მოვლენები
პრინცესა დიანადან ანგელა მერკელამდე: 10 საცურაო კოსტიუმი, რომელიც ისტორიაში შევიდა
20 აპრილი, 23:30
ვის არ ახსოვს ცნობილი ამერიკული სატელევიზიო სერიალიდან "მაშველები" ის ხასხასა წითელი საცურაო კოსტიუმი, რომელშიც თავს მსოფლიოში ყველაზე ყურებადი შოუს მთავარი მონაწილე, ქერათმიანი ლამაზმანი პამელა ანდერსონი იწონებდა? ის იცის ყველამ, მანაც კი ვისაც სერიალი არ უნახავს, თუმცა საზოგადოებას მხოლოდ ის საცურაო კოსტიუმი არ დამახსოვრებია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ქალის 10 ყველაზე განხილვად საზღვაო ტანსაცმელს ისტორიაში, რომელზეც არა თუ ყველა საუბრობდა, არამედ დღემდე საუბრობს.
ვეფხვის პრინტიანი მთლიანი საცურაო კოსტიუმი, რომელშიც პაპარაცებმა ორსული პრინცესა დიანა დააფიქსირეს, 1982 წელი
ზემოხსენებული ცნობილი წითელი საცურაო კოსტიუმი სერიალიდან "მაშველები", 1989 წელი
მთლიანი საცურაო კოსტიუმი, რომელშიც ჰილარი კლინტონი საკუთარ მეუღლესთან ბილ კლინტონთან ერთად ვირჯინიის კუნძულებზე ისვენებდა, 1988 წელი
გასული საუკუნის ერთ - ერთი გამორჩეული და დახვეწილი სტილის მქონე ქალბატონი, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, შეუდარებელი ჟაკლინ კენედი თავის ცნობილ საცურაო კოსტიუმში, რომელშიც ის შვებულების დროს იტალიაში დააფიქსირეს, 1962 წელი
კერი ფიშერის მეტალიკის კოსტიუმი, "ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება", 1983 წელი
მსახიობი რაკელ უელჩი ირმის ტყავის ცნობილ ბიკინში, "მილიონი წელი ჩვენს ერამდე", 1966 წელი
ლეგენდარული მსახიობის და მსოფლიოს ერთ -ერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონის ელიზაბეტ ტეილორის მოკრძალებული თეთრი საცურაო კოსტიუმი, "უეცრად, გასულ ზაფხულს", 1959 წელი
მსახიობი ბო დერეკი, ფილმი "10", 1979 წელი
მსახიობი ურსულა ანდრესი, "დოქტორი ნოუ", 1962 წელი
გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც პაპარაცებმა იტალიაში, შვეულების გატარებისას დააფიქსირეს, 2013 წელი