x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი მძიმედაა ავად, რასაც ეს ვიდეოც ადასტურებს

image
ჭორ-მართალი იმის თაობაზე, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი მძიმედაა ავად, 2 წელია რაც მუსირებს საზოგადოებაში. უცხოური პრესაც წერდა ამის თაობაზე, არც რუსულ მედიას და პრესას დაუმალავს ეს ფაქტი დიდხანს, რადგან კადიროვი პრაქტიკულად არ ჩანდა არსად და მუდმივად ძველი კადრების ჩვენება უწევდათ ჩეჩნეთის მედიას და რუსეთის ცენტრალურ მედია საშუალებებს.

ვიდეო, რომელსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ადასტურებს, რომ კადიროვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, საუბრისას კადიროვი გამართულად ვერ საუბრობს, სახეზეც ძალიან ავადმყოფურად გამოიყურება და ზოგადად, ეს ის რამზან კადიროვი უკვე აღარაა ჩეჩნურ სპეცრაზმთან ერთად, რომ იღებდა ტყვიამფრქვევით ხელში სარეკლამო რგოლებს.

იქნებ ამიტომაც იზრუნა რამზანმა წინასწარ და შვილები საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე დანიშნა, მიუხედავად მათი გამოუცდელობისა და შედარებით პატარა ასაკისა.
რამზან კადიროვს ჯერ კიდევ 2019 წელს დაუდგინდა დიაგნოზი: კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზი.
ამ დაავადებას ახასიათებს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. თათბირის ჩატარებისას რამზანს ცხადად ეტყობა, თითოეული წინადადების წარმოთქმისას როგორ წვალობს, როგორ უჭირს საუბარი.
მე ექიმი არა ვარ რამზანის დაავადების პროგრესირების დონე განვსაზღვრო, მით უფრო დისტანციურად, მაგრამ აშკარაა ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის 47 წლის მეთაურს დიდი დღე არ უწერია.

0
312
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
312