის ღრუ­ში წნე­ვის მა­ტე­ბი­სა და კედ­ლის და­ჭი­მუ­ლო­ბის დროს, ჩვენს მიერ აღ­წე­რილ ზო­ნებ­ში, ან დე­ფექ­ტე­ბი ჩნდე­ბა ან არ­სე­ბუ­ლი ხვრე­ლე­ბის გა­გა­ნი­ე­რე­ბა ხდე­ბა, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ­ში წარ­მო­ად­გე­ნენ თი­აქ­რის კარს.


რა გარ­თუ­ლე­ბე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს არა­ნამ­კურ­ნა­ლე­ბი თი­ა­ქა­რი?


ხში­რად, როცა პა­ცი­ენ­ტი მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მუც­ლის კე­დელ­ზე გა­მო­სუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი თა­ვი­სით ან ხე­ლის დახ­მა­რე­ბით უბ­რუნ­დე­ბა ჩვე­ულ ად­გილს, მუც­ლის ღრუ­ში. თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თი­ა­ქა­რი იჭე­დე­ბა და ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა ორ­გა­ნოს უკან ჩაბ­რუ­ნე­ბა. ასეთ დროს, შე­საძ­ლოა, მის ირ­გვლივ წარ­მო­იქ­მნას შე­შუ­პე­ბა და ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი, რაც შემ­დგომ­ში ისეთ სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს, რო­გო­რე­ბი­ცაა ჩა­ჭე­დი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის სის­ხლმო­მა­რა­გე­ბის დარ­ღვე­ვა, გან­გრე­ნა პერ­ფო­რა­ცი­ით, პე­რი­ტო­ნი­ტი, გა­უ­ვა­ლო­ბა და ა.შ. ამი­ტომ თი­აქ­რის ჩა­ჭედ­ვის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პა­ცი­ენ­ტმა მი­მარ­თოს ექიმს, რათა დრო­უ­ლად მოხ­დეს ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.


რა სიმპტო­მე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მუც­ლის კედ­ლის თი­ა­ქა­რი?


ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმპტო­მი მუც­ლის კე­დელ­ზე თვა­ლით ხი­ლუ­ლი გა­მო­ბე­რი­ლო­ბაა. მას, ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს პე­რი­ო­დუ­ლი ტკი­ვი­ლი, მო­ქაჩ­ვის შეგ­რძნე­ბა, დის­კომ­ფორ­ტი, შე­ბე­რი­ლო­ბა, ნაწ­ლა­ვე­ბის მოქ­მე­დე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, ბოყი­ნი და ა.შ. თი­აქ­რის ჩა­ჭედ­ვის დროს კი ნაწ­ლავ­თა მოქ­მე­დე­ბა, შე­საძ­ლოა, სრუ­ლი­ად შე­ჩერ­დეს და სა­ხე­ზე გვქონ­დეს გა­უ­ვა­ლო­ბა.


რა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბებს მი­მარ­თავთ თი­აქ­რის დროს?


დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლით გა­სინ­ჯვით იწყე­ბა. თი­აქ­რებს ძა­ლი­ან და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა აქვს, ამი­ტომ ქი­რურ­გი მათ ამოც­ნო­ბას ხში­რად მარ­ტი­ვად ახერ­ხებს. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვებ­ში ვი­ყე­ნებთ ისეთ ინ­სტრუ­მენ­ტულ კვლე­ვებს, რო­გო­რე­ბი­ცაა მუც­ლის ღრუს ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია. მათი დახ­მა­რე­ბით გან­ვსა­ზღვრავთ თი­აქ­რის ზო­მას, მის შიგ­თავსსა და ა.შ. სა­ბო­ლო­ოდ, ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცია მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.


რო­გორ ხდე­ბა თი­აქ­რე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა?


