საზოგადოებრივი "სანთლით რომ გეძებნათ, ვერავითარ ნაკლს ვერ აღმოაჩენდით" - ვისზე ამბობდა ექვთიმე თაყაიშვილი? 23 აპრილი, 17:13
“იშვიათია კაცი, რომელსაც რაიმე ნაკლი არ ჰქონდეს, თუნდაც სულ მცირე. ივანე ჯავახიშვილში სანთლით რომ გეძებნათ, ვერავითარ ნაკლს ვერ აღმოაჩენდით. ეს სრულიად უნაკლო ადამიანი იყო: ზნეობით სპეტაკი, ზრდილი, ალერსიანი, თავმდაბალი, კაცთმოყვარე და გულშემატკივარი.“
ექვთიმე თაყაიშვილი დღეს, 23 აპრილს დაიბადა ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივანე ჯავახიშვილის ციტატების ამონაკრები: „არც სპარსელებს, არაბებს, მონღოლებსა და თურქებს არ გაუკეთებიათ ის, რაც რუსულმა ხელისუფლებამ და მისმა ეგსარქოსებმა გაუკეთეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას", - ასე შეაფასა საქართველოს ეკლესიის „რუსული პერიოდი“ ივანე ჯავახიშვილმა 1906 წელს გამოცემულ ნაშრომში "სოციალური და პოლიტიკური მოძრაობა XIX საუკუნის საქართველოში." „თუ წარსულში რაიმე ნაკლი გვქონდა, ამას დამალვა კი არა, გამომჟღავნება უნდა: მხოლოდ იმას, ვინც თავის ნაკლს შეიგნებს, შეუძლიან იგი თავიდან მოიშოროს.“ "ქართველი ხალხი, მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი” "რამდენი იყო ჩვენში 1917 წელს ისეთი განათლებული ქართველი, რომელსაც ან მთელი ეს კამათი სასაცილო გულუბრყვილობად მიაჩნდა, ანდა მის გაგონებაზე ღიმილი მოსდიოდა. რამდენი გვყავდა ბრძენი დამრიგებელნი, ჭკუის მასწავლებელნი და წინასწარმეტყველნიც კი, რომელნიც, მათი ღრმა რწმენით, სრულებით უნიადაგო და უიმედო განზრახვისაგან ხელის აღებას გვირჩევდნენ. ისეთებიც ხომ იყვნენ, მათ შორის მეცნიერებიც კი, რომელთაც მთელი ეს გეგმა და დაწყებული საქმე თვით ქართველებისათვისავე დამღუპველად ჰქონდათ პრესაშიც კი აღიარებული: კულტურული დაქვეითების მეტი არაფერია საქართველოს მეცნიერული აზროვნებისათვის ამ გეგმის განხორციელებისაგან მოსალოდნელიო და, ამავე დროს, იგი პეტერბურგში (აწ ლენინგრადში) დიდი გაჭირვებითა და ხანგრძლივი მუშაობით შექმნილი სომხურ-ქართული ფილოლოგიის ერთ-ერთი კერის გავერანებას უდრისო".(ნათქვამი სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნაზე) "სათქმელი უნდა ითქვას და ყველამ უნდა გაისუფთავოს გული. თუ ვინმეს ნემსის ოდენა ხინჯი დარჩება, იგი ისევ გაიზრდების, გაავდების, გასკდების და ყველას მოსწამლავს." "დაბალსა და საშუალო ეროვნულ სკოლას ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან თუ რომ ეროვნულ განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს" ერეკლე მეფესთან საქართველოში გერმანელი მოგზაური დოქტორი რაინეგსი ცხოვრობდა, რომელმაც, ვითარცა აღმოსავლეთში ნამყოფმა კაცმა, ადგილობრივი ენებიც კარგად იცოდა. სხვათა შორის, ქართულიც შეისწავლა და ერეკლე მეფესთან დაახლოებული იყო. რუსეთის სახელმწიფოს მხედართ-მთავარმა, ფელდმარშალმა, თავადმა პოტიომკინმა ეს რაინეგსი საქართველოთგან თავისთან დაიბარა და 1782 წლის შემოდგომას ისევ საქართველოშივე გამოისტუმრა, მაგრამ ახლა უკვე ვითარცა რუსეთის წარმომადგენელი ერეკლე მეფისა და სოლომონ მეფის წინაშე. მას საგანგებოდ დავალებული ჰქონდა, ერეკლე მეფისათვის ჩაეგონებინა, რომ მას რუსეთის თვითმპყრობელისაგან მფარველობა ეთხოვა ფორმალურად. " ამ დროს პატარა საქართველო და მისი გმირი, ნიჭიერი მეფე განმარტოებული და განათლებულ ქვეყნიერებას ყოველ მხრივ მოწყვეტილი იყო. საქართველოს მთავრობა დარწმუნდა, რომ ამაო იყო ყოველივე მისი ცდა ევროპის სახელმწიფოებამდის ხმის მისაწვდენად. რომ მოზღვავებულ მტრების წინააღმდეგ იქითგან დახმარების მოლოდინი ტყუილი ოცნება იქმნებოდა. ასეთს გარემოებაში ერეკლე მეფე და საქართველოს მთავრობა რაინეგსის რჩევას, რომელიც, როგორ ახლა ირკვევა, თვით რუსეთის მთავრობის მიერ დავალებული საიდუმლო მინდობილობა ყოფილა, რასაკვირველია, სიამოვნებით შეიწყნარებდა. რუსეთის მეტი მომშველებელი მაშინ მათ აღარავინ ეგულებოდათ და ისევ ამ ძლიერს ჩრდილოეთის სახელმწიფოს მიმართეს." მთავარ ფოტოზე: თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორ-მასწავლებლები 176 4-ს მოსწონს |
ბოლო ნაწილი საინტერესოა,გერმანელი რუსების ჯაშუში და მათი ინტერესების გამტარებელი ყოფილა. დროული იყო ჩაბნელებული ბრბოსთვის,რომელბიც რუსთაველზე დგანან და თითქოს ევროპულ მომავლს იცავენ.
ერთი რამე მაინტერესებს,რაღაც პერიოდია ისმის(ორივე მხარისგან) ის რო "ევროპაში მიდიან" ზოგი ქათმურად და ზოგიც ღირსებით,ხოდა მაინტერესებს,საიდან მიდიან ევროპაში? გასაგებია,საქართველოდან მიდიან,თუმცა ეს საქართველო სად მდებარეობს ანუ ეხლა სად არიან?