მუსიკა გრიგორი ლეპსმა კონცერტის დროს გოგონას ტელეფონი შორს გააგდებინა(ვიდეო) 20 აპრილი, 16:28
ინტერნეტმომხმარებლების მოსაზრებები მომღერლის საქციელზე ორად გაიყო.
მომღერალ გრიგორი ლეპსის კოსტრომაში გამართულ კონცერტს ~ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, საერთოდ გრიგორი ლეპსს საკამოდ ფიცხი ხასიათი აქვს და ეს მანამდეც არაერთხელ გამოუხატია სცენაზე.(მიყევი ბმულს) კონცერტის დროს არტისტს კონფლიქტი მოუვიდა ფანთან. სიმღერის "მე გავხდები ჩანჩქერი" (Я стану водопадом)შესრულების დროს მომღერალი სცენის კიდეს მიუახლოვდა, რა დროსაც ერთ-ერთი თაყვანისმცემელი მომღერალს ვიდეოს ძალიან ახლოდან უღებდა. გრიგორიმ გოგონას ანიშნა, რომ ტელეფონი მოეშორებინა, მაგრამ ის მაინც დაჟინებით ცდილობდა მომღერალი რაც შეიძლება ახლო ხედით გადაეღო. ამის შემდეგ ლეპსმა უხეში ხელის მოძრაობით გოგონას ტელეფონი ხელიდან გააგდებინა. მომხმარებლების მოსაზრებები გაიყო: ბევრმა არტისტის საქციელი უღირსად მიიჩნია. მათი აზრით ლეპსი ვალდებულია მოთმინება და ლოიალობა გამოვლინოს თაყვანისმცემლების მიმართ. თუნდაც თუ არ მოეწონა გოგონას დაჟინებული ახლო კადრი, უბრალოდ სცენის სხვა მხარეს წასულიყო, როგორც ეს შემდგომ გააკეთა. თუმცა, ინციდენტის მოწმეები აცხადებდნენ, რომ ტელეფონი გადარჩა, არ დაზიანდა. თავად ფანი კი მშვენიერ ხასიათზე იყო, უხაროდა, რომ მან მოახერხა მომღერლის წონასწორობიდან გამოყვანა და ამით ცნობადი გახდა. „გოგონამ ჯიუტად არ უპასუხა არტისტის თავაზიან თხოვნას, რომ ტელეფონი უკან გაეწია. ტელეფონს არაფერი მოუვიდა, უბრალოდ ძირს დავარდა“, - თქვა ერთერთა კონცერტის მონაწილემ. ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი(ლეფსვერიძე) დაიბადა სოჭში, 1962 წელს, მამა ხორცკომბინატში მუშაობდა, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა, დედა ნათელა პურის ქარხანაში, სკოლაში სწავლით არ გამოირჩეოდა, როგორც თვითონ იხსენებს, გაქანებული ოროსანი იყო, 14 წლის ასაკში დაინტერესდა მუსიკით, დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი დასარტყამი ინსტრუმეტების განხრით, 1980-იან წლებში გამოდიოდა სხვადასხვა ჯგუფებში, 1990-იანი წლების დასაწყისიდან სოჭის რესტორნებში მღეროდა, 1992 წელს გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად, იმ პერიოდში გრიგორი ლეპსს პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან და სასმელთან დაკავშირებით. მას ექიმებმა აუკრძალეს თუნდაც ერთი დოზის მიღება და სასმელი. სწორედ მოსკოვში გადასვლის შემდეგ იწყება მისი თავბრუდამხვევი კარიერა, ზედიზედ გამოდის ალბომები, რომელმაც იგი თანამედროვე რუსული შანსონის და პოპულარული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად აქცია. 2013 წლისთვის გრიგორი ლეპსი ყველაზე შემოსავლიან რუს მომღერლად იქცა, წელიწადში 15 მილიონი დოლარით.არის პრემიების- «World Music Awards», «Песня года»და «Золотой граммофон»-ის მფლობელი. 132 2-ს მოსწონს
|