თი­აქ­რის დროს მკურ­ნა­ლო­ბის ერ­თა­დერთ მე­თოდს – ქი­რურ­გი­ას მივ­მარ­თავთ. ოპე­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს ღია წე­სით, ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი ან რო­ბოტ ასის­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მით. ცხა­დია, უმ­ჯო­ბე­სია, მკურ­ნა­ლო­ბა მცი­რე ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რით წა­რი­მარ­თოს, თუმ­ცა ზოგ­ჯერ თი­აქ­რის ანა­ტო­მი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ის ღია წე­სით ჩა­ტა­რე­ბა უფრო უპ­რი­ა­ნია. ძი­რი­თა­დად თი­აქ­რე­ბის გი­გან­ტუ­რი ზო­მე­ბის და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ძლი­ე­რი შე­ხორ­ცე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. მთა­ვა­რია, ქი­რურ­გმა სწო­რად შე­არ­ჩი­ოს მე­თო­დი და, რაც მთა­ვა­რია, ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დეს ყვე­ლა შე­საძ­ლო ოპე­რა­ცი­ულ მიდ­გო­მა­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში, გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­ვა­ტა­როთ ოპე­რა­ცი­ე­ბი რო­გორც ღია წე­სით, ისე მცი­რე ინ­ვა­ზი­უ­რი მიდ­გო­მით.


ოპე­რა­ცი­ას, პირ­ველ რიგ­ში, თი­აქ­რის გაკ­ვე­თით (თი­ა­ქარ­კვე­თით) ვი­წყებთ. სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი და ქსო­ვი­ლე­ბი უკან, მუც­ლის ღრუ­ში ბრუნ­დე­ბა. თუ ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, მისი რე­ზექ­ცია ანუ ამოკ­ვე­თა ხდე­ბა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დე­გი ეტა­პია თი­ა­ქარპლას­ტი­კა, რაც დე­ფექ­ტის გა­მაგ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამის­თვის ვი­ყე­ნებთ რო­გორც პა­ცი­ენ­ტის სა­კუ­თარ ქსო­ვი­ლებს, ისე სპე­ცი­ა­ლურ ხე­ლოვ­ნურ ბა­დე­ებს, რაც კარგ შე­დეგს გვაძ­ლევს – ისი­ნი ერ­თად უფრო მყარ დაბ­რკო­ლე­ბას ქმნის და მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს თი­აქ­რის ხე­ლახ­ლა გა­ჩე­ნის (რე­ცი­დი­ვის) ალ­ბა­თო­ბას.


რამ­დე­ნად რთუ­ლია პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი პა­ცი­ენ­ტის­თვის?


რა თქმა უნდა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა ზო­მის იყო თი­ა­ქა­რი და რა მიდ­გო­მით ჩა­ტარ­და ოპე­რა­ცია. ე.წ. ღია წე­სის დროს, პა­ცი­ენტს შე­იძ­ლე­ბა 3-4 დღე მო­უხ­დეს კლი­ნი­კა­ში და­ყოვ­ნე­ბა. ლა­პა­რას­კო­პი­ის შემ­თხვე­ვა­ში კი, ხში­რად პა­ცი­ენ­ტებს მე­ო­რე დღეს­ვე ვწერთ. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტებს უწევთ პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ქამ­რის ტა­რე­ბა 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.


რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვაც, რო­მელ­საც ექი­მი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გას­ცემს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პა­ცი­ენ­ტმა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი შე­ი­კა­ვოს სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვის­გან, ვარ­ჯი­შის­გან ან ისე­თი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის­გან, რაც მუც­ლის კედ­ლის ძლი­ერ და­ჭი­მუ­ლო­ბას იწ­ვევს.


R


1
51
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
51
  
24 აპრილი, 15:55
ერთ რამეში ვერ დავეთანხმები ექიმს. რაც მე ვარჯიშისას ან სოფელში მუშაობისას სიმძიმე ამიწევია ორმაგი თიაქარი უნდა მქონდეს.
რკინიგზის სადგურზე მტვირთავებს 100 კგ ტვირთი მიაქვთ დსატვირთ ტრანსპორტამდე და ვისაც ვიცნობ, თიაქარი არცერთს არ აწუხებს.
0 1 